დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

საშემოდგომო დღესასწაული



2010 წლის 22 --27 ოქტომბერს გაიმართა საშემოდგომო სახალხო ზეიმი "ჭიათურობა 2010".



2010 წლის 23 ოქტომბერი ჭიათურელებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

ჭიათურობის ეგიდით მიმდინარე კვირეულში არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართა, მონაწილენი ერთმანეთს მარათონულ გარბენაში, მკლავჭიდში, კალათბურთში, მინი-ფეხბურთში, ცურვაში, ჭადრაკსა და ქართულ ჭიდაობაში გაეჯიბრნენ.

საზეიმო პროგრამა მარათონული გარბენით დაიწყო, სადაც 150-მა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - გოგი ჩიკვილაძემ გადასცა.

ამის შემდეგ, ეპიცენტრმა გამარჯვების პარკში გადაინაცვლა, სადაც მოყვარულები ერთმანეთს მკლავჭიდსა და ჭადრაკში დაეჯიბრნენ. დღის ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა კი ახალ გახსნილ ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე გაიმართა, სადაც საჭიდაო ხალიჩა იყო გაშლილი ქართულ ჭიდაობის ტურნირში 50 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ფიცხელი ბრძოლები ქართულ ტრადიციული საჭიდაოთი გახლდათ გალამაზებული.

ტურნირის სულის ჩამდგმელი გურამ მოდებაძე ჩვეულად დიდი ენერგიით უძღვებოდა ამ დიდ სანახაობას. თურნირს მოგვიანებით შემოუერთდნენ ქართული ჭიდაობის მაღალჩინოსნები. ასევე მოგვინებით ზემო იმერეთში ჩამოვიდნენ სახელოვანი ძიუდოისტები - ზაზა კედელაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და ლომერ ჟორჟოლიანი.


ვებ გვერდისათვის ნუკრი ლოლაძე


გასაგებ მიზეზთა გამო ისინი მაყურებლის როლში მოგვევლინენ. ტურნირის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემიები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამაც მიადევნა თვალ-ყური. ამავე დღეს კიდევ სამ სპორტულ სახეობაში გაიმართა ფინალური შეხვედრები ცურვაში, კალათბურთსა და მინი-ფეხბურთში.


ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon