დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ფანჯარა დასავლეთისკენ

2009 წლის ივნისში, ჩვენს პატარა ქალაქში, ახალგაზრდულმა ცენტრმა შექმნა, საინიციატივო ჯგუფი პროექტისა, სახელწოდებით ,,ფანჯარა დასავლეთისაკენ" .

პროექტი წარმოადგენდა, თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროექტის ანალოგს, კერძოდ, ინგლისური ენისა და კომპიუტერის საბაზისო შესწავლას უფასოდ. ეს კი, გულისხმობს ახალგაზრდობის განათლებისა და დასაქმების პერსპექტივას.

იმისათვის, რომ კარგად გაგვეცნო პროექტი,მე დავუკავშირდი და ვესაუბრე პროექტის ხელმძღვანელს, ლიკა გველესიანს.

- ლიკა, რატომ შეეშალა ხელი პროექტის განხორციელებას და რა გზები განვლო პროექტმა დღემდე?

-პირველად პროექტი, ათი ახალგაზრდისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზაციის ფონდის" მიერ მოწყობილ კონკურსზე წარადგინა. თუმცა, პროექტმა გამარჯვება ვერ მოიპოვა. შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა პროექტის განხორციელებაში დახმარება შეგვეთავაზებინა ბრიტანეთის საბჭოსათვის, მაგრამ მათ ამისათვის, იმ ეტაპზე საჭირო საშუალება არ ჰქონდათ. ამრიგად, ჩვენი პროექტის ერთადერთი განხორციელების გზა, ისევ ადგილობრივი ხელმძღვანელობა დარჩა, თუმცა, მათ თხოვნაც კი ვერ შევკადრეთ, ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებისა და მისი ხარჯების ოფიციალურად დამტკიცების გამო.

-დღეს, თუ არის პროექტი შეთავაზებული, რომელიმე დამფინანსებლისთვის და რა შედეგს მოუტანდა განხორციელების შემთხვევაში?

-დღესდღეობით პროექტი უმოქმედობას განიცდის, თუმცა კარგი იქნებოდა პროექტი განხორციელებულიყო. იგი, ხომ ჭიათურის ახალგაზრდობას მისცემდა შანს უფრო ადვილად დასაქმებულიყვნენ. პროექტი, კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდებს, რომელთა ოჯახებსაც მატერიალური საშუალების უქონლობის გამო, არ შეუძლიათ დაიქირაონ კერძო რეპეტიტორები, საშუალებას მისცემდა განათლება მიეღოთ მათივე ნიჭის რეალიზებისათვის. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი სახელმწიფო ნელ-ნელა ევროპულ კურს ანვითარებს, მაგრამ ჩვენც, თუ არ ავუწყვეთ "ფეხი ხმას" არაფერი არ გამოვა. მოკლედ, ჭიათურაში შეიქმნებოდა დასაქმებული და მცოდნე ახალგაზრდების ნავსაყუდელი.

-და ბოლოს, პროექტის განხორციელების იმედი არის?

-ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაინც ბოლოს კვდება, იქნებ წელს უბრალოდ არ გაგვიმართლა და გაისად, მაინც “მზის სინათლე” იხილოს. ჯერჯერობით კი, იმედი იმედად რჩება და პროექტიც ხავსს ეჭიდება. ვინც ინტერვიუს წაიკითხავს არ გაუჭირდება მიხვდეს, თუ რამდენად კარგ პროექტზეა საუბარი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ვისურვებდი თბილისის მერიის პროექტში მოვხვედრილიყავი. ჩვენ ქალაქშიდაც, რომ ამუშავდებოდეს ასეთი პროექტი, ნამდვილად ვერავინ მომასწრებს მისვლას და დარეგისტრირება. დამერწმუნეთ, ჩემს მსგავსად ბევრი ფიქრობს. მგონი მკითხველს მობეზრდა ასე ფერადად დახატულ ოცნებებზე საუბარი და ის დროა, ამ ჩემი წერილის გულისხმიერად წაკითხვისთვის მადლობა მოგახსენოთ და შემდეგ ნომრამდე დაგემშვიდობოთ.

ზურაბ ჭიოკაძე

ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ “გზად ჭიათურისაკენ”#2

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon