დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

იცნობდე შენს მხარეს

26 იანვარს, ქ.ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში, შედგა პრეზენტაცია პროექტისა ,,იცნობდე შენს მხარეს და გააცანი იგი სხვას”.

პროექტი განხორციელდა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განმხორციელებელი ორგანიზაციაა - ,,გზად ჭიათურისაკენ”, ხოლო პროექტის ხელმძღვანელია ნესტორ ნოზაძე, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს ჭიათურის მხარედმცოდნეობის მუზეუმის ტურიზმის მთავარი სპეციალისტი მირანდა ლაბაძე.

პროექტის სულისჩამდგმელი ჭიათურელი ახალგაზრდები არიან, რომელთაც უფროსი თაობის დახმარებით შეძლეს იდეის განხორციელება. ახალგაზრდებს მხარი დაუჭირა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ბატონმა ჯამბულ ნოზაძემ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ბატონმა მამუკა გოგატიშვილმა.

ახალგაზრდების ჯგუფს გვერდით დაუდგა გეოგრაფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი დვალაშვილი, რომელმაც უზარმაზარი შრომა და ენერგია შეალია ამ საქმეს. მათ მიერ შემოვლილ იქნა, ყველა სოფელი და არქიტექტურული ძეგლი, რომლებიც ერთად თავმოყრილ იქნა წიგნში ,,ჭიათურა”, რომლის ავტორი გიორგი დვალაშვილია, ხოლო რედაქტორი ვანო ჯაფარიძე.

ასევე შეიქმნა ტურისტული მეგზური. მოძიებული მასალების მიხედვით ადგილობრივი ტელევიზიის მიერ გაკეთდა სარეკლამო ფილმი - ,,ჭიათურა – ტურისტის არჩევანი”, რომელიც გახმოვანებულია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა, დამზადდა მახასიათებელი სუვენირებიც.

პროექტისა და სამომავლო გეგმების შესახებ გავესაუბრეთ წიგნის ავტორს ბატონ გიორგი დვალაშვილს.

- ბატონო გიორგი, როგორ მოხვდით აღნიშნულ პროექტში?

- ძალიან გამეხარდა, რომ ჭიათურაში ახალგაზრდები ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყეს და სიამოვნებით დავთანხმდი მასში მონაწილეობის მიღებას. მე, გარდა იმისა, რომ ვარ გეოგრაფი, ჭიათურაზე გარკვეული ინფორმაციაც მქონდა შეგროვებული. ამასთან ერთად, დაინტერესებული ვიყავი ტურიზმის განვითარებით ამ მხარეში.

- რამდენ ხანს გაგრძელდა პროექტზე მუშაობა?

- ორი თვის განმავლობაში, ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარე მთელი დასახლებული პუნქტები, დავამუშავეთ მასალები. შემდგომ დავიწყეთ თითოეული პუნქტის დახასიათება, გავაკეთეთ კატალოგები და ტურისტული მარშრუტები.

- ჭიათურა, ძირითადად, ცნობილია მანგანუმის წარმოებით, როგორ შეძლებთ ტურისტების მოზიდვას ჩვენი არქიტექტურული ძეგლებით?

ჭიათურა, არა მარტო ტურისტებმა, ადგილობრივებმაც არ იციან კარგად. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და იცოდეს რა სიმდიდრის პატრონია. სწორედ ამიტომ, ქვია პროექტს ,,იცნობდე შენს მხარეს და გააცანი იგი სხვას”. აქცენტი გვაქვს გაკეთებული იმაზე, რომ ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით გახდეს პოპულარული. პროექტს აქვს გამოხმაურება, 14 თებერვალს ისრაელში ტარდება საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა. უფლის ნებით, პირველად, სწორედ წმინდა მიწაზე გაიგზავნება ეს პროდუქტი. ისრაელში, ჩვენი პროდუქტის გატანა განხორციელდება ქ. ქუთაისის ტურისტული კომპანია ,,იმერტურის” დახმარებით, რომლის ხელმძღვანელი ბატონი კოტე ჭარხალაშვილი გახლავთ. აპრილში კავკასიის მე-12 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება და როგორც პრეზენტაციაზე ქალაქის ახალმა გამგებელმა, ბატონმა გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, გამგეობა საერთაშორისო გამოფენისთვის საჭირო ფინანსებს მთლიანად უზრუნველყოფს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ტურისტულ ორგანიზაციებთან, რათა ყველა, ვინც ტურისტულ მარშრუტს ატარებს საქართველოს მასშტაბით, ეს ძეგლებიც შეიტანონ თავიანთ მარშრუტებში.

P.S. წარმატება მინდა ვუსურვო პროექტს საერთაშორისო მასშტაბით. იმედი მაქვს, რომ ზემო იმერეთის, ამ ლამაზ ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა და ჩვენი მხარის სიდიადით გავაოცებთ, რის შედეგადაც ჩვენს რეგიონში ტურისტული ინდუსტრია აღორძინდება. უნებურად ეთერ სამხარაძის ლექსის სტრიქონები გამახსენდა.

,,ნისლის ბორნით კლდიდან–

კლდეზე ფრთხილად გახვალ,

როს ქარაფთან საალერსო ქარი გიწვევს,

გეფიცები, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ,

მერე კარგო ვერასოდეს დაივიწყებ”

ანა კაპანაძე

ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ “გზად ჭიათურისაკენ”#2

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon