დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ტურიზმის განვითარების საფუძველი

რამდენჯერ მოგვისმენია უფროსების, პედაგოგების, მშობლების მენტორული დარიგება,რომ მოზარდს უნდა უყვარდეს
სამშობლო, მშობლიური მხარე.

პატივს სცემდეს მის წარსულსა დააწმყოს. ამ ადამიანთა გულწრფელობაში წუთითაც არ
გვეპარება ეჭვი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შეგონებით მოზარდს საკუთარი ქვეყნის
სიყვარულს ვერ ჩაუნერგავ, რომ ერთ კარგად მოფიქრებულ ღონისძიებას ან ტურისტულ ლაშქრობას ვერავითარი
ლექცია, თუ საკლასო ოთახში ჩატარებული საუბარი ვერ შეცვლის.
***

სწორედ რომ ნორჩებში პატრიოტული სულისკვეთების აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრში შექმნილი ტურიზმის განყოფილება, რომელსაც მირანდა ლაბაძე ხელმძღვანელობს. მირანდა პროფესიით ტურიზმის მენეჯერია და შესანიშნავად უწყის ტურიზმის მნიშვნელობა. მისი თაოსნობით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩამოყალიბდა ტურისტული კლუბები., ყველა მათგანს თავისი სახელწოდება აქვს. განყოფილება აქტიურად არის ჩაბმული პროექტში ‘იცნობდე შენს მხარეს და გააცანი იგი სხვას~, რომლის მთავარი კოორდინატორია თსუ-ის ასისტენტ პროფესორი,ჩვენი თანაქალაქელი გიორგი დვალაშვილი.

მათ ყველა სოფელი შემოიარეს, მოიძიეს კულტურული და ბუნებრივი ძეგლები. პროექტის შედეგად უნდა დამზადდეს ტოპოგრაფიული რუქა, ტურისტული გზამკვლევი, ასევე მზადდება დოკუმენტური ფილმი. ამ რამდენიმე დღის წინ კი ტურიზმის განყოფილებაში ჩატარდა მოსწავლეთა ღონისძიება ‘უკეთ გავიცნოდ ჩვენი კუთხე~, სადაც ჭიათურის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები.

ამ ნამუშევრებიდან უნდა შერჩეულიყო სამი საუკეთესო, რაც არცთუ იოლი აღმოჩნდა ჟიურის წევრებისათვის.(სპეციალურად შექმნილ ჟიურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი ცირა ბრეგვაძე ხელმძღვანელობდა).

თუმცა, მთავარი ეს როდია, მთავარი ისაა, რომ ბავშვებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი მხარის ცოდნა. არაჩვეულებრივად მოგვითხრო კაცხის სვეტის საიდუმლოებებზე მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიკა კურტანიძემ, მე-3 სკოლის მე-10 კლასელმა მარიამ ბუხრაშვილმა კი- სოფელ სვერის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მე-5 საჯარო სკოლელმა დავით ცერცვაძემ მთლიანად ჭიათურის რაიონზე და მის ღირსშესანიშნაობებზე ისაუბრა. ძალზე ორიგინალური და შემოქმედებითად მდიდარი გახლდათ მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის თიკო ასანიძის ნაშრომი სოფელ მერევზე, რისთვისაც მას ჟიურმა მესამე ადგილი მიანიჭა.

მეორე ადგილი წილად ხვდა მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლის ცისანა ტაბატაძის თითქმის მეცნიერულ დონეზე წარმოდგენილ ნაშრომს სოფელ რგანსა და ხრეითზე, ხოლო საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ მიჩნეულ იქნა მე-4 საჯარო სკოლის რუსული სექტორის XI კლასის მოსწავლის ალექსანდრე ციცვიძის ბრწყინვალე ნაშრომი, სადაც არა მარტო ჭიათურის რაიონის ღირსშესანიშნაობაზე, არამედ მისი თვალით დანახული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იყო მოთხრობილი.

ალექსანდრე თავის ნაშრომში არც ჩვენს რეალობაში არსებულ ნაკლოვანებებს ივიწყებს, თუნდაც ისეთს, როგორიც არის რაიონში არსებული ეკოლოგიური პრობლემები. აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მე-4 სკოლის რუსული სექტორის გეოგრაფიის მასწავლებლის ვენერა ცხვედიანის დამსახურება, რომლის აღსაზრდელები წლების განმავლობაში არიან ჩართულები მსგავს ღონისძიებებში, იმარჯვებენ რესპუბლიკურ კონფერენციებში და ოლიმპიადებზე.

ღონისძიება-კონკურსი ‘უკეთ გავიცნოთ ჩვენი კუთხე~ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა გოგატიშვილის ეგიდით ჩატარდა და შესაბამისად გამარჯვებულებს (ასევე ყველა მონაწილეს) დეპუტატის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. - ბავშვებო, გიყვარდეთ თქვენი ქალაქი, თქვენი ქვეყანა! ამ სიტყვების წარმოთქმა ძნელი არაა, უფრო ძნელია შეკრიბო მოსწავლეები და გააცნო თავისი ქალაქის ისტორია.

შეუძლებელია მოზარდი არ მოხიბლოს ჭიათურის სიმდიდრემ, მისმა ძეგლებმა, რაც ერთ უწყვეტ ჯაჭვად შეიკვრება და ბავშვის გონებაში წარუშლელად დარჩება. ის უხილავი ძაფით არის დაკავშირებული თავის ქალაქთან, თავის ქვეყანასთან და ამ კავშირს ვერაფერი დაარღვევს.

მარიკა ხვედელიძე (გაზეთი “ჭიათურა”)

რედაქციისაგან: ღონისძიება ჩატარდა პროექტის “იცნობდე შენს მხარეს და გააცანი იგი სხვას” ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო ინსიტუტციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ. პროექტის ხელმძღვანელი ნესტორ ნოზაძე.

ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ “გზად ჭიათურისკენ”#1

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon