დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ჯორჯიან მანგანეზი მსოფლიო კრიზისის ფონზე

ჭიათურაში მარგანეცის წარმოება უაღრესად მნიშვნელოვანია ჭიათურის საზოგადოებისათვის. იმისათვის, რომ გაგვეგო თუ როგორი იყო მიმდინარე წელი წარმოებისათვის ,,ჯორჯიან მანგანეზის"

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ მენეჯერს ბატონ აკაკი გურჯიძეს ვესტუმრეთ. მან პირველ რიგში ახალი წელი მიულოცა ჭიათურის მოსახლეობას და წარმატებები უსურვა მათ, როგორც საზოგადოებრივ, ცხოვრებაში. ასევე პირადად.


ბატონო აკაკი, რით იყო ეს წელი გამორჩეული წარმოებისათვის?

მიუხედავად იმისა, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო და ყველა სამთომომპოვებელ კომბინატში შეფერხდა მუშაობა, ჩვენი წარმოება არ გაჩერებულა. პირიქით განახლდა ინვესტიციები, შემოვიდა საბრუნავი საშუალებები და შეიძლება ითქვას, რომ მუშაობა ახალ რეჟიმში გადავიდა. აგვისტო - სექტემბერში ჩვენს წარმოებაში მოხდა ცვლილება, ზილბერმანის ნაცვლად დაინიშნა ალექსანდრე ვიშნევსკი და დარწმუნებული ვარ, მისი ახლებური ხედვით უკეთესობისაკენ წავა ჩვენი წარმოების საქმე.

რა ცვლილებებს გეგმავს წარმოება?

წარმოება გეგმავს ახალ ცვლილებებს. შემოვა ახალი ინვესტიციები, ახალი ტექნიკა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა სამუშაოებისათვის. იქნება გეგმიური ზრდა, რაც ხელფასისი მატებას გამოიწვევს.

p.s. ბატონმა აკაკიმ ჩვენს გაზეთს ბევრი მკითხველი და ჭიათურის საზოგადოებას წარმატებები უსურვა.
იზო მოდებაძე მარეხი კუპატაძე


ინფორმაციის წყარო: ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ "გზად ჭიათურისაკენ". N1

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon