დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

შავი ოქროს საბადო

ჭიათურაში მანგანუმის ამოღება წარმოადგენდა საქართველოს სამთო მრეწველობის ყველაზე უმსხვილეს ობიექტს.წარმოება აქ 1879 წლიდან

იწყება.ინტერესის გაცხოველება ჭიათურის მანგანუმისადმი განპირობებული იყო მსოფლიო მეტალურგიის,კერძოდ,ფოლადის დამზადების სწრაფი ზრდით.

ჭიათურის მანგანუმის ამოღების დაწყების ინიციატორი იყო დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი.იგი თავდაპირველად ცდილობდა წარმოების დასაწყებად დაერაზმა ადგილობრივი ძალები,მაგრამ შემდგომ იძულებული გახდა უცხოელი და რუსი მწარმოებლებისათვის მიემართა.მადნის მოპოვება ,მისი ხელსაყრელი ბუნებრივი განლაგების გამო,შესაძლებელი იყო რთული ტექნიკის გარეშე,ადგილობრივი წვრილი მრეწველები თავდაპირველად ახერხებდნენ წარმოების სფეროდან მსხვილი ფირმების გამოდევნასაც კი.ეს უკანასკნელნი ამჯობიდებდნენ ადგილობრვ მწარმოებელთაგან შეძენილ მანგანუმის გატანას.წარმოებაში სულ უფრო და უფრო მეტად ხდება მსხვილი კაპიტალის შეჭრა,რუსული და უცხოური ფირმების,თუ აქციონერული საზოგადოებების და ადგილობრივ მსხვილ მწარმოებელთა სახით.

1880 წელს დაზვერვებსა და მადნის ამოღებას პეტერბურგის სავაჭრო სახლის ვახტერისა და კომპანიის ფირმა,რომლის მიერ ამ წელს 97 მუშის საშუალებით მოპოვებულ იქნა 170 ათასი ფუთი მადანი.ამავე დროს მადნის დამუშავებას აწარმოებდა მანგანუმის მომპოვებელი საზოგადოება "იმერეთი",რომელშიც შედიოდნენ მრეწველები:ჩუბინიძე,მოსეშვილი,გამყრელიძე და სხვები.ამ საზოგადოების მიერ 120 მუშის საშუალებით მოპოვებულ იქნა 350 ათასი ფუთი მადანი.

მაღაროებში ძირითადად ხმარობდნენ წერაქვსა და ნიჩაბს.მადნის გამოტანა ხდებოდა ხელის ურიკებით,ანდა რონოდებით,რომელიც მოძრაობაში მოჰყავდათ მუშებს ან ცხენს.ჭიათურის რკინიგზის შტოს გაყვანამდე(1895წ) მადნის გადაზიდვა რკინიგზის უახლოეს სადგურამდე(შორაპანი) საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტით ხდებოდა.

მე-19 საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულსა და ცხრაასიანი წლების დასაწყისში გადამზიდველების და მტვირთავი მუშების ჩათვლით,ჭიათურაში სულ 6 ათასამდე კაცი მუშაობდა.

მანგანუმი ძირითადად გადიოდა ინგლისში,ჰოლანდიაში,აშშ-ში,ბელგიაში,გერმანიში,საფრანგეთში და სხვ.90- იან წლებში ჭიათურის მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში 50% -ს აღწევდა.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისათვის დიდი საშტაბით გაჰქონდათ მადანი (1 მილიონზე ფუთზე მეტი) სამრეწველო ფირმებს:შუტც და ციმერმანის,პანასიეს,ძმებს ოგანეზოვებს,გ.ემერიკს;ადგილობრივ მრეწველთაგან - პ.წულუკიძეს.1900 წლიდან ფრანგულმა ანონიმურმა საზოგადოებამ დარკვეთში დაიწყო გამამდიდრებელი ფაბრიკის აგება.

90-იანი წლების მიწურულამდე სხვადასხვა დროს არსებობდა ადგილობრივ მრეწველთა რამდენიმე გაერთიანება:საზოგადოება "იმერეთი","კავკასიის მანგანუმის მრეწველთა ამხანაგობა","კავკასიის მანგანუმის ამხანაგობა"..........


მანგანუმის გადაზიდვა საბაგირო გზით......

ამონარიდი წიგნიდან "საქართველოს ისტორიის ნარკვევები" 1970 წლის გამოცემა

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon