დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ჭიათურას ახალი გამგებელი ჰყავს

პროკოფი მერაბის ძე ჩიკვილაძე დაიბადა 1962 წლის 19 აპრილს ქ. ჭიათურაში.

gamgebeli1979წ. დაამთავრა ქ. ჭიათურის მე- 2 საშ. სკოლა. 1979- 1982 წლებში მუშაბდა სხვადასხვა საწარმოებში მუშა-მოსამსახურედ. 1982 წლის ივნისიდან 1884 წლის მაისამდე იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1985-1991 წლბში სწავლობდა ქ. მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტში დაუსწრებელ ფაკულტეტზე. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოებზე. 1992 წლიდან მსახურობდა შ.ს.ს. ორგანოებში.1992-93 წლებში დაამთავრა ქ. თბილისის უშიშროების აკადემია.სანამ გამგებლის კანდიდატურას წარადგენდა დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე 5 განყოილების უფროსის თანამდებობა ეკავა, წოდებით პოლკოვნიკი. ჰყავს მეუღლე მაია კალანდაძე და სამი შვილი ზურაბ, ქეთი და ეკატერინე ჩიკვილაძეები. შვილიშვილი ლუკა ჩიკვილაძე. ბატონი გოგი ჩიკვილაძე საკმაოდ თავმდაბალი რესპოდენტი აღმოჩნდა სანამ საბოლოოდ მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ გადაწყდა, ინტერვიუზე ვერ დავითანხმე.. ჩვენი გაზეთის და კოლექტივის სახელით მინდა ჯანმრთელობა და პროფესიული წარმატება ვუსურვო.

-ბატიონო გოგი, როდის შეუდექით სამსახურეობრივი მოვალეობის შსრულებას და რა სფერო იქნება თქვენთვის პრიორიტეტული?

_ 28 დეკემბრიდან შევუდექი მოვალეობის შესრულებას. აუცილებლად სოციალურ საკითხბის მოგვარებით დავკავდები. თითოეულ მოსახლეს, სოფელსა თუ ქალაქში მინდა შევხვდე. ყველას ჭირ-ვარამს გავეცნო და შეძლებისდაგვარად ყველას მოვეხმარო. შესაბამისად ვიზრუნებ სხვა პრობლემების მოგვარებაზეც.

-თქვენ მუშაობდით სხვადასხვა სტუქტურებშც, სად გრძნობდით ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, რა იყო თქვენი წარმატების და წინსვლის ძირითადი მიზეზი?

-ყველა სამსახურში ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას. ყველა საკითხის გადაწყვეტის დროს ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას. რაიმეს ვერ გადაწყვეტა ჩემთვის შეიძლება დიდი ტრაგედიაც იყოს. ანუ ბოლომდე ვბრძოლობ. რაც შეეხება ჩემს ახალ თანამდებობას - სადაც სახელმწიფოს დაჭირდება მეც იქ ვიქნები. როგორც იარაღით (კოდორში ბრძოლის დროს) ისე მორალურად. ვამაყობ! აქ დავიბადე და გავიზარდე. ფიქრით და საქმით ჩემს თანაქალაქელბს და ქალაქს ვემსახურებოდი და ასე გაგრძელდება სიცოცხლის ბოლომდე.

-რას უსურვბდით საახალწლოდ ჭიათურელებს?

-პირველ რიგში გისურვებთ ყვლას ჯანმრთელობას. ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხაულის სიყვარულის მომტანი.


ინფორმაციის წყარო : ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ "გზად ჭიათურისაკენ".

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon