დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სანდრო კავსაძე

მომღერალ-მგალობელთა ცნობილი გვარის შთამომავალი - სანდრო კავსაძე 1874 წელს დაიბადა.

ქართლ-კახურ სიმღერა-გალობას ბავშვობიდან ეზიარა . დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს სასულიერო სასწავლებელში მიიღო. სიმღერა-გალობა, სალოტბარო ტექნიკა და ნოტები სიმონ გოგლიჩიძესგან ისწავლა. ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გორის სასულიერო სემინარიაში სანდრო სიმღერა-გალობის ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა.

მოგვიანებით იგი ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებულ გუნდში, სოლისტად მიიწვიეს .

1894 წელს თავად სანდრო ქმნის მეორე გუნდს, სადაც ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე მღეროდნენ.

1897 წელს სანდრო კავსაძემ ფოთში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით შექმნა გუნდი, რომელმაც საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებაში: კონცერტს დასწრებიან 14 წლის რემა შელეგია და 20 წლის ძუკუ ლოლუა. კონცერტებზე სანდრო კავსაძე სოლოებსაც ასრულებდა, მის მიერ შესრულებული "ურმული" და "ოროველა"განსაკუთრებით მოსწონდა ილია ჭავჭავაძეს.

1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი თავის ძმის შვილს მიხეილ კავსაძეს გადასცა, თვითონ კი საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა.

იგი აარსებს გუნდებს ჭიათურაში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ტყიბულში.

1935 წლიდან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა.

1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გუნდი ტრიუმფალურად გამოვიდა.

დეკადიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ სანდრო კავსაძე უკურნებელმა სენმა შეიპყრო, მას სრულიად დაეკარგა ხმა, შემდეგ თანდათან დაუძლურდა და 1939 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის სანდრო კავსაძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. ის აგრეთვე, შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერია.

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon