დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კაცხის სვეტი

მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარი კაცხის სვეტზე

კაცხის მონასტრის ჩრდილოეთით,მდინარე "კაცხურას"

მახლობლად, როგორც ბატონიშვილი ვახუშტი აღწერს

"ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა აყვანილი ვითარცა სუეტი.ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია,არამედ ვეღარარა არევლის კაცი,არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა "

პირველი ასვლა კაცხის სვეტზე 1994 წელს განხორციელდა-ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ავიდნენ მწერლები -ლევან გოთუა,აკაკი ბელიაშვილი და არქიტექტორი ვ.ცინცაძე

მეორედ,ტერთმეტი წლის შემდეგ,1955 წელს კაცხის სვეტზე ავიდა რგანის მაღაროს ალპინისტური სექციის ჯგუფი,ვარდენ გოცაძე,თენგიზ აბესაძე,თენგიზ ხვედელიძე და ზურაბ ხვედელიძე,გოდერძი სამხარაძის ხელმძღვანელობით;"როდესაც ფეხი კაცხის სვეტის თხემზე დავაბიჯე -ხელები მაღლა ავწიე და ღმერთს მადლობა შევწირე",-იგონებს გოდერძი სამხარაძე.სვეტის თხემის ფართობი სამოცი კვადრატული მეტრია,იქ დაგვხვდა ქვის მცირე ზომის ეკლესია-დაახლოებით ოთხი მეტრი ოთხ მეტრზე,მარტო კედლები დაგვხვდა,რომელზეც მხატვრობის კვალი არ ემჩნეოდა.ეკლესიის სამხრეთ მხარეზე იყო მოწყობილი აკლდამა,რომელშიც ერთი ადამიანის ჩონჩხი ესვენა,იქვე იყო ექვსი ცალი ქვევრის წყლის სამარაგო,თითოეული 160 ლიტრის ტევადობის.ეკლესიის შიგნით სპეციალურად გაკეთებულ ნიშზე იდო თუნუქის ქილა,რომელშიც იდო წერილი,რომელსაც ხელს აწერდნენ მთასვლელები,ალიოშა ჯაფარიძე,ლევან გოთუა,აკაკი ბელიაშვილი და ვ ცინცაძე.წერილი ჩვენ წამოვიღეთ და ახლა სოფელ ხრეითში ალიოშა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმში ინახება.ეკლესიის დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით დაგვხდა პატარა ზომის შენობის ნაშთი,ალბათ კელია,ბერთა საცხოვრებელი,რომელშიც ბუხარი იყო და ნაცეცხლარი ეტყობოდა,იქვე იყო ქვის პატარა როდინი თავისი ქვასანაყით,ქვევრის ფარფლის ნატეხი ჯვრის გამოსახულებით,ქართული აგურისა და კრამიტის ნატეხები(აღნიშნული ნივთები გ.სამხარაძის პირად მუზეუმში ინახება).იქვე იდგნენ მუხის ხეები 20 სანტიმეტრი დიამეტრის.სვეტის ძირში იდგა ცაცხვის ხე,რომლის კენწერო სვეტის თხემს აღწევდა,დაახლოებით ოცი წლის უკან,ცაცხვის ხე ქარმა მოგლიჯა რომლის ძირში ქვის აკლდამა გამოჩნდა,მასში დაახლოებით ოცდახუთი თავის ქალა და დიდი ძვლები აღმოჩნდა.თავის ქალა და ძვლები ადამიანისა იყო,ყურადღება გავამახვილე იმაზე,რომ არც ერთი პატარა ძვალი არ აღმოჩენილა არც რაიმე ნივთები ახლდა ძვლებს.მე თვითონ ძვლებს რაიმე დაზიანების კვალი ვერ შევამჩნიე ,კაცხის სვეტის ცხოვრება დუღდა,მტერმა ადამიანები დახოცა და მიატოვა,გვამები ნადირმა და სვავებმა გაანადგურეს.გაარკვეული პერიოდის შემდეგ მოსახლეობა დაბრუნდა ,გაფანტული ძვლები მოაგროვა და ერთად დაკრძალეს.

-სვეტზე ასვლის ჩემი სავარაუდო შეხედულება მაქვს.გააგრძელა გოდერძი სამხარაძემ-პირველი ის, რომ სვეტის ჩრდილოეთით დარჩენილია კლდეში ნაკვეთი სამი საფეხური.უნდა ვიფიქროთ,რომ აქ კლდეში ნაკვეთი კიბეები იყო,რომელმაც დროთა განმავლობაში ბუნებრივი ნგრევა განიცადა.მეორე ის,რომ მაშინდელ ადამიანს,ჩვენს წინაპრებს სხვა ფიზიკური მონაცემები ჰქონდათ,მესამე ის, რომ შეიძლება აქ იდგა დიდი ხეები,რომლის მეშვეობითაც ადიოდნენე სვეტზე.პირადად მე წლების გნმავლობაში ათჯერ ვარ ასული კაცხის სვეტზე და დაახლოებით ორასი კაცი მყავს აყვანილი.კაცხის სვეტი ისეთი საოცრებაა,რომ ბროლის ჩიხოლსი ჩასვამს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა,-დაასრულა თხრობა გოდერძი სამხარაძემ.

კაცხის სვეტის ძირში,კლდეზე ამოკვეთილია ბოლნისური ჯვარი ,რაც იმის დადასტურებაა,რომ წინაქრისტიანული ხანიდან აქ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ,მართალს ბრძანებს ბატონი გოდერძი სამხარაძე,კაცხის სვეტის ძირში სასულიერო ცხოვრება დუღდა.VI საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდაიოანე ზედაზნელი,დავით გარეჯელი,სტეფანე ხირსელი,იოსებ ალავერდელი,ზენონ იყალთოელი,ანტონ მარტყოფელი,ისე წილკნელი,თათე სტეფანწმინდელი,შიო მღვიმელი,ისიდორე სამთავნელი,აბიბოს ნეკრესელი,მიქელ ულუმბელი და პიროს ბრეთელი.

ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი სამართლიანად მიიჩნევს, რომ ისინი ქართველები იყვნენ:"ძველად ქართველების მორვაწეობა უცხო ქვეყნებში,კერძოდ ანტიოქიაში და მის მახლობლად ცვეულებრივი მოვლენა იყო,ხოლო,როცა საჭირო იყო,წამოვიდნენ ეს მოღვაწენი.ან იქნებ დაიბარესო.მარი ბროსე პირდაპირ მიუთითებს,-ფარსმან მეექვსემ ასურეთიდან დაიბარა ცამეტი ბერიო,ეს ვარაუდი ერთ საინტერესო ისტორიულ ცნობას ემყარება,როცა მაშინდელი კათალიკოსი ევლასიოსი მიეგება ასურელ მამებს ,"მოიკითხა ასურელთა ენითა,ხოლო მათ ქართულად პასუხ უგეს".

"ასურელი მამების" საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართველებს უფლება მიეცათ კათალიკოსად ქართველი კაცი შეერჩიათ"აქათგან არღარა მიოყვანდეს კათალიკოსსა საბერძნეთით,არამედ ქართველნი დასხდებოდეს წარჩინებულთა ნათესავნი"

ცამეტი ასურელი მამა მოწაფეები უნდა ყოფილიყვნენ სირიაში,შავი მთის სახელგანთქმული საეკლესიო მოღვაწის სვიმონ მესვეტისა.ცამეტი ასურელი მამის ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში დაიწყო და ასე ვთქვათ პოპულარული გახდა მონასტრებისა,მეუდაბნოებისა და მესვეტეობის დამკვიდრებაამის შესაფერისი პირობები კაცხშიც იყო ბუნებრივად გამოკვეტილი სვეტის სახით.ისტორიამ არ შემოგვინახა ,ვინ იყო პირველი მესვეტე ბერი კაცხში,რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა და ლოცულობდა კაცხის სვეტზე,ვინ იყო ის ბერი,რომლის ძვალთშესალაგი კაცხის სვეტის თხემზეა.

სტატიაში მოყვანილია ამონარიდი ვასილ და ქეთევან წერეთლების წიგნიდან "ქტიტორები"

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon