დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კაცხის ტაძარი

მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი სოფელ კაცხში

კაცხი -საქართველოს ძირძველი ფეოდის არგვეთის

შემადგენელი ნაწილი.აქ ჩამოყალიბდა ბაღუაშების ძლიერი შტო,ძლიერი გვარი,რატი,ლიპარიტი,ივანე ერისთავ-ბაღუაშების სახელი საუკუნის მანძილზე ქუხდა ქართველი ერის ცხოვრებაში.

ბაღუაშები იყვნენ ეკლესია-მონასტერთა მშენებლები,ქტიტორები,"კაცხი,რატი ლიპარიტ ერისთავების საგვარეულო სამარხი ანუ საძუალე რგვალი გეგმაზე აშენებული ტაძრით." -წერს ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი.

ბაგრატ მეფის ტიტული ამტკიცებს იმას,რომ ეს ბაგრატ მესამეა,რომელიც მეფობდა 978-1014 წლებში,ხოლო ეს ტიტული ბაგრატ მესამემ მიიღო დაახლოებით 1010 წელს,ამდენად ტაძრის აშენების თარიღად ეს წლები უნდა ჩაითვალოს.ხოლო მისი ამშენებელი ლიპარიტ რატის ძეა.

ტაძრის შენება,როგორც ჩანს,წლების განმავლობაში გრძელდებოდა,რადგან ერთ-ერთი წარწერა იუწყება:"წმიდაო სამებაო შეიწყალე დიდებული გიორგი მეფეი" დიდებული გიორგი მეფე უნდა იყოს,მეფე გიორგი I,რომელიც 1014-1027 წლებში მეფობდა.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერის კედელში ჩასმულ ფილაზე იკითხება:"უფალო, შეეწიე მონასა ღმრთისასა დრესა მას განკითხვისასა ივანე ერისთავთა-ერისთავისა ასულისა ცხორებას ამენ"

ბაღუაშების შემდეგ კაცხის მონასტრის ქტიტორად აბულახსარ ამირეჯიბი გვევლინება.აბულახსარ ამირეჯიბის შემდეგ კაცხის მფლობელები აბაშიძეები ხდებიან,1627 წლით დათარიღებული წყალობის სიგელითიმერეთის მეფე გიორგი მესამე კაცხს პაატა აბაშიძეს აძლევს.

კაცხის მონასტერი 1854 წელს კაპიტალურად შეაკეთეს ბერძენმა ოსტატებმა,რომლებმაც საგრძნობლად დაამახინჯეს ტაძრის გუმბათის ყელი.ამას ,ისიც დაერთო,რომ ეგზარხოც მიტროპოლ ისიდორე ნიოლსკის მითითებით კირით გადალესეს ფრესკები.


სტატიაში მოყვანილია ამონარიდი ვასილ და ქეთევან წერეთლების წიგნიდან "ქტიტორები"

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon