დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

მღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერი

საუკუნეები იმზირებიან მღვიმევის მონასტრის კედლებიდან,


დღენათელი და ავბედითი საუკუნეები.ისტორიის ამ მრავლის მომსწრე წლებში,მრავალ ჯვარშემართულ ბერ-ფიჩვოსანს აუვლია ეს ციცაბო ბილიკები,მრავალ მეფეს,ბატონიშვილს,ერისმთავარს,დიდაზნაურსა ტუ უაზნოს,დიდსა და მცირეს,კეთილსა თუ ბოროტს მოუყრია მუხლი მისი სიწმინდეების წინაშე.აქ დადიოდა და დადის ქართული სინდის-ნამუსის,კაცურ-კაცობის მატარებელი,ქართველი გუთნისის დედა,რომელიც უბადლო ოსტატობით ფლობდა დაფლობს კალამს,საჭრეთელს,სანამყენე დანას,უქარქაშო ხმალსა და ოსანის შეძახილით ადიდებდა და ადიდებს ჯვარს-ქრისტიანობის სიმბოლოს.......

მღვიმევის მონასტერი შემთხვევით არ არის ბუნებრივ მღვიმეში აგებული,ბუნებრივი პირობების გამო თავდაცვითი ფუნქციაც ექნებოდა დაკისრებული.ამავე მიზეზის გამო სეუძლებელი იქნებოდა მისი კედლების დანახვა მომხდური მტრისათვის.მონასტრის გვირაბიდან სესასვლელი კარები მიუვალი იყო მტრისათვის,იგი მუხის გულისაგან იქნებოდა ნაკეთები რკინით შეჭედილი,სათადარიგო შესასვლელი კი კლდოვან ბილიკზე გადის,რომელიც საშიშროების შემთხვევაში ჩახერგილი იქნებოდა,წყლის სადინარის მოწყვეტა შეუძლებელია ბუნებრივი პირობების გამო,ამდენად მონასტერი ხანგრძლივი ალყისათვის მზად იყო.ერთი რაც უნდა გაეკეთებინა მტერს,რომლებიც ცეცხლწაკიდებულ ისრებს დაუშენდნენ შეხიზნულებს,რომლებიც ცეცხლწაკიდებულ ისრებს დაუშენდნენ შეხიზნულებს,მაგრამ მონასტრის დამცველებისათვის ადვილი მოსაგერიებელი უნდა ყოფილიყო.ამიტომ წერს ვახუშტი ბატონიშვილი:"ამ ყვირილის იქით და აქით კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მის შინა ქუაბნი მრავალი,გამოკვეთილი სახიზნედ და შეუვალი მტრისაგან და საკვირველი,ვითარ უქმნიათ დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსა".

ცნობილი იისტორიული ფაქტია,რომ მურმან ყრუსა და თემურ-ლენგის მებრძოლები ასეთ მიუვალ სახაზრებში მოწნული კალათებით ცდილობდნენ შეღწევას,რომელთა მოგერიებას ახერხებდნენ შეხიზნულები.ჭიათურის კლდოვან ქვაბულებში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია როგორც ისრის ბუნიკები,ასევე ცეცხლის კვალიც.რაც ბრძოლის ამ მეთოდებზე მიუთითებს,დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს და დარწმუნდება ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებში,თუ ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე მიმავალი კლდეებს დააკვირდება,სადაც მრავლად არის გამოქვაბულები,რომელტა უმეტესობას ხელით ნაშენის კვალი ეტყობა,განსაკუთრებით კი მღვიმევის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოვუსმინოთ ვახუშტი ბატონიშვილს:"ბჟინევის ხევს ზეით,ყვირილას ჩრდილოეთ კერძ კიდეზე არს მღვიმე,კლდე დიდი გამოკვეთილი და მას შინა მონასტერი უგუმბათო,წითელის ბრწყინვალე ქვით ნაშენი კახაბერ ერისთავისაგან აშენებული ქუაბსა შინა დის წყარო დიდი კეთილი უზის არქიმანდრიტი"1

მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს კახაბერ რაჭის ერისთავის მიერ არის აშენებული.მაგრამ სხვას იუწყება ტაძრის კედლის ფრესკული წარწერა:"ჩრდილოეთის კედელზე საკურთხეველთან ახლოს არის რაჭის ერისთავი,ასომთავრული და მხედრული წარწერა:ასომთავრულად რატი კახაბერის ძე,მხედრულად რატი კახაბირის ძე ,მხედრულად ამა ეკლესიისა აღმშენებელი რაჭის ერისთავი კახაბერის ძე რატი.რატის დასავლეთით(მარჯვნივ) დიდებული წარწერით: მხედრ,"კახაბერის ძე ნიანია",იგივე ასომთავრულად"2

არ გვინდა შევედაოთ ვახუშტი ბატონიშვილს,რომელმაც დიდი ამაგი დასდო ქართველ ერს,მარგამ მატიანეში სხვანაირად არის ასახული,მღვიმევის სამონასტრო კომპლექსი XIII საუკუნით თარიღდება და ძმების რატი და ნიანია კახაბერიძეების მიერ არის აშენებული,ესენი არიან ქტიტორები ამ უნიკალური ტაძრისა,მათ გამოაკვეთინეს და გამოაქანდაკებინეს მონასტრის კედლები.

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მღვიმევის მონასტრის განმაახლებელი ქტიტორები არიან გიორგი ბატონიშვილი,მისი მეუღლე მზეხათუნ დადიანი და გიორგი ბატონიშვილის მიერ წინამძღვრად დაყენებული პიროვნება,რომლის ვინაობასაც წარწერა არ ასახელებს.

1ქართლის ცხოვრება,ტ IV gv 759

2 გ ბოჭორიძე,"იმერეთი" გვ 208

სტატიაში მოყვანილია ამონარიდი ვასილ და ქეთევან წერეთლების წიგნიდან "ქტიტორები"

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon