დაგვიმეგობრდით

შემოგვიერთდით

ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41

www.ostati.ge

ჩვენი ენა ქართული

ვინ არიან ესენი – ჟურნალისტები, თუ უწიგნური მეზღაპრეები?

ჯერ კიდევ 1980 წელს გამოშვებულ ბროშურაში ბატონი გიორგი შალამბერიძე განიხილავდა სწორმეტყველების სწავლების მნიშვნელოვან საკითხებს. შესავალში ავტორი წერს: "მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონე ჯერ კიდევ დაბალია. ამის მიზეზია ნაკლოვანებები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კადრების მომზადება-გადამზადებაში, ზოგიერთი პედაგოგის დაბალი კვალიფიკაცია".

როდესაც ადამიანთან საუბრობ, იქნებ, მოსათმენიც იყოს მისი ქართული, მაგრამ გაზეთიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან უხვად გადმოფრქვეული "მარგალიტები" მეტისმეტია.

დღევანდელ ჟურნალისტთა უმრავლესობა აშკარად ტოვებს გაუნათლებლის შთაბეჭდილებას, არამარტო ქართული ენის ცოდნის, არამედ თემების გაშუქების მხრივაც.

თურმე, ძმამ სასიკვდილოდ დაჭრა ძმა. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი აღწერს რა მოხდა. შემდეგ ამ დაჭრის "მომკვლევი" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან გაიმეორებს იგივეს. ამასთან, დაჰკითხავს მოქალაქეებს, რომლებიც ყვებიან ვიღაცისგან გაგონილ ამბავს:

- ძმას ძმა დაუჭრია, ჩვენ არ დაგვინახავს, რომ მოვედით, მაშინ გვითხრეს.

ამ ფაქტს ბეჭედს უსვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი, რომელიც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტელემაყურებლისათვის უკვე ცნობილ ვერსიას. და, ბოლოს, ყოველივე ამას საბოლოოდ შეგვახსენებენ გადაცემის წამყვანები.

მითხარით, რა საჭიროა ერთიდაიგივე საკითხზე ოთხი ერთნაირი კომენტარი? თუ რეპორტაჟი პირდაპირ ეთერშია, შეიძლება მართლაც გაესაუბრო პიროვნებას და ასატანია იმის მოსმენა, რომ თვით არ შესწრებია და არაფერი იცის, მაგრამ ჩანაწერის გაშვებისას, რას გვაძლევს არაფრისმთქმელი გამოკითხვის და პასუხის მსმენელისათვის მიწოდება?

თითქმის ყველა სატელევიზიო არხის საინფორმაციო გადაცემები გადატვირთულია ერთი ფაქტის ოთხჯერ გადამღერებით. ამიტომაცაა, ეს გადაცემები თითო საათი გრძელდება, როდესაც ათჯერ მეტი ზომისა და მოსახლეობის მქონე ქვეყნების ტელევიზიების ამგვარი გადაცემები 20 წუთში "ჯდება". აქ დროის ყადრი საერთოდ არ იციან, გარდა...

ტელევიზიაში სასაუბროდ (უფრო "დასაკით-ხად") ჰყავთ მოყვანილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. წამყვანები ("დამკით-ხავები") დასმულ შეკითხვებზე არ აცლიან ბოლომდე პასუხს – აქაოდა, დროში ვიწვით, ცაიტნოტში ვართო. წამდაუწუმ აწყვეტინებენ საუბარს და... სულ მალე ეთერი ეთმობა უაზრო სერიალებს. თურმე, ქართველი მაყურებლისათვის ქვეყნის სვე-ბედზე საუბარი უფრო ნაკლებ საინტერესო და საჭირ-ბოროტოა, ვიდრე ეს, ერთმანეთის მსგავსი გონების დამმჩლუნგებელი სერიალები.

საერთოდ, გრჩება შთაბეჭდილება და ეს ასეცაა, ჟურნალისტი უფრო თავის გამოჩენას ცდილობს, ვიდრე რესპონდენტს აცალოს ლაპარაკი და მართლა წაადგეს საქვეყნო საქმეს.

ერთ-ერთ რადიოარხზე ჟურნალისტ ქალბატონს მიწვეული ჰყავდა `მზის სახლის~ დირექტორი, ბატონი კოტე კობახიძე. ქალბატონი თითქმის 10 წუთი უხსნიდა სტუმარს და მსმენელს მზის ენერგიის სიკეთეზე, ასევე მზის ბატარეის გამოყენების აქტუალობაზე, ტექნოლოგიაზე. უთხრა, რომ თქვენ კარგა ხანია ემსახურებით ამ საქმესო. ამდენად, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დასმული კითხვა: - მითხარით, რაში მდგომარეობს ამის მთავარი მიზეზი? ამ კაცსაც, რაღა დარჩენოდა, ხელმეორედ გაიმეორა წამყვანის ნათქვამი, შემდეგი კითხვები იყო ასეთი: რამდენად ამართლებს მეცხვარეებისათვის გადასატანი ბატარეები? იყენებენ ამ სიკეთეს ადამიანები?

"დამაგვირგვინებელი" იყო ბოლო გენიალური კითხვა: თავად თუ გიყვართ მზე? (???).

ახლა მიპასუხოს ვინმემ, ეს არის ჟურნალისტიკა? ამასწინათ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის მეუღლეს და ორ მცირეწლოვან ბავშვს ოროთახიანი ბინა აჩუქეს. გამოდის ჟურნალისტი და ჰყვება, რომ ამ გმირმა საკუთარი სიცოცხლე შეწირა ერს, სამშობლოს. აბა, სხვის სიცოცხლეს ხომ არ შეწირავდა? ამბობს: - ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი შესრულდა (?).

ასეთი უაზრო წინადადებები იფრქვევა დღედაღამ ტელე და რადიოეთერიდან. ენა ებმით, სიტყვებს ვერ პოულობენ, ხვნეშიან, ოხრავენ. პირდაპირ საცოდავები არიან, როცა გასაშუქებელ მოვლენამდე საკმაო ხნით ადრე ერთვებიან ეთერში და, ლამის, ასჯერ იმეორებენ თუთიყუშივით ერთიდაიგივეს, რათა სტატისტებად არ დარჩნენ.

კარგით, რა, თქვე ოჯახაშენებულებო, რას ცოდვილობთ, ან თქვენ რას იტანჯებით, ან მსმენელს რად ტანჯავთ. ქართულისთვის, რუსულისა და ზოგიერთი ენისგან განსხვავებით, არ არის დამახასიათებელი სიტყვების ინტონაციებით წარმოთქმა და ბოლო მარცვლებზე ხმის ამაღლება. აბა, მოუსმინეთ ჩვენს დიქტორებს, ხანდახან წინადადების დაბოლოებისას კინაღამ რომ იხრჩობიან, სიტყვის ბოლოს მახვილის დასმით!

ამასწინათ ერთმა დიდად პატივსაცემმა პიროვნებამ, ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში დაწერა, რომ ევროლიგის მატჩებს, ქართულის ნაცვლად, უცხოურ არხებზე უყურებს, რადგან ჩვენი ტელეკომენტატორების უაზრო ლაპარაკი თავს ტკენს.

თითქმის ყოველდღე ვაგროვებ ამ "მარგალიტებს". უზღვავიდან შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

- მეტოქე, როდესაც სუსტია და უსუსური, ძნელია მაშინ მთელი პოტენციალის გამოვლენა (საფრანგეთი-ფარერები).

- კამორანეზი განლაგებულია მარცხენა ფლანგზე ("ლეჩე"-"იუვენტუსი").

- იმ გუნდს, რომელსაც კაპელო პროპაგანდირებს ("იუვენტუსი"-"რომა").

- გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ `მილანს~ აქვს მოგების შანსი ("ატალანტა"-"მილანი").

- ოდნავ უკეთესად რომ ეთამაშნა ბურთთან ურთიერთობაში ("თურქეთი"-"კოსტარიკა").

- ის ფეხბურთელები კი ასე გამოიყურებიან, რომლებიც არიან მოედანზე. მეკარე... ("მილანი"- "კიევო").

- გალიანის ტრადიციულად დაჰყავს თავისი ვაჟი ყველა მატჩებზე.

- კამორანეზი თქვენს ეკრანზე. მას ფსხვილი პლანით გვიჩვენებენ ("პარმა"-"იუვენტუსი").

- ზლატანის გოლი საუკეთესოდ ჩათვალეს ევროპაში. ზლატანმა 2 მეტრზე მოატყუა ნახევარი გუნდი.

- მოშლილია ურთიერთობა სათამაშო რგოლებს შორის ("პარმა"-"ინტერი").

- ვერ მოახერხა მან ზუსტი დარტყმის განხორციელება.

- ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა მის მიერ განხორციელებული დარტყმა.

- სვენსონი გასწორდა, ვერტიკალურ მდგომარეობაში გაფრინდა და თავით გაიტანა ბურთი (შვედეთი-ბულგარეთი).

- არც ინგლისელები და არც ფრანგები არ უთმობენ ერთმანეთს არაფერს და ეს გასაგებიცაა (ინგლისი-საფრანგეთი).

- ერთმანეთს შეუშალეს ახლა ხელი ორმა გერმანელმა ფეხბურთელმა (ლიტვა-გერმანია)

- არ აძლევენ დარტყმის განხორციელების საშუალებას (დანია-შვეცია).

- მეკარის შეცვლა ყოველთვის როდი ახდენს კარგ გავლენას თამაშზე.

- მწვრთნელებს ბევრი რამ ექნებათ სათქმელი ფეხბურთელთა მისამართით (ხორვატია-შვეიცარია).

- ძალიან რთულ სიტუაციაში განმუხტა სიტუაცია.

- მეკარე თავისი მაღალი ტანიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეს ამ ბურთზე (იტალია-უკრაინა).

- ხედავთ ახლა შრამებს მის ფეხზე.

- მიაღწიონ რეზულტატს (ურუგვაი-დანია).

- ინგლისელები გამოირჩევიან იმით, რომ ვარჯიშობენ, გულმოდგინედ ვარჯიშობენ ("არსენალი"-"ვალენსია").

- ბევრი თამაშები გამართეს.

- ნიუ-კამპზე ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. დღეს ეს მატჩი არცერთ შემთხვევაში არ გაიმართება.

- კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო ტრავმა და იგი შეცვალეს. ტირის სათადარიგოთა სკამზე, რამდენად მძიმეა ტრავმა არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რონალდუ დღეს ნამდვილად ვეღარ ითამაშებს ამ მატჩში (პორტუგალია-ჰოლანდია).

- არ ხერხდება დარტყმის სიზუსტის დაცვა.

- ასწია დაბალი ბურთი.

- მაშ ასე 0:0 – გუნდებმა ბურთის გატანა ვერ მოახერხეს.

- 0:2 ნიშნავს, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

- ბოლოსდაბოლოს აისრულოს თავის ამბიცია და მოექცეს სატურნირო ცხრილში.

- რიკოშეტით.

- ჯარიმიდან ჩააწოდებენ.

- დღევანდელი გუნდის მონაწილენი მაღალი კლასის ფეხბურთელებით თამაშობენ.

- როცა ბოსნიელი ფეხბურთელები დარჩნენ ათი ფეხბურთელის მეშვეობით.

- და, აი, ყველაფერი რიგზეა, გაიყვანეს დაშავებული ფეხბურთელი მოედნიდან.

- ყველაფერი მათ შესახებ, ვინც ამ მატჩში მონაწილეობენ.

- დიდა ძლიერი დარტყმით ურტყამს ბურთს მოწინააღმდეგის მოედნისაკენ.

- ესაჭიროებოდათ ოდნავ წარმატებაზე ფიქრი.

- ბატონო სოსო, რომელმა მატჩმა დაგამახსოვრათ ყველაზე მეტად თავი?

- ამის თაობაზე გესაუბრათ ბატონმა ჯამლეტმა?

- ყველა სხვა თამაშებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა პრაქტიკული.

- არცერთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელი არ იმყოფება...

- დღევანდელ შეხვედრას, როგორც ყველა წინა მატჩებს, წარვუძღვებით ჩვენ, მე და სანდრო ცნობილაძე.

- ცარიელი კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი.

- მასკერანომ თქვა, რომ ფეხბურთი ფიქრის გარეშე არ არსებობს.

- უსაფრთხო დისტანციიდან აწვდის.

ახლა არასაფეხბურთო თემებზე:

- მოედანზე შეკრებილია ბევრი სხვადასხვა ადამიანები.

- პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა.

- კომპანიის მსვლელობისას დისლოკაციის ადგილზე მარშირებით და სკანდირებით გაგვეკეთებია ერთგვარი კორიდორი.

- რამდენად აკმაყოფილებს პარამეტრები სტანდარტებს რეზულტატის მისაღწევად (გოგონათა სილამაზის კონკურსიდან).

- ექსპონატები, რომელიც რამდენიმე თვეა გაგრძელდა.

- მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პოლიციის თანამშრომელს.

- ავჩინიკოვი (ოვჩინნიკოვის ნაცვლად).

- გალუბკინა (გოლუბკანის ნაცვლად).

- ბარავოი (ბოროვოის ნაცვლად).

- კალესნიკოვა (კოლესნიკოვას ნაცვლად).

- აგარიოვო (ოგარიოვის ნაცვლად).

რაღა გასაკვირია, რომ ამათ შემხედვარემ, არც მომავალმა თაობამ იცოდეს ნორმალური ქართული. აი, ერთი მაგალითი:

- ჩვენი ბიჭები თამაშობდნენ ფეხბურთს. ჩვენი გოგოები ვბალიშიკობდით ჩვენ ბიჭებს და რო ვბალიშიკობდით, დავინახე ჩემი იდენტური ნომერი.

ხშირად რეალობის გრძნობაც გვღალატობს და, უცოდინარობით, სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით.

ერთმა ქართულმა საკალათბურთო კლუბმა ევროშესარჩევი მატჩი წააგო შინ სარატოვის "ავტოდორთან" თითქმის ოთხი ათეული ქულით. გამოდის ქალბატონი სპორტული კომენტატორი და ამბობს:

- განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში შედგება სტუმრად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები წარმატების მიაღწევენ და გავლენ შემდეგ ეტაპზე.

მითხარით, გაეგება რამე მას სპორტში?

ანალოგიური ტრაბახი მოგვისმენია ხოლმე საფეხბურთო ნაკრების თამაშების წინაც და კარგად იცით, თუ როგორ სამარცხვინოდ წაგვიგია ისინი. ამათ ავიწყდებათ ერთი კარგი ქართული ანდაზა: რომ გადახტები, ჰოპლა მერე დაიძახე!

ახლა მინდა დავუბრუნდე ერთ კონკრეტულ შემთხვევას. 15 აპრილს `იმედის~ ტელეჟურნა-ლისტებს წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატით მიწვეული ჰყავდათ თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი გოგი თოფაძე. შოუს წამყვანი და იქ დამსწრე ჟურნალისტები პირდაპირი და ჯვარედინი და-კითხვებით ცდილობდნენ კუთხეში მიემწყვდიათ ბატონი გოგი, არ აცლიდნენ დასმულ კითხვებზე პასუხს, ცდილობდნენ საუბარი წაეყვანათ მისთვის წამგებიანი მიმართულებით.

- თქვენ ინვესტიციებს დებთ ყაზახეთში, იქ ხარჯავთ ფულს, აქ კი იძახით სამუშაო ადგილებს შევქმნიო. ეს როგორ?

- არც ყაზახეთში, არც უკრაინაში ფიზიკურად ფულს არ ვდებ. მათზე ვყიდი მხოლოდ ინტელექტუალურ, ტექნოლოგიურ აზრს, ვხდები მათი მეწილე და ისინი, პირიქით, მე მიხდიან თანხას, რასაც ვახმარ საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას.

ეს დაკითხვა-წამება გრძელდება გესტაპოსა და შინსაქკომის სტილში. ორჯერ-სამჯერ ისევ უყენებენ ბატონ გოგის ყაზახეთსა და უკრაინაში ინვესტი-ციების სახით ფულის ჩადების ბრალდებას, ისე ფუთავენ ამას, რომ მაყურებელს მაინცდამაინც ეს აზრი განუმტკიცონ. - ამაზე უკვე გიპასუხეთ სამჯერ, ოთხჯერ - იმეორებს რესპონდენტი. ის ითხოვს საშუალება მისცენ საქმეზე ილაპარაკოს, მაგრამ ვის სჭირდება ეს. მთავარია მას უკბინო, რაღაცეები "ამოუწიო" წარსულიდან, იმიჯი შეულახო. თანაც ამას აკეთებენ უზრდელად და, რაც მთავარია, დილეტანტიზმით. - დრო ამოიწურა, კარგად ბრძანდებოდეთ!

თითქმის ერთგვაროვანია ყველა სატელევიზიო და რადიოეთერი.

სწორედ ამიტომ ვსვამ კითხვას:

ვინ არინ ესენი, ჟურნალისტები თუ უწიგნური მეზღაპრეები?

თემურ შეყრილაძე

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ჭიათურა" 17 მაისი 2010 წ

P.S. სიძულვილი ქვეყნის საზიანოდ აბრმავებთ!

ახლახანს რუსეთ-უკრაინის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთის საზღვაო ფლოტის სევასტოპოლში 2035 წლამდე დარჩენის შესახებ. ამას ჩვენი სამთავრობო გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან და რადიო-ტელევიზიებში მოჰყვა ისტერიული წივილ-კივილი. უკრაინა თავის თავს მიხედავს, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. თუ ვინმეს აწყობდა ასეთი შეთანხმება პირველ რიგში საქართველოს. ხომ არ ჰგონიათ ჩვენს ვაი პოლიტიკოსებს და ვაი ჟურნალისტებს, რომ, თუ სევასტოპოლიდან ფლოტს გაიყვანს რუსეთი, მაინცდამაინც მურმანსკში ან ვლადივოსტოკში. აგერ ჩამოაყენებს აფხაზეთში და მეყოლეთ მერე ვარდივით. იქიდან ძვრას ვეღარავინ და ვერასოდეს უზამენ.

ვინ არიან ესენი – ჟურნალისტები, თუ უწიგნური მეზღაპრეები?

ჯერ კიდევ 1980 წელს გამოშვებულ ბროშურაში ბატონი გიორგი შალამბერიძე განიხილავდა სწორმეტყველების სწავლების მნიშვნელოვან საკითხებს. შესავალში ავტორი წერს: "მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონე ჯერ კიდევ დაბალია. ამის მიზეზია ნაკლოვანებები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კადრების მომზადება-გადამზადებაში, ზოგიერთი პედაგოგის დაბალი კვალიფიკაცია".

როდესაც ადამიანთან საუბრობ, იქნებ, მოსათმენიც იყოს მისი ქართული, მაგრამ გაზეთიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან უხვად გადმოფრქვეული "მარგალიტები" მეტისმეტია.

დღევანდელ ჟურნალისტთა უმრავლესობა აშკარად ტოვებს გაუნათლებლის შთაბეჭდილებას, არამარტო ქართული ენის ცოდნის, არამედ თემების გაშუქების მხრივაც.

თურმე, ძმამ სასიკვდილოდ დაჭრა ძმა. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი აღწერს რა მოხდა. შემდეგ ამ დაჭრის "მომკვლევი" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან გაიმეორებს იგივეს. ამასთან, დაჰკითხავს მოქალაქეებს, რომლებიც ყვებიან ვიღაცისგან გაგონილ ამბავს:

- ძმას ძმა დაუჭრია, ჩვენ არ დაგვინახავს, რომ მოვედით, მაშინ გვითხრეს.

ამ ფაქტს ბეჭედს უსვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი, რომელიც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტელემაყურებლისათვის უკვე ცნობილ ვერსიას. და, ბოლოს, ყოველივე ამას საბოლოოდ შეგვახსენებენ გადაცემის წამყვანები.

მითხარით, რა საჭიროა ერთიდაიგივე საკითხზე ოთხი ერთნაირი კომენტარი? თუ რეპორტაჟი პირდაპირ ეთერშია, შეიძლება მართლაც გაესაუბრო პიროვნებას და ასატანია იმის მოსმენა, რომ თვით არ შესწრებია და არაფერი იცის, მაგრამ ჩანაწერის გაშვებისას, რას გვაძლევს არაფრისმთქმელი გამოკითხვის და პასუხის მსმენელისათვის მიწოდება?

თითქმის ყველა სატელევიზიო არხის საინფორმაციო გადაცემები გადატვირთულია ერთი ფაქტის ოთხჯერ გადამღერებით. ამიტომაცაა, ეს გადაცემები თითო საათი გრძელდება, როდესაც ათჯერ მეტი ზომისა და მოსახლეობის მქონე ქვეყნების ტელევიზიების ამგვარი გადაცემები 20 წუთში "ჯდება". აქ დროის ყადრი საერთოდ არ იციან, გარდა...

ტელევიზიაში სასაუბროდ (უფრო "დასაკით-ხად") ჰყავთ მოყვანილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. წამყვანები ("დამკით-ხავები") დასმულ შეკითხვებზე არ აცლიან ბოლომდე პასუხს – აქაოდა, დროში ვიწვით, ცაიტნოტში ვართო. წამდაუწუმ აწყვეტინებენ საუბარს და... სულ მალე ეთერი ეთმობა უაზრო სერიალებს. თურმე, ქართველი მაყურებლისათვის ქვეყნის სვე-ბედზე საუბარი უფრო ნაკლებ საინტერესო და საჭირ-ბოროტოა, ვიდრე ეს, ერთმანეთის მსგავსი გონების დამმჩლუნგებელი სერიალები.

საერთოდ, გრჩება შთაბეჭდილება და ეს ასეცაა, ჟურნალისტი უფრო თავის გამოჩენას ცდილობს, ვიდრე რესპონდენტს აცალოს ლაპარაკი და მართლა წაადგეს საქვეყნო საქმეს.

ერთ-ერთ რადიოარხზე ჟურნალისტ ქალბატონს მიწვეული ჰყავდა `მზის სახლის~ დირექტორი, ბატონი კოტე კობახიძე. ქალბატონი თითქმის 10 წუთი უხსნიდა სტუმარს და მსმენელს მზის ენერგიის სიკეთეზე, ასევე მზის ბატარეის გამოყენების აქტუალობაზე, ტექნოლოგიაზე. უთხრა, რომ თქვენ კარგა ხანია ემსახურებით ამ საქმესო. ამდენად, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დასმული კითხვა: - მითხარით, რაში მდგომარეობს ამის მთავარი მიზეზი? ამ კაცსაც, რაღა დარჩენოდა, ხელმეორედ გაიმეორა წამყვანის ნათქვამი, შემდეგი კითხვები იყო ასეთი: რამდენად ამართლებს მეცხვარეებისათვის გადასატანი ბატარეები? იყენებენ ამ სიკეთეს ადამიანები?

"დამაგვირგვინებელი" იყო ბოლო გენიალური კითხვა: თავად თუ გიყვართ მზე? (???).
ახლა მიპასუხოს ვინმემ,  ეს არის ჟურნალისტიკა?
ამასწინათ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის მეუღლეს და ორ მცირეწლოვან ბავშვს ოროთახიანი ბინა აჩუქეს. გამოდის ჟურნალისტი და ჰყვება, რომ ამ გმირმა საკუთარი სიცოცხლე შეწირა ერს, სამშობლოს. აბა, სხვის სიცოცხლეს ხომ არ შეწირავდა? ამბობს: - ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი შესრულდა (?).

ასეთი უაზრო წინადადებები იფრქვევა დღედაღამ ტელე და რადიოეთერიდან. ენა ებმით, სიტყვებს ვერ პოულობენ, ხვნეშიან, ოხრავენ. პირდაპირ საცოდავები არიან, როცა გასაშუქებელ მოვლენამდე საკმაო ხნით ადრე ერთვებიან ეთერში და, ლამის, ასჯერ იმეორებენ თუთიყუშივით ერთიდაიგივეს, რათა სტატისტებად არ დარჩნენ.

კარგით, რა, თქვე ოჯახაშენებულებო, რას ცოდვილობთ, ან თქვენ რას იტანჯებით, ან მსმენელს რად ტანჯავთ. ქართულისთვის, რუსულისა და ზოგიერთი ენისგან განსხვავებით, არ არის დამახასიათებელი სიტყვების ინტონაციებით წარმოთქმა და ბოლო მარცვლებზე ხმის ამაღლება. აბა, მოუსმინეთ ჩვენს დიქტორებს, ხანდახან წინადადების დაბოლოებისას კინაღამ რომ იხრჩობიან, სიტყვის ბოლოს მახვილის დასმით!

ამასწინათ ერთმა დიდად პატივსაცემმა პიროვნებამ, ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში დაწერა, რომ ევროლიგის მატჩებს, ქართულის ნაცვლად, უცხოურ არხებზე უყურებს, რადგან ჩვენი ტელეკომენტატორების უაზრო ლაპარაკი თავს ტკენს.

თითქმის ყოველდღე ვაგროვებ ამ "მარგალიტებს". უზღვავიდან შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

- მეტოქე, როდესაც სუსტია და უსუსური, ძნელია მაშინ მთელი პოტენციალის გამოვლენა (საფრანგეთი-ფარერები).

- კამორანეზი განლაგებულია მარცხენა ფლანგზე ("ლეჩე"-"იუვენტუსი").

- იმ გუნდს, რომელსაც კაპელო პროპაგანდირებს ("იუვენტუსი"-"რომა").

- გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ `მილანს~ აქვს მოგების შანსი ("ატალანტა"-"მილანი").

- ოდნავ უკეთესად რომ ეთამაშნა ბურთთან ურთიერთობაში ("თურქეთი"-"კოსტარიკა").

- ის ფეხბურთელები კი ასე გამოიყურებიან, რომლებიც არიან მოედანზე. მეკარე... ("მილანი"- "კიევო").

- გალიანის ტრადიციულად დაჰყავს თავისი ვაჟი ყველა მატჩებზე.

- კამორანეზი თქვენს ეკრანზე. მას ფსხვილი პლანით გვიჩვენებენ ("პარმა"-"იუვენტუსი").

- ზლატანის გოლი საუკეთესოდ ჩათვალეს ევროპაში. ზლატანმა 2 მეტრზე მოატყუა ნახევარი გუნდი.

- მოშლილია ურთიერთობა სათამაშო რგოლებს შორის ("პარმა"-"ინტერი").

- ვერ მოახერხა მან ზუსტი დარტყმის განხორციელება.

- ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა მის მიერ განხორციელებული დარტყმა.

- სვენსონი გასწორდა, ვერტიკალურ მდგომარეობაში გაფრინდა და თავით გაიტანა ბურთი (შვედეთი-ბულგარეთი).

- არც ინგლისელები და არც ფრანგები არ უთმობენ ერთმანეთს არაფერს და ეს გასაგებიცაა (ინგლისი-საფრანგეთი).

- ერთმანეთს შეუშალეს ახლა ხელი ორმა გერმანელმა ფეხბურთელმა (ლიტვა-გერმანია)

- არ აძლევენ დარტყმის განხორციელების საშუალებას (დანია-შვეცია).

- მეკარის შეცვლა ყოველთვის როდი ახდენს კარგ გავლენას თამაშზე.

- მწვრთნელებს ბევრი რამ ექნებათ სათქმელი ფეხბურთელთა მისამართით (ხორვატია-შვეიცარია).

- ძალიან რთულ სიტუაციაში განმუხტა სიტუაცია.

- მეკარე თავისი მაღალი ტანიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეს ამ ბურთზე (იტალია-უკრაინა).

-  ხედავთ ახლა შრამებს მის ფეხზე.

- მიაღწიონ რეზულტატს (ურუგვაი-დანია).

- ინგლისელები გამოირჩევიან იმით, რომ ვარჯიშობენ, გულმოდგინედ ვარჯიშობენ ("არსენალი"-"ვალენსია").

- ბევრი თამაშები გამართეს.

- ნიუ-კამპზე ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. დღეს ეს მატჩი არცერთ შემთხვევაში არ გაიმართება.

- კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო ტრავმა და იგი შეცვალეს. ტირის სათადარიგოთა სკამზე, რამდენად მძიმეა ტრავმა არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რონალდუ დღეს ნამდვილად ვეღარ ითამაშებს ამ მატჩში (პორტუგალია-ჰოლანდია).

- არ ხერხდება დარტყმის სიზუსტის დაცვა.

- ასწია დაბალი ბურთი.

- მაშ ასე 0:0 – გუნდებმა ბურთის გატანა ვერ მოახერხეს.

- 0:2 ნიშნავს, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

- ბოლოსდაბოლოს აისრულოს თავის ამბიცია და მოექცეს სატურნირო ცხრილში.

- რიკოშეტით.

- ჯარიმიდან ჩააწოდებენ.

- დღევანდელი გუნდის მონაწილენი მაღალი კლასის ფეხბურთელებით თამაშობენ.

- როცა ბოსნიელი ფეხბურთელები დარჩნენ ათი ფეხბურთელის მეშვეობით.

- და, აი, ყველაფერი რიგზეა, გაიყვანეს დაშავებული  ფეხბურთელი მოედნიდან.

- ყველაფერი მათ შესახებ, ვინც ამ მატჩში მონაწილეობენ.

- დიდა ძლიერი დარტყმით ურტყამს ბურთს მოწინააღმდეგის მოედნისაკენ.

- ესაჭიროებოდათ ოდნავ წარმატებაზე ფიქრი.

- ბატონო სოსო, რომელმა მატჩმა დაგამახსოვრათ ყველაზე მეტად თავი?

- ამის თაობაზე გესაუბრათ ბატონმა ჯამლეტმა?

- ყველა სხვა თამაშებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა პრაქტიკული.

- არცერთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელი არ იმყოფება...

- დღევანდელ შეხვედრას, როგორც ყველა წინა მატჩებს, წარვუძღვებით ჩვენ, მე და სანდრო ცნობილაძე.

- ცარიელი კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი.

- მასკერანომ თქვა, რომ ფეხბურთი ფიქრის გარეშე არ არსებობს.

- უსაფრთხო დისტანციიდან აწვდის.

ახლა არასაფეხბურთო თემებზე:

- მოედანზე შეკრებილია ბევრი სხვადასხვა ადამიანები.

- პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა.

- კომპანიის მსვლელობისას დისლოკაციის ადგილზე მარშირებით და სკანდირებით გაგვეკეთებია ერთგვარი კორიდორი.

- რამდენად აკმაყოფილებს პარამეტრები სტანდარტებს რეზულტატის მისაღწევად (გოგონათა სილამაზის კონკურსიდან).

- ექსპონატები, რომელიც რამდენიმე თვეა გაგრძელდა.

- მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პოლიციის თანამშრომელს.

- ავჩინიკოვი (ოვჩინნიკოვის ნაცვლად).

- გალუბკინა (გოლუბკანის ნაცვლად).

- ბარავოი (ბოროვოის ნაცვლად).

- კალესნიკოვა (კოლესნიკოვას ნაცვლად).

- აგარიოვო (ოგარიოვის ნაცვლად).

რაღა გასაკვირია, რომ ამათ შემხედვარემ, არც მომავალმა თაობამ იცოდეს ნორმალური ქართული. აი, ერთი მაგალითი:

- ჩვენი ბიჭები თამაშობდნენ ფეხბურთს. ჩვენი გოგოები ვბალიშიკობდით ჩვენ ბიჭებს და რო ვბალიშიკობდით, დავინახე ჩემი იდენტური ნომერი.

ხშირად რეალობის გრძნობაც გვღალატობს და, უცოდინარობით, სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით.

ერთმა ქართულმა საკალათბურთო კლუბმა ევროშესარჩევი მატჩი წააგო შინ სარატოვის "ავტოდორთან" თითქმის ოთხი ათეული ქულით.
გამოდის ქალბატონი სპორტული კომენტატორი და ამბობს:

- განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში შედგება სტუმრად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები წარმატების მიაღწევენ და გავლენ შემდეგ ეტაპზე.

მითხარით, გაეგება რამე მას სპორტში?

ანალოგიური ტრაბახი მოგვისმენია ხოლმე საფეხბურთო ნაკრების თამაშების წინაც და კარგად იცით, თუ როგორ სამარცხვინოდ წაგვიგია ისინი. ამათ ავიწყდებათ ერთი კარგი ქართული ანდაზა: რომ გადახტები, ჰოპლა მერე დაიძახე!

ახლა მინდა დავუბრუნდე ერთ კონკრეტულ შემთხვევას. 15 აპრილს `იმედის~ ტელეჟურნა-ლისტებს წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატით მიწვეული ჰყავდათ თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი გოგი თოფაძე. შოუს წამყვანი და იქ დამსწრე ჟურნალისტები პირდაპირი და ჯვარედინი და-კითხვებით ცდილობდნენ კუთხეში მიემწყვდიათ ბატონი გოგი, არ აცლიდნენ დასმულ კითხვებზე პასუხს, ცდილობდნენ საუბარი წაეყვანათ მისთვის წამგებიანი მიმართულებით.

- თქვენ ინვესტიციებს დებთ ყაზახეთში, იქ ხარჯავთ ფულს, აქ კი იძახით სამუშაო ადგილებს შევქმნიო. ეს როგორ?

- არც ყაზახეთში, არც უკრაინაში ფიზიკურად ფულს არ ვდებ. მათზე ვყიდი მხოლოდ ინტელექტუალურ, ტექნოლოგიურ აზრს, ვხდები მათი მეწილე და ისინი, პირიქით, მე მიხდიან თანხას, რასაც ვახმარ საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას.

ეს დაკითხვა-წამება გრძელდება გესტაპოსა და შინსაქკომის სტილში. ორჯერ-სამჯერ ისევ უყენებენ ბატონ გოგის ყაზახეთსა და უკრაინაში ინვესტი-ციების სახით ფულის ჩადების ბრალდებას, ისე ფუთავენ ამას, რომ მაყურებელს მაინცდამაინც ეს აზრი განუმტკიცონ.
- ამაზე უკვე გიპასუხეთ სამჯერ, ოთხჯერ - იმეორებს რესპონდენტი. ის ითხოვს საშუალება მისცენ საქმეზე ილაპარაკოს, მაგრამ ვის სჭირდება ეს. მთავარია მას უკბინო, რაღაცეები "ამოუწიო" წარსულიდან, იმიჯი შეულახო. თანაც ამას აკეთებენ უზრდელად და, რაც მთავარია, დილეტანტიზმით.
- დრო ამოიწურა, კარგად ბრძანდებოდეთ!

თითქმის ერთგვაროვანია ყველა სატელევიზიო და რადიოეთერი.

სწორედ ამიტომ ვსვამ კითხვას:

ვინ არინ ესენი, ჟურნალისტები თუ უწიგნური მეზღაპრეები?

თემურ შეყრილაძე

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ჭიათურა"  17 მაისი 2010 წ

P.S. სიძულვილი ქვეყნის საზიანოდ აბრმავებთ!

ახლახანს რუსეთ-უკრაინის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთის საზღვაო ფლოტის სევასტოპოლში 2035 წლამდე დარჩენის შესახებ. ამას ჩვენი სამთავრობო გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან და რადიო-ტელევიზიებში მოჰყვა ისტერიული წივილ-კივილი.
უკრაინა თავის თავს მიხედავს, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. თუ ვინმეს აწყობდა ასეთი შეთანხმება პირველ რიგში საქართველოს. ხომ არ ჰგონიათ ჩვენს ვაი პოლიტიკოსებს და ვაი ჟურნალისტებს, რომ, თუ სევასტოპოლიდან ფლოტს გაიყვანს რუსეთი, მაინცდამაინც მურმანსკში ან ვლადივოსტოკში. აგერ ჩამოაყენებს აფხაზეთში და მეყოლეთ მერე ვარდივით. იქიდან ძვრას ვეღარავინ და ვერასოდეს უზამენ.

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა

Backgammon