დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ჭიათურის ზამთრის აკადემია

მიმდინარე წლის თებერვალში საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ მუსიკალურ ტრადიციას სახელწოდებით - ,,ჭიათურის ზამთრის აკადემია”.

პროექტის ორგანიზებასა და მასპინძლობას შესანიშნავად გაართვა თავი ჭიათურის კულტურის ცენტრმა.

ორკესტრის მენეჯერის, ბატონ კონსტანტინე კასრაძის განცხადებით - ,,რომ არა კულტურის ცენტრი და მისი ხლმძღვანელი ბატონი ირაკლი გიორგაძე ეს დღე არ შედგებოდა”.

კულტურის ცენტრთან ერთად პროექტს მხარი დაუჭირა, ქალაქ ჭიათურის მუნიცი პალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ; ,,კლასიკური მუსიკის ხელშემწყობმა საზოგადოებამ” ქ-ნ სანდრა ელიზაბედ რულოვსის ხელმძრვანელობით; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრომ; რადიო ,,მუზა”-მ; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა მამუკა გოგატიშვილმა; ჭიათურმანგანუმის ხელმძღვანელობამ და პროფკავშირებმა.

ჭიათურის ზამთრის აკადემიამუსიკოსები ცხრა დღის განმავლობაში სხვადასხვა სამუსიკო სკოლებში მასტერკლასებს ატარებდნენ; ყოველ საღამოს 18:00 საათზე ჭიათურის საზოგადოება, ჭიათურის სახელმწიფო თეატრის დარბაზში, კლასიკური მუსიკის კონცერტებს ესწრებოდა, სადაც საშულება ჰქონდათ მოესმინათ ბახის, მოცარტის, შოსტაკოვიჩის, დანცის, როდრიგოს და სხვათა ნაწარმოებებისათვის.

ამ ბრწყინვალე ნაწარმოებებს პროფესიონალი შემსრულებლები დამკვიდრდა ყოველწლიური ფესტივალი ,,ჭიათურის ზამთრის აკადემია~ ასრულებდნენ – თბილისის ჩასაბერ ინსტრუმენტთა საერთაშორისო ფესტივალის და თბილისის სახელმწიფო აკადემიის კამერული ორკესტრის - , , ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ი მ ფ ო ნ ი ე ტ ა ” - ს მუსიკოსები.

ორკესტრმა, თავისი არსებობის მანძილზე, პირველი კონცერტი 2008 წლის 13 ივლისს, თბილისის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართა. ამის შემდეგ, ორკესტრს გვერდით დგომა აღუთქვა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, კლასიკური მუსიკის დიდმა მოყვარულმა, ბატონმა გია ბუღაძემ. მან ორკესტრს აკადემიის შენობაში გამოუყო ფართი და შეუქმნა ყველა პირობა რეპეტიციისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარეობს ორკესტრის სახელწოდებაც.

ორკესტრის შექმნის და ჭიათურაში ფესტივალის ჩატარების იდეის ავტორია – ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მევიოლინე გიორგი ქერელაშვილი, რომელმაც განათლება თბილისის კონსერვატორიაში მიიღო, ასპირანტურა კი მოსკოვში ქ-ნ მარინა იაშვილის კლასში დაამთავრა.

ზამთრის აკადემიის იდეის თანაავტორია ორკესტრის მენეჯერი, მევიოლინე - კონსტანტინე კასრაძე. დაარსების დღიდან ორკესტრის მთავარი დირიჟორია ალექსანდრე ხაინდრავა. იგი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა რუსეთში, ჰოლანდიაში, იაპონიაში. როგორც კონტრაბასისტი. არის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ორი წელია დაბრუნდა სამშობლოში. ორკესტრთან აქტიურად თანამშრომლობს გერმანიაში მოღვაწე, მოწვეული დირიჟორი - დავით კინწურაშვილი. იგი სპეციალურად აკადემიის დასკვნითი კონცერტის სადირიჟოროდ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. მას განათლება აქვს მიიღებული მიუნხენის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში. 27 წლის ასაკიდან დირიჟორობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. მოღვაწეობს მიუნხენის სიმფონიკეში, ბანდრაიჰენჰალის ფილარმონიკეში, ინგოშტატის ქართულ კამერულ ორკესტრში, ტაფელ მუზიკ ორკესტრში.

ორკესტრის კონცერტმაისტერი და ერთ-ერთი დამფუძნებელია – თამარ ებრალიძე (ალტი); ჩელო - ლევონ არაქელიანი – 2004-2005 წლებში მოღვაწეობდა საქართველოში კავკასიის ორკესტრის კონცერტმაისტერად. არის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. კონტრაბასი – მიხეილ ქართველიშვილი – მოღვაწეობს გერმანიში და ეწევა აქტიურ საკონცერტო საქმიანობას. დასკვნით კონცერტზე შეასრულა კუსევიცკის – კონცერტი კონტრაბასისა და ორკესტრისათვის;

ორკესტრის პიანისტები არიან - თამარ ლიჩელი, ნათია ქავთარაძე და ნუცა კასრაძე.

თბილისის ჩასაბერ ინსტრუმენტთა საერთაშორისო ფესტივალის დამფუ- ძნებელია – ლევან ცხადაძე (კლარნეტი). იგი ჰოლანდიაში მოღვაწეობს, ქალაქ ამსტერდამში. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ევროპის მასშტაბით. არის ჭიათურის ზამთრის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

წევრები: გია ქობულაშვილი (ჰობოი) მოღვაწეობს გერმანიაში; თემურ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი) მოღვაწეობს გერმანიაში; ირაკლი ზანდარაშვილი (ვალტორნა) მოღვაწეობს გერმანიაში.

აკადემიის მიმდინარეობის დროს ქალაქს ეწვივნენ, ასევე უცხოელი შემსრულებლები. ცხრა დღის განმავლობაში ჭიათურაში ცხოვრობდა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს თორნიკე სილაქაძე საჩვენებელ კონცერტებს მართავდა ბრწყინვალე უნგრელი ფლეიტისტი _ ნოემი გიორი, რომელიც ადრეული ასაკიდან ატარებს მასტერკლასებს სხვადასხვა ქვეყნებში. იგი "მიაძავას"- ფლეიტების (იაპონური ფირმა) წარმომადგენელია ევროპაში.

შესანიშნავი საღამო გამართეს კვარტეტმა ერევნიდან (წევრები: ტიგრან მატევოსიანი (I ვიოლინო); ლუსინე აღაბაბიანი (II ვიოლინო); არმენ ტოროსიანი (ალტი); ლევონ არაქელიანი (ჩელო).

ქალაქს ეწვია საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო კვარტეტის წევრი, კონსერვატორიის პროფესორი - თამაზ ბათიაშვილი.; რადიო ,,მუზის” წამყვანი, გიტარისტი ტატო ჯინჯიხაძე; კომპოზიტორი, ხელოვნებადმცოდნე, რადიო ,,მუზის” წამყვანი არჩილ გიორგობიანი. აკადემიის გახსნით კონცერტზე შესრულდა როდრიგოს გიტარის კონცერტის მეორე ნაწილი, მისი ორანჟირებით კამერული ორკესტრისათვის.

კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა. დამსწრეთა ასაკი შეუზღუდავი იყო. განსაკუთრებული სიხარულით ყოველ საკონცერტო საღამოს ჭიათურის მუსიკალური სკოლების აღსაზრდელები მოელოდნენ, რომლებიც მოხიბლულნი იყვნენ იმ ჟღერადობით, რასაც მათთვის ნაკლებად ცნობილი საკრავები გამოცემდნენ. ყველა მონაწილე სცენაზე ბოლომდე იხარჯებოდა, დარბაზიც შესაბამისად რეაგირებდა. აღფრთოვანებული მსმენელის ტაში დიდი ხნის განმავლობაში არ ცხრებოდა. დღითიდღე მატულობდა ემოციები, კულმინაციამ კი დასკვნით საღამოს მიაღწია. აშკარა იყო ჭიათურის საზოგადოებას ორკესტრთან განშორება უძნელდებოდა.

დასკვნით კონცერტს ესწრებოდა კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული და ქომაგი საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელიზაბედ რულოვსი.

აკადემიის ყველა წევრს ჭიათურის კულტურის ცენტრის, სახელმწიფო თეატრისა და მუნიცი პალიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალის ბოლოს სტუმრებიც და მასპინძლებიც, ერთხმად აღნიშნავდნენ იმ დადებით შედეგებს, რაც ფესტივალმა მოიტანა ქალაქისათვის. შედგა შეთანხმება მომავალი წლის ზამთრის ბოლო თვეს, ასეთივე პომპეზურობით ჩატარდება მომავალი აკადემია, კვლავ ჭიათურაში და არამარტო ჭიათურელებისთვის.

P.S იმედი მაქვს, ფესტივალი მომავალ წელს, კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და მრავალი მუსიკოსი ესტუმრება ჩვენს ქალაქს, რაც ჭიათურის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს და ბევრ ტურისტს მოიზიდავს.

მირანდა ლაბაძე

ინფორმაციის წყარო: ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს"დამფუძნებელი ა(ა)იპ "გზად ჭიათურისაკენ". N3

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon