დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სტუმრად ,,ღვისმშობლის შობის” სახელობის ტაძარში

საქრთველოს მიწა წმინდაა. მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. არავინ იცის ამ წმინდა


მიწაზე რამდენი წმინდა სალოცავია აგებული, რომლებსაც გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ჭიათურის მღვიმევის ,,ღვთისმშობლის შობის’’ სახელობის ტაძარი 1280 წელსაა აგებული, რაჭის ერისთავის რატის, მისი მეუღლის და ძმის, ნიანია კახაბერისძის თაოსნობით. ტაძარში უდიდესი მადლი იგრძნობა. აქ არის ათონის მთიდან ჩამობრძანებული გასაკუთრებული მნიშვნელობის ,,ღვთისმშობლის’’ და ,,წმინდა გიორგის’’ სასწაულმოქმედი ხატები. ძირითადად კი, მონასტრის ხატები დედების დაწერილია.


მრევლი ტაძრისა __ მრავალრიცხოვანია, მაგრამ შემოწირულობა __ მცირე. ეს აისახება კიდეც ტაძრის ყოფა-ცხოვრებაზე, რადგან ტაძარში ის ძირეული პრობლემებია, რომლებსაც მისი შემოსავლები ვერ წვდება. ამ პრობლემების შესახებ მამა თადეოზს ვესაუბრეთ, რომელმაც საუბრის ჩასაწერად პატარა მღვიმეში შეგვიპატიჟა, სადაც მამები ცხოვრობენ. სიმართლე გითხრათ გული შესვლისთანავე დამწყდა, რადგან ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის ასე იღწვიან, ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება. მითუმეტეს ცივ ზამთარში. ეს პატარა მღვიმე ორი რკინის საწოლისა და პატარა მაგიდისაგან შედგება. ყველა უსახსრობასთან ერთად ოთახში წყალიც ჩამოდის. წინ პატარა დაუხურავი შესასვლელია, სადაც ქვისცვენის საშიშროებაა. ტაძარში მოღვაწე მამების პრობლემა ტაძრის და ჩვენი პრობლემაცაა, რომლის შესახებაც თვითონ მამა თადეოზი არაფერს ამბობს. ის უფრო საერთო პრობლემებზე გვესაუბრა.

__ მამაო, ძალიან ხშირად, როდესაც წირვაზე მოვდივართ, ეზო სავსეა შინაური ცხოველებით და ხშირად ისინი საფრთხეს უქმნიან იმ ადამიანებს, რომელთაც ამ გზაზე სიარული უხდებათ. რატომ არ არის დაცული მონასტრის ტერიტორია პირუტყვებისაგან?

__ჩვენი პრობლემაც სწორედ მაგაში მდგომარეობს, რომ მონასტრის ტერიტორიას არ აქვს რაგვი და პირუტყვიც თავისუფლად ახერხებს შემოსვლას. ისინი არა მარტო ადმიანებზე ახდენენ ზემოქმედებას, მათ გაანაგურეს დედების მიერ გაშენებული ხეხილი. ახლა გვინდა თავიდან გავაშენოთ, რათა იყოს გამწვანება, მაგრამ ამ სურვილის განხორციელებისათვის ფინანსები არ გვაქვს.

__ მამაო, როგორც მივხვდი, პირველ რიგში აუცილებელია მონასტრის ეზოს გაუკეთდეს რაგვი. რაც შეეხება დედებს, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ მათ აქვთ პროდუქტის ვალი. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?

__ დედებს პროდუქტის ვალი მართლაც აქვთ. ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვემსუბუქებინა დედებისთვის პროდუქტზე დაფუძნებული პრობლემები და მოვიფიქრეთ, რომ მათთვის გაგვეკეთებინა პატარა აუზი, სადაც თევზები გვეყოლებოდა და დედები ამ თევზით ისარგებლებდნენ. ეს გარკვეულ შეღავათს გაუწევდა მათ პროდუქტის შეძენაში, მაგრამ ჯერჯერობით ესეც განუხორციელებელი გეგმის ნაწილია ჩვენი უსახსრობის გამო.

__ მამაო, მართალია გაზაფხულდა, მაგრამ ზამთრის სუსხი ისევ იგრძნობა. ამიტომ მინდა გათბობის საკითხს შევეხო. უამრავი ბავშვი, ფეხმძიმე და ავადმყოფი ადამიანი ესწრება წირვას და ისმის წუხილი, იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ჩართული გათბობა. თქვენ რას გვეტყვით, რატომ ვერ ვახერხებთ მის გამოყენებას?

__ თქვენ ალბათ მხედველობაში გაქვთ იატაკქვეშა გათბობა, რომელიც ბატონმა დავით კირკიტაძემ გაგვიკეთა. რათქმაუნდა შესანიშნავი მონტაჟია გათბობისა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ დავითს, მაგრამ მისი ჩართვა ისეთ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელსაც ტაძრის შემოწირულობა ვერ წვდება. ამიტომ იძულებული ვართ წირვა ცივ მღვიმეში ჩავატაროთ.

__ ისევ გათბობის შესახებ მინდა გკითხოთ მამაო, თუ არა ეს იატაკქვეშა გათბობა, სხვა რა შეიძლება გაკეთდეს, რაც შედარებით იაფი დაჯდება?

__ მღვიმეში შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივი გაზის გამათბობლები, რაც უფრო ცოტა ფინანსებს მოითხოვს.

ტაძარში კიდევ სხვა პრობლემებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ აქ გავჩერდით. მე კი მიუხედავად ოთახში არსებული პირობებისა, უდიდესი სიამოვნება მივიღე იქ გამეფებული მადლისაგან, რომელიც მოძღვრიდან მოდიოდა.

რაც შეეხება მონასტრის პრობლემებს, რომელსაც დედები არ ახმაურებენ, ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, რომ მათ გათბობის დავალიანება 3000 ლარამდე ჰქონდათ. ამის შესახებ მე და ირაკლი სამხარაძემ ბატონ გოგი ჩიკვილაძეს ვაცნობეთ. მისმა სულგრძელობამ მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც მან ბოლომდე მოგვისმინა.ბატონმა გოგიმ ბოლომდე გაითავისა დედების გასაჭირი და სასწრაფო ზომები მიიღო მათ დასახმარებლად. როგორც შემდეგ გავიგეთ ერთი თვის დავალიანება დედებს ბატონმა მერაბ ტეფნაძემაც დაუფარა.

ღმერთმა შეიწიროს თქვენს მიერ გაღებული მოწყალება. წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისმშობლისა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთლიანად ჭიათურას.

თქვენ კი, ჩვენო საყვარელო მკითხველო! ძვირფასო თანამოქალაქენო! ნუ იქნებით გულგრილნი და გავიზიაროთ ტაძარში არსებული და იმ ადამიანთა პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ზრუნავენ. გამოვიჩინოთ გულისხმიერება და შესაძლებლობისამებრ შევეწიოთ ჩვენს ტაძარს.

იამზე ქვათაძე

ახალგაზრდული გაზეთი "ჭიათურა დღეს"

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon