დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სპორტული სკოლა

ჭიათურის განათლების განყოფილებასთან არსებული სპორტული სკოლა,რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მოსწავლე ახალგაზრდობის

ფიზიკურ აღზრდასა და ჯანსაღი ყოფაცოხვრების დამკვიდრებაში,1939 წელს გაიხსნა და მისი პირველი დირექტორი კოტე გუგუნავა იყო.იგი 1941 წლამდე ხელმძღვანელობდა სპორტსკოლას,შემდეგ იგი სოსო ჭურაძემ სეცვალა.გახსნის პირველ წლებში მხოლოდ სამ სახეობაში მეცადინეობდნენ ნორჩი სპორტსმენები- ფეხბურთში,კრივსა და ტანვარჯიშში.

მეორე სამამულო ომმა დროებით შეაფერხა სპორტსკოლის მუშაობა.ქალაქის ფიზკულტურის მასწავლებელთა უმრავლესობა ფრონტზე წავიდა და ამან გავლენა იქონია სპორტსკოლის მუშაობაზე.1947 წლიდან სპორტსკოლას სათავეში ჩაუდგა შოთა(კიჭი) მესხი.50-იანი წლების დასაწყიში სპორტსკოლაში უკვე ოთხი სექცია მუშაობდა:კალათბურთის(მწვრთნელები შ. მესხი და გ.გუგუშვილი),ფეხბურთის(მწვრთნელი ი. მაისურაძე),ტანვარჯიშის (მწვრთნელები დ. მუმლაძე,პ.გაფრინდაშვილი),მძლეოსნობის(მწვრთნელი ი. მაისურაძე).ამ წლებში სპორტული სკოლის დირექტორები იყვნენ ჯერ გრელი გუგუშვილი,შემდეგ შოთა კალატოზი.

1952 წლიდან სპორტულ სკოლას სათავეში ჩაუდგა სურმიშხან გოგებაშვილი,რომელიც 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა მას.მისი დირექტორობის პერიოდშისპორტულმა სკოლამ მრავალჯერ მიაღწია წარმატებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

1954 წელს ჭიათურის სპორტსკოლის აღსაზრდელებმა კარგად იასპარეზეს რესპუბლიკურ შეჯიბრებებში.კალათბურთელი გოგონების გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა,მძლეოსნებმა სპორტკომიტეტის საპატიო სიგელი დაიმსახურეს.1955 წელს საქართველოს პირველობაზე მეორე ჯგუფში ჭიათურელი კალათბურთელი გოგონები მეორე ადგილზე გავიდნენ,1956 წელს კი სპარტაკიადის ჩემპიონის საპატიო წოდება დაიმსახურეს.მოსწავლე კალათბურთელ გოგონათა წარმატება მწვრთნელის რეზო ხითარიშვილის დმსახურება იყო.

1957 წელს ჭიათურაში ჩატარდა ლიტვის, ლატვიის და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გუნდების საჩვენებელი შეჯიბრებები,რომელსაც კარგი ორგანიზება გაუკეთა სპორტულმა სკოლამ.

1967 წლიდან მოსწავლე კალათბურთელ გოგონათა წვრთნა დაიწყო რეზო ჩხეიძემ.1968 წლიდან სპორტსკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდი რესპუბლიკის მეორე ჯგუფის გუნდებს შორის მუდამ პირველ ადგილზე იყო.ამ გუნდის გოგონები მონაწილეობდნენ საქართველოს პირველ და მეორე ჯგუფების შეჯიბრებებში,რაც განპირობებული იყო მწვრთნელის,რეზო ჩხეიძის თავდადებული მუშაობით.რეზო ჩხეიძე წლების მანძილზე მუშაობდა სკოლებში ფიზკულტურის მასწავლებლადაც და აქტიურ მონაწილეობას რებულობდა სპორტული სანახაობითი ღონისძიებების მომზადებაში.

კრივი ჭიათურაში 30-იანი წლების ბოლოსაც,როცა სპორტულ სკოლაში მწვრთნელი თომა სახვაძე იყო,მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული იგი სამოცდაათიანი წლებიდან გახდა.ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის რესპუბლიკის დამსახურებულ მწვრთნელს,ჭიათურის კრივის სკოლის დამაარსებლსა და მის დირექტორს თემურ ლორთქიფანიძეს .იგი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩამოვიდა ჭიათურაში და მუშაობა დაიწყო ხრეითის საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად.კრივის სექციაში მოზარდებთან მუშაობა თემურ ლორთქიფანიძემ სპორტკომბინატ "მაღაროელის" ორსართულიანი შენობის ერთ-ერთი კიბის უჯრედში დაიწყო,რინგის ნორმალურად გაშლის საშუალებაც არ ჰქონდა,მაგრამ უამრავი მოზარდი მიიზიდა და მალე წარმატებებსაც მიაღწია.მისმა აღსაზრდელებმა მრავალჯერ დაიცვეს ქალაქისა და რესპუბლიკის ღირსება საქართველოსა თუ საკავშირო პირველობებში.მისი აღზრდილებიდან სპარტაკ ასანიძე საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადის პრიზიორი იყო.საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ:1987 წელს თამაზ ბუაძე,1990 წელს თენგიზ ჯაოშვილი,1991 წელს კამო ავეტისოვი.მიშიკო ლეჟავამ და რატი ასანიძემ მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო ტურნირში ისახელეს თავი.სპორტსკოლის აღზრდილები სპარტაკ ასანიძე და თამაზ ბუაძე საბჭოთა ნაკრები გუნდის წევრები იყვნენ.

თემურ ლორთქიფანიძის გაზრდილი მოკრივეები შემდგომში თვითონ გახდნენ მწვრთნელები,მათ შორის ვასილ ჭეიშვილი__საბჭოთა კავშირის ზონალური პირველობის ჩემპიონი,საქართველოს 14 გზის ჩემპიონი,საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.იგი წარმატებით მუშაობს მწვრთნელად და ზრდის საუკეთესო სპორტსმენებს.მისი გაზრდილია საქართველოს ჩემპიონი კრივში ზვიად იობაშვილი და კახა მუმლაძე.ეს უკანასკნელი ამჟამად საფრანგეთში ვარჯიშობს.თემურ ლორთქიფანიძის გაზრდილი გელა ცარციძე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და სპორტის ოსტატია,რომელიც ამჟამადაც სპორტულ სკოლაში მწვრთნელად მუშაობს.

მწვრთნელი იყო თენგიზ ჯაოშვილი __საბჭოთა კავშირის,რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონი კრივში,სამწუხაროდ,იგი ნაადრევად,2002 წელს ტრაგიკული შემთხვევის გამო წავიდა ამ ქვეყნიდან.

სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ჭიათურის სპორტულ სკოლაში საკმაოდ წარმატებით მუშაობდა ცურვის სექცია,რომლის მწვრთნელები იყვნენ ჯერ ალექსანდრე საფრონოვი,შემდეგ ვლადიმერ ანანოვი და ვლადიმერ ბუდიაკი მოწვევით მუშაობდნენ ჭიათურაში.ამ სექციის წევრმა წევრმა,ნორჩმა მოცურავემ ლენა ნებიერიძემ რიგაში გამართულ საბჭოთა კავშირის პირველობაზე ერთერთი საპრიზო ადგილი დაიკავა. შეჯიბრების შემდეგ ამ წარმატებით გახარებულ გოგონას დეპეშით უნდოდა ეცნობებია შინ დედისათვის.ქუჩაში მიმავალს მიმავალს ავტომანქანა დაეჯახა და იქვე გარდაიცვალა.ასე დასრულდა დიდი მომავლის მქონე ნორჩი სპორტსმენის ლამაზი სცოცხლე.ჟურნალისტები მას "ოქროს თევზს" უწოდებდნენ.მას შემდეგ ჭიათურაში სისტემატიურად იმართებოდა ტურნირები ცურვაში ლენა ნებიერიძის თასზე.ამ ტურნირებზე თავიანთი აღსაზრდელები გამოჰყავდათ სპორტსკოლის მწვრთნელებს ნანა გაჩეჩილაძეს,სოსო ასანიძეს,ვალერი ცხადაძეს.

წარმატებები ჰქონდა კლასიკური ჭიდაობის სექციასაც,რომლის მწვრტნელები იყვნენ სპორტის ოსტატები შიოველ ხვედელიძე,გოჩა ბიწაძე,ფიზკულტურის მასწავლებელი დათო ტატიშვილი.1986 წელს თბილისში გამართულ საკავშირო ტურნირზე კლასიკურ ჭიდაობაში გოჩა ბიწაძის ექვსი აღსაზრდელიდან სამმა მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი და სამივე იქნა შეყვანილი რესპუბლიკის ნაკრებ გუნდში.1990 წელს ლენინგრადში ჩატარებულ საკავშირო ტურნირზე,სადაც ოცდაორი გუნდის ორასორმოცი ფალავანი იბრძოდა,ჭიათურელმა კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა ორი ოქროს,თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

ჭიათურის სპორტული სკოლის აღზრდილები იყვნენ ევროპის ჩემპიონები კლასიკურ ჭიდაობაში რ. აბრამიშვილი და ზ.თურმანიძე

წარმატებული იყო სპორტსკოლის ძიუდოისტთა სექციის მუშაობა ზურაბ ხვედელიძის ხელმძღვანელობით.ჭიათურის სპორტსკოლის აღზრდილი გურამ მოდებაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და შეყვანილი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრად.იგი იყო მრავალგზის საკავშირო და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი,ამჟამად არის ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი.

წარმატებებს აღწევდნენ ტიტე მუმლაძის აღზრდილი მოფარიკავეები.გოჩა ნანიტაშვილი 1986 წელს რესპუბლიკაში მესამე ადგილზე გავიდა დაშნით მოფარიკავეთა შორის,ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ჩემპიონი გახდა მოზარდებს შორის.მანვე,1987 წელს ,ქუთაისში გამართულ ტურნირზე საქართველოს თასი მოიპოვა.გელა დარბაიძე ჩემპიონი ფარიკაობაში,საქარტველოს ნაკრების წევრი გახდა,შემდეგ კი სპორტსკოლის მწვრთნელი.

მას შემდეგ, რაც მოსწავლე ფეხბურთელთა გუნდების გაწრთვნა დაიწყეს ა.თაბაგარმა,ე.გაგნიძემ და გ.ივანოვმა,ფეხბურთელების შემოყვანა შემოყვანა ჭიათურის ფეხბურთის გუნდისათვის სხვა ქალაქებიდან შეწყდა,რაც მწვრთნელთა წარმატებულ მუშაობაზე მიუთითებს.ჭიათურის სპორტული სკოლის აღზრდილებს ზურაბ წერეთელს,გია გურულს,ლევან ბარათაშვილს,რეხვიაშვილს,ამირან სევასტოპულოს და სხვებს მრავალჯერ დაუმსახურებიათ მოწონება არა მარტო საკუთარ მოედნებზე,სხვა ქალაქებსა და რესპუბლიკის სტადიონებზეც.

საინტერესო ისტორია აქვს ჭიათურაში მოსწავლე გოგონათა ფეხბურთს.მას საფუძველი ჩაეყარა ნავარძეთის საშუალო სკოლაში სკოლის კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზატორის თენგიზ გურჯიძის ხელმძღვანელობით.1989 წელს სპორტკომბინატ "მაღაროელის" სტადიონზე უნდა გამართულიყო საქართველოსა და სომხეთის,ერევნის ქალ ფეხბურთეთა შეხვედრა.გაურკვეველი მიზეზების გამო ერევნის გუნდი ვერ ჩამოვიდა.სტადიონი ფეხბურთის გულშემატკივრებით იყო სავსე.ნავარძეთის გოგონათა ფეხბურთის გუნდმა მორიდებით ითხოვა საქართველოს ქალთა ფეხბურთის გუნდთან ივერიასთან შეხვედრა,ნება დართეს და გულსემატკივრებმა საკმაოდ კარგი მატჩი ნახეს.1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში,სადაც ექვსი გუნდი მონაწილეობდა.ჭიათურელ ფეხბურთელ გოგონათა გუნდი დაკომპლექტებული იყო ნავარძეთის,ითხვისის საშუალო სკოლებისა და პროფსასწავლებლების მოსწავლე გოგონებით.გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.მას ხელმძღვანელობას უწევდა სპორტსკოლის დირექტორი,ყოფილი ფეხბურთელი ამირან სევასტოპულო და მწვრთნელი რამაზ ბრეგვაძე

1987 წლის ნოემბერში,ჩეხოსლოვაკიის ალპინისტურმა კლუბმა,მეგობრული შეჯიბრების ჩასატარებლად საქართველოდან მიიწვია მოზარდ მთასვლელთა სკოლის 15 მოსწავლე .მათ შორის იყო მათ შორის იყო ნავარძეთის საშუალო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლია ენუქიძე,რომელიც კაცხის ალპინისტურ კლუბთან არსებული ნორჩ მთასვლელთა სექციის წევრი იყო.(მწვრთნელები გოდერძი სამხარაძე,შალვა პანაიოდი).ჩეხმა და ქართველმა ალპინისტებმა ტატრების თოვლით დაფარულ მთებში უსახელო მწვერვალი დალაშქრეს და მას "მეგობრობა" დაარქვეს.საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა სპორტის დამსახურებული ოსტატი ლადო გურჩიანი,რომელიც კაცხის ალპინისტური კლუბის ხშირი სტუმარი იყო და მთასვლელთა წვრთნებს ატარებდა კაცხის სვეტის მიდამოებში.

კარგი მაჩვენებლები ჰქონდა სპორტსკოლის მძლეოსანთა ნაკრებსაც,რომლის მწვრთნელები იყვნენ დათო ყიფშიძე,ნანა დიდებაშვილი,მიხეილ გაფრინდაშვილი.

სპორტსკოლის პედაგოგები იყვნენ და წლების მაძილზე წარმატებით მუშაობდნენ მწვრთნელებად მანანა მუმლაძე(ბადმინტონი),სპარტაკ თურმანდოვი(მაგიდის ჩოგბურთი),დავით სუქნიძე(ძიუდო).

ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეს ემსახურებოდნენ ისეთი ტიტულოვანი სპორტსმენები,როგორებიც არიან საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები შიოველ ხვედელიძე და ამირან ჯიქურიძე.საქართველოს 17 გზის რეკორდმსმენი და 8 გზის ჩემპიონი,ამიერკავკასიის 6 გზის,საბჭოთა კავშირის სოფლის სპორტსმენთა პირველობის 4 გზის ჩემპიონი,პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეორე პრიზიორი,პირველი კატეგორიის მასწავლებელი ჯანიკო გოგსაძე.

სპორტსკოლის მასწავლებლებს დიდი დახმარებას უწევდნენ მეთოდისტები- ტიტე მუმლაძე, შოთა ტატიშვილი,შოთა ცუცქირიძე, ბაია ხარშილაძე.მწვრთელების წარმატებით მუშაობას დიდ დახმარებას უწევდნენ სკოლების ფიზკულტურის მასწავლებელები.ერთი ერთი მათგანია უშანგი კვინიკაძე,რომელსაც მინიჭებული ჰქონდა "მეთოდისტი მასწავლებლისა" და წარჩინებული მასწავლებლის წოდებები......

სტატიაში მოყვანილია ამონარიდი წიგნიდან "ჩირაღდანი" ავტორი ლეილა ბიწაძე 2003 წლის გამოცემა

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon