დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ფაქიზი ბუნების ექიმი

ფაქიზი ბუნების ექიმი, რომელსაც ადამიანებისათვის მუდამ შვება მოაქვს


ნონა მოდებაძე ექიმი რომ არ გამოსულიყო, ბუნებით მაინც ექიმი იქნებოდა-ხასიათი აქვს ასეთი და ადამიანებს ტკბილი სიტყვით განკურნავდა. მოთხოვნილებად აქვს ქცეული: მოუსმინოს, მოეფეროს, მიეხმაროს... ამიტომაა, რომ ათწლეულები ჩამოივლის, მას კი წლები ვერაფერს აკლებს.

... ამიტომაა, რომ მისი თვალები ისევ ციმციმებენ, ისევ კიაფობენ, ისევ ალერსიანად იცქირებიან.

***

არადა, თურმე დედას უნდოდა მისი ექიმობა. იმდენად, რომ ოქროსმედალოსან ნონას პირდაპირ გამოუცხადა, თუ სამედიცინოზე არ ჩააბარებ, საერთოდ არ გაგიშვებ სასწავლებლადო.

შვილის სულში დედაზე კარგად ვინ იხედება?

... რა თქმა უნდა, დედას არ აწყენინა და მალე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მერე უცებ გაიარეს სტუდენტობის წლებმა. თუმცა, ამასობაში დაოჯახებაც მოასწრო, თავის კოლეგაზე ექიმ ალექსანდრე ყიფშიძეზე დაქორწინდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კი სამუშაოდ ჭიათურაში ჩამოვიდა. გაუმართლა, რადგან ზუსტად 41 წლის წინად., მედსანნაწილის საავადმყოფოში მისულ სრულიად ახალგაზრდა გოგონას, მუშაობა მოუწია საყოველთაოდ ცნობილ ექიმთან ლეტეცია გოცაძესთან, რომელიც თერაპიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი რამ ისწავლა დიდი ქალბატონისგან, და არა მარტო მისგან. ექიმების მთელი თანავარსკვლავედი შეიკრიბა მაშინ მედსანნაწილის საავადმყოფოში. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ექიმები: ლავრენტი ენუქიძე და ნათელა სიხარულიძე. არაჩვეულებრივი ექიმი თინა წერეთელი, ფოთოლა სამხარაძე, რომელთანაც მრავალი წელი აკავშირებს და რომელზეც ძალიან თბილად საუბრობს. ახლაც პარალელურად მუშაობდა ქალაქის პოლიკლინიკაში, მაღაროზე, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, ხოლო 1986 წლიდან, როცა ლეტეცია გოცაძე დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, ნონა მოდებაძემ სახელოვანი ექიმის მემკვიდრეობა ჩაიბარა და დღემდე ღირსეულად ხელმძღვანელობს მედსანნაწილის თერაპიულ განყოფილებას.

... დედის გული არ შემცდარა.

ნონა მოდებაძის კეთილშობილება და პაციენტისადმი, სართოდ ადამიანებისადმი კეთილგანწყობა საყოველთაოდ ცნობილია.

თუ ექიმმა პაციენტის ადგილზე თავისი ოჯახის წევრი არ წარმოიდგინა _ დედა, მამა, და ან ძმა, _ სრულფასოვნად ვერ განკურნავს _ ამბობს ნონა ექიმი და ახალგაზრდა ექიმებსაც თხოვს ამ პრინციპით იხოვრონ.

ქალბატონი ნონა თავისი საქმის პროფესიონალია. ერთგული სამსახურის გამო პაციენტებს არაერთხელ გამოუხატავთ მადლიერება მის მიმართ. ნონა ექიმი ყოველთვის ცდილობს თბილი და უშუალო გარემოს შექმნას მათთვის, რაც მისი ხასიათის სიფაქიზეზე მეტყველებს.

ასე მგონია არასდროს კარგავს წონასწორობას.

არა, არასდროს. საყვედურის თქმა შეიძლება დამჭირდეს, მაგრამ შეურაცყოფა არასდროს არავისთვის მიმიყენებია _ ამბობს ექიმი, რომელსაც იშვიათი სულიერი სიმდიდრე და პირადი, განსაკუთრებული სათნოება აქვს. ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ დღეს ავადმყოფს, თუ მდგომარეობა არ დაუმძიმდა ექიმთან მისვლა უჭირს.

... არაერთი ღამე უთენებია სიკვდილ-სიცოცხლესთან ჭიდილში.

რამდენჯერ დამითხოვია ყველა. მარტო დავრჩენილვარ მძიმე ავადმყოფთან და მიბრძოლია მის გადასარჩენად. თუ ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიხარ, იმ წუთში ყველანაირი ტკივილი მავიწყდება ამ ქვეყანაზე _ ამბობს ქალბატონი , რომლის ცხოვრება ფიანდაზებით არასოდეს ყოფილა მოფენილი. რეპრესირებული ოჯახის შვილმა უამრავი ტკივილი გამოიარა. ტკივილი იმდენად დიდი იყო, ახლა გახსენება და საუბარი არ სიამოვნებს ამაზე. ცხოვრებამ შემდეგშიც უამრავი განსაცდელი არგუნა და მაინც, ღმერთის მადლიერია, ვინაიდან ჰყავს მეუღლე _ ჭიათურის საპატიო მოქალაქე, ექიმი ალექსანდრე ყიფშიძე, რომელმაც 40 წელი უხელმძღვანელა სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. ჰყავს შვილები _ ასმათი და დათო, შვილიშვილი _ ასმათის ერთადერთი ქალიშვილი, უნიჭიერესი თინიკო, რომელიც დედასავით გერმანისტია და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის გერმანულ ენას და ლიტერატურას.

ქალბატონ ნონას ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა, ქართული ხალხური სიმღერები, რომლის მოსმენის დროს თვალები ცრემლებით ევსება. საერთოდ ხელოვნება უყვარს _ თეატრი, კინო. უყვარს პოეზია, პროზა, თუმცა წუხს, რომ საყვარელი კლასიკოსებისთვის იმდენად ვეღარ იცლის.

პოეტური ბუნების ექიმი ვარ, რომელმაც პროზაულად იცხოვრა”_ ამბობს ღიმილით და დასძენს, რომ: “წლებს, გამოცდილებასთან ერთად, სიკეთის განსაკუთრებული კეთების სურვილი მოაქვს. ცხოვრებაში მარტო სიკეთე უნდა აკეთო, ეს უფრო გაკეთილშობილებს. რაც უფრო უღრმავდები ცხოვრებას, ხვდები ყველაფერი უაზრობაა _ სიმდიდრე, ქონება. მე და ჩემმა მეუღლემ მოკრძალებულად და ჩუმად ვიცხოვრეთ. სულ ვცდილობდით არავინ შეგვეწუხებინა _ ამასაც სადად და მორიდებულად ამბობს ქალბატონი ნონა. ღვაწლმოსილი და მოკრძალებული ექიმი, რომელიც ჩუმად იღწვის თანაქალაქელებისათვის, ხელისუფლებას უყურადღებოდ არ დარჩენია. ამ დღეებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ჩიკვილაძემ, ორშაბათის ოპერატიულ თათბირზე დაბადების დღე მიულოცა დამსახურებულ ექიმს, რომელიც ახლაც უამრავ სირთულეს უმკლავდება, ვინაიდან მისი გული სიკეთით და ადამიანების სიყვარულით არის აღსავსე.

იდღეგრძელეთ, მშვენიერო, ქალბატონო ნონა!

მარიკა ხვედელიძე


ახალგაზრდული გზეთი "ჭიათურა დღეს"

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon