დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სახელმწიფო თეატრი

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი დღესდღეობით ერთერთი ღირსშესანიშნავი და არქიტექტურული ნაგებობაა ჭიათურაში.

თეატრი გამოირჩევა უნიკალური მხატვრობით, ჭერი და კედლები მოხატულია ცნობილი მხატვრის რობერტ სტურუა(უფროსის) მიერ. თეატრი დაარსებულია 1949 წელს.დაახლოებით 70-იანი წლების შემდეგ,შენობას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია და შ ე ს ა ბ ა მ ი ს ა დ საჭიროებს რესტავრაციას. ამ და თეატრის სხვა პრობლემებსა, თუ მიღწევებზე ვესაუბრეთ, ამავე თეატრის დირექტორს ნანა წერეთელს. ქალბატონი ნანა ძალიან გულღია და სასიამოვნო რესპოდენტი აღმოჩნდა. ქალბატონმა ნანამ თავისუფლად ისაუბრა თეატრის იმ პ რ ო ბ ლ ე მ ე ბ ზ ე ,რომელიც ყველას ძალიან აღელვებს. ქ-ნო ნანა, რა გ ა კ ე თ დ ა თეატრისათვის 2009 წელს? უ პ ი რ ვ ე ლ ე ს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ, რომ დ ა ი ნ ტ ე რ ე ს დ ი თ თეატრის პრობლემატიკით.ალბად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ამ თეატრის არსებობა. 2009 წელი ძალიან გამორჩეული წელია, ბოლო წლების განმავლობაში. იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ხნის პრობლემა იქნა გადაჭრილი, საქმე ეხება შენობის გათბობის საკითხს. უნდა გითხრათ, რომ მრავალი წლის მანძილზე თეატრი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. თვითონ შენობაც და აქ მომუშავე ყველა ადამიანისთვის გაუსაძლისი იყო ნესტის და სიცივის თვალსაზრისით. გასულ წელს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თეატრის გათბობის საკითხი დაფინანსდა და დღეს მუშაობა გვიწევს გაცილებით უკეთეს პირობებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, პრაქტიკულად თეატრს 1979 წლიდან კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. თეატრის შენობა, კერძოდ, მისი დარბაზი ერთ-ერთი საუკეთესოა და თავის დროზე 1940-იანი წლების საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობად იქნა მიჩნეული და რამოდენიმე პრემია ჰქონდა მიღებული შენობის ავტორებს, მხატვრებს,არქიტექტორებს დ.ა.შ. რ ო გ ო რ მდგომარეობაშია დღეს თეატრის შენობა? უნდა გითხრათ, რომ დღეს სავალალო მდგომარეობაში იმყოფება დარბაზი, აუცილებელ,გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს დარბაზის იატაკი. ამდენწლიანმა გამოუცვლელობამ გამოიწვია, ის რომ უკვე საშიშროებას წარმოადგენს. სცენის იატაკი დროებით გადავამაგრეთ, იმისათვის, რომ ალაბად იცით,თებერვლის დასაწყისში ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი და პრობლემა,რომ არ შექმნილიყო სახელდახელოდ გადავამაგრეთ სცენა, მაგრამ ეს დროებითია, საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. რას გვეტყვით დარბაზის მხატვრობაზე? რაც შეეხება დარბაზის მხატვრობას, თქვენ ალბად იცით, რომ ჭერი და კედლები დარბაზში მოხატულია ცნობილი მხატვრის რობერტ სტურუა(უფროსის) მიერ. ეს უნიკალური ნახატებია, სადაც ქართული თეატრის ცნობილი ვარსკვლავებია გამოხატული. მაგალითად ცნობილი მხატვრის უშანგი ჩხეიძის ფოტო ერთადერთია საქართველოში,რომელიც ჩვენს თეატრშია შემონახული. ასევე ბევრი სხვა ცნობილი მსახიობის გამოსახულებები. ყველა ნახატი დიდი საფრთხის ქვეშ არის, საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. ჩვენ ჩვენი ძალებით, რასაკვირველია ვცდილობთ არ დავაზიანოთ, მაგრამ დრო ძალიან ბევრია გასული და ეს დრო თითოეულ ნახატს თავის კვალს ამჩნევს. ასევე მინდა გითხრათ, რომ სკამები დარბაზში ერთ ერთი უნიკალურია, რომელიც ჩინელი ოსტატების მიერ არის დამზადებული, ასევე, ისიც საჭიროებს რესტავრაციას. მოკლედ, დარბაზი არის პირველი პრობლემა თეატრის, სხვა ყველაფერი, ასე თუ ისე შევაკეთეთ, მხოლოდ პრობლემები თეატრში დარბაზი დარჩა პირვანდელ მდგომარეობაში, რაც დავიტოვეთ 70- იანი წლების ბოლოდან. ყველას ვთხოვთ, ვისაც შეუძლია და ხელეწიფება ჭიათურის სახელმწიფო თეატრის დარბაზს დაეხმაროს. ტარდება თუ არა სპექტაკლები? რასაკვირველია, სპექტაკლები ტარდება, ჩვენ არ გავჩერებულვართ. თეატრმა ამ წლების მანძილზე, თანდათან აკრიფა ჩვეული რიტმი და ყოველწლიურად ვდგამთ სპეკტაკლებს. ამჟამად, თერთმეტი მოქმედი სპექტაკლია, ეხლა ვმუშაობთ მეთორმეტე ახალ სპექტაკლზე. რამდენხანში ერთხელ ტარდება სპექტაკლები? სპექტაკლები ყოველკვირაში ტარდება, ზოგჯერ კვირაში ორჯერ. რამდენიმე დღის წინ საბავშვო სპექტაკლი გვქონდა, სადაც დარბაზი გაივსო. ბავშვებს ძალიან მოეწონათ, ასევე ძალიან დაინტერესდნენ მოზარდებიც და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება. როდის იქნება ახალი სპექტაკლი? ეხლა მუშაობა ახალ სპექტაკლზე მიდის, რომელსაც ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი დავით მღებრიშვილი პირველად დგამს, რომელიც მოიწვია ჭიათურის თეატრმა და დგამს სპექტაკლს, ლაშა ბუღაძის პიესაზე “თეატრი” ალბად, სპექტაკლსაც ეს სათაური ექნება. იმედი გვაქვს, მარტის ბოლოს მაყურებელს ახალ სპექტაკლს შევთავაზებთ ისიც მინდა გითხრათ, რომ ჭიათურის თეატრში პირველად იდგმება ლაშა ბუღაძის პიესაზე სპექტაკლი და იმედი მაქვს მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. P.S. იმედი გვაქვს, რომ თეატრის ამ პრობლემებით დაინტერესდება ჭიათურის მუნიცი პალიტეტი და დაეხმარება, ამ უნიკალურ ნაგებობას და მის დასს პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ, ჩვენს სახელოვან თეატრს ძალიან ბევრ მაყურებელს ვუსურვებთ და იმ იმედით გემშვიდობებით, რომ 2010 წელი გამორჩეული და სიახლეებით სავსე იქნება, არამარტო თეატრისათვის. თამარ გაფრინდაშვილი ინფორმაციის წყარო: ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა) იპ "გზად ჭიათურისაკენ". N3

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon