დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

საფეხბურთო შემოდგომა

პირეოსში მიღწეული ფრის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ისრაელის ნაკრებთან მატჩზე წარმატების იმედი მიეცა და ეროვნული სტადიონიც

თითქმის მთლიანად შეივსო.სასიამოვნოა,რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ თბილისში დაფიქსირდა.


ერთი ნამდვილად უნდა ითქვას,რომ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრები აღარ ჰგავს წინამორბედს-ქართველი ფეხბურთელები ყველა გოჯისთვის თავგამოდებით იბრძვიან,საქმეს  მონდომებას არ აკლებენ. სამუშაო,რა თქმა უნდა,კიდევ ძალიან ბევრია.თუმცა,ამ მოკლე ხანში გუნდისათვის ბრძოლისუნარიანობის გაზრდაც დადებითად შეიძლება მივიჩნიოთ.

საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ქეცბაიამ შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი შეცვალა,-დავით კვირკველიას ნაცვლად სასტარტოში ჯანო ანანიძე გამოჩნდა.მასპინძლებმა თამაში თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და 90 წუთის განმავლობაში მოგების ჟინი არ განელებიათ,თუმცა სამი ქულის აღება ვერ მოხერხდა .

ნუკრი რევიშვილი
დუდუ ავატე
უჩა ლობჟანიძე
ტალ ბენჰაიმ
მალხაზი ასათიანი
დევიდ ბენდაიან
კახა კალაძე
დეკელ კეინან
ალექსანდრე ამისულაშვილი
ბენ საჰარ
ზურაბ ხიზანიშვილი
ლიორ რაფაელოვ
გოგიტა გოგუა
იოსი ბენაიონი
ჯანო ანანიძე
დანი ბუნდარევ
ალექსანდრე იაშვილი
ალმოგ კოენ
ლევან კობიაშვილი
ბირამ კიალ
ვლდიმერ დვალიშვილი
ტამილ კოენ
გიორგი ლორია
ოად ლევიტა
დავით კვირკველია
გილ ველმუტ
დავით სირაძე
შლომი ალრბეტმან
ნიკოლოზ გელაშვილი
ავიხაი იადინ
ლაშა სალუქვაძე
იალ გოლასა
გიორგი მერებაშვილი
ელან ზეავი
თორნიკე აფციაური
იოავ ზივ
თემურ ქეცბაიამწვრთნელილუის ფერნანდესი

თამაში ორივე გუნდმა ერთნაირი სისტემით დაიწყო: 4-1-3-1. გოლის გატანა უკვე მე-7 წუთზე შეეძლო ლადო დვალიშვილს:ჯანო ანანიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მეკარემ ხელში ვერ შეიმაგრა,თუმცა ლადომ ბურთს ვერ მიუსწრო.ანგარიშის გახსნასთან მასპინძლები ყველაზე ახლოს მე-17 წუთზე იყვნენ,როცა გოგიტა გოგუას 35 მეტრიდან დარტყმული ჯარიმის შემდეგ ბურთმა ხარიხა შეაზანზარა.

35 წუთზე ანანიძემ კუთხური ჩააწოდა,სტუმართა მცველებმა უხერხულად მოიგერიეს და დვალიშვილმა ახლო დისტანციიდან მიზანში ვერ დაარტყა.მალევე ანანიძემ სცადა შორიდან გატანა,თუმცა ბურთი ზემოდან გადასცდა კარის ბადეს.ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ორი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ მათ გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.

სხვათაშორის,ლუის ფერნანდესის შეგირდებმა პირველი კუთხური 38-ე წუთზე მოაწოდეს.ებრაელთა ლიდერი იოსი ბენაიუნი მთელი შეხვედრის განმავლობაში არც თუ ისე აქტიური იყო.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ქართველთა თამაშში მთელი შეხვედრის განმავლობაში უამრავი წუნი შეინიშნებოდა.მასპინძლებს ძალიან ხშირად ბურთის დამუშავება უჭირდათ.შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ მინდვრის საფარი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. ნამატჩევს ამ თემაზე თემურ ქეცბაიამაც გაამახვილა ყურადღება.ეროვნული სტადიონის დირექტორის,- შახოვის არგუმენტი კი გამაოცებელი გახლდათ,-სამი თვეა არ უწვიმია და ამიტომაც იყო მოედანი ასეთ მდგომარეობაშიო.

მეორე ნახევარში ქეცბაიამ ინერტული იაშვილის ნაცვლად დავით სირაძე ჩართო თამაშში და უნდა ითქვას,რომ შეცვლამ გაამართლა.ნალჩიკის "სპარტაკის" ფორვარდი ძალიან აქტიური იყო და რამდენჯერმე სახიფათო კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.62 წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა,როცა გოგუას წამოწყებული კომბინაცია ჯერ ხიზანიშვილმა, მარჯვენა ფლანგზე კი ლობჟანიძემ გააგრძელა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სირაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა,მაგრამ ვერც ეს გამოდგა შედეგიანი.

შეტევების გასამწვავებლად ქეცბაიამ მინდორზე გიორგი მერებაშვილი გამოიყვანა.65-ე წუთზე ხიზანიშვილმა იაქტიურა,მეტოქეს ბურთი აართვა,რამდენიმე მათგანიც ჩამოიტოვა და კარშიც დაარტყა,მაგრამ ავატე საიმედოდ გაისარჯა.

სტუმრებმა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ დაარტყეს კარის მიმართულებით.ეს შეცვლაზე შემოსულმა ერან ზაჰავიმ გააკეთა,მარგამ ნუკრი რევიშვილს მოგერიება არ გასჭირვებია.

მატჩის მიწურულს ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მოუხდა ნერვიულობა:-ზაჰავის ჩამოწოდებული ბურთი ბენაიუნმა შუჩერებლივ დაარტყა და ჩვენდა საბედნიეროდ "ჩელსის" ნახევარმცველის ამ დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

მატჩის მიწურულს მასპინძლებმა შტურმის მაგვარი მოაწყვეს,რამოდენიმე კუთხური ჩააწოდეს,თუმცა ამისულაშვილის და სირაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.


პრესკონფერენცია:

ლუის ფერნანდესი: "შედეგით კმაყოფილი ვარ.საქართველომ თამაში გამოასწორა.გუნდი თვალშისაცემადაა შეცვლილი.თქვენმა ნაკრებმა საინტერესო ფეხბურთი აჩვენა,დაცვაში კარგად გამოიყურებოდა,რასაც გილოცავთ.თბილისში თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.ბურთის კონტროლი გაგვიჭირდა,რადგან ქართველები თამაშობდნენ აქტიურად.ვერ ვიტყვი ,რომ დღეს ისრაელმა საუკეთესო თამაში აჩვენა, მარგამ ხარვეზების გამოსწორებას ვეცდებით."

თემურ ქეცბაია: "მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმისათვის ,რომ მაქსიმალურად დაიხარჯნენ.თუმცა შეუძლებელია მოიგო,როცა ასეთ"ყანაში" გიწევს თამაში.არ ვიცი ამ მოედანს ვინ აკეთებს, მაგრამ ქართველი ფეხბურთი და მისი ტრადიცია მეტს იმსახურებს.. რას ვიზამთ,ასეთი მინდორია დღევანდელი ქართული ფებურთის სახე... უცხოეთში კარგ მოედნებს სილამაზისათვის კი არ აკეთებენ, ეს ფეხბურთის განვითარებისათვის სჭირდებათ... ებრაელები გახარებულები არიან, ფრეს რომ მიაღწიეს,რადგან ეს შედეგი ხელს აძლევდათ.ჩვენთვის კი ეს შედეგი მიუღებელია.არ გვინდა ამდენი ლაპარაკი, საქმე გვჭირდება,რა გახდა ორი მოედნის გაკეთება?! პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში რომ წავლენ ,არ იტყვიან "ყანაში" გვათამაშესო?! ევროპის ლიგის მასპინძლობაზე გვაქვს პრეტენზია ,პლატინი იყო თბილისში და არ შეხედა მოედანი რას გავდა?! ყოველთვის დადებიტ შედეგს ვერ მიიღებ, მაგრამ სხვა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს.ეს არ არის ფედერაციის ბრალი, საფარს ის არ ცვლის ......პირდაპირ გეუბნებით, ასეთ მოედანზე საქართველოსა და მალტას შორის განსხვავება არ იქნება.ოცი წელია არ გაკეთებულა მოედნები და ახლა გაკეთდებოდა?... რომ მეუბნებით ორი სახელოვანი ფეხბურთელი შესაცვლელიაო,ისიც მითხარით,მათ ნაცვლად ვინ გამოვიძახო?...ლაპარაკი ადვილია, ფეხბურთელის მოძებნა - რთული"

სპეციალურად ვებგვერდისათვის:

ნუკრი ლოლაძე .სპორტული კორესპოდენტი.

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon