დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სევდანარევი საკითხავი ანუ მენეჯმენტი ქართულად

სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მუნდიალზე,ინგლისი-გერმანიის მერვედფინალური მატჩის ოცდამეთვრამეტე წუთზე,ფრენკ ლამპარდის

უძლიერესი დარტყმა ხარიხამ აისხლიტა,ბურთმა კარის ხაზი თითქმის ერთი მეტრით გადაკვეთა და ანგარიში ..... არ შეიცვალა, -მსაჯის შეცდომის გამო გოლი,რომელიც შემდეგ მთელმა საფეხბურთო სამყარომ იხილა ,არ ჩაითვალა.


მენეჯმენტთან,მით უმეტეს მის ქართულ ვარიანტთან ამ მოვლენას თითქმის საერთო არაფერი აქვს,გარდა ერთისა- ის, რომ ფეხბურთი ყველაზე ალოგიკური თამაშია და ნებისმიერი მატჩის წინ არავინ იცის რა შედეგით დასრულდება იგი.მენეჯმენტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე,ალოგიკურობასთან კავშირს თითქმის მოკლებულია.რომელიმე აღიარებულმა ბრენდმა ან ცნობილმა კომპანიამ თავისი განვითარების ახალი მენეჯმენტის შესახებ რომ თქვას,ალოგიკურია ,მაგრამ სამომავლო პერსპექტივისათვის მისაღებიაო,ადვილი წარმოსადგენია თუ ბედი ეწევა ამ ბრენდისა თუ კომპანის იმიჯს.ქართული სინამდვილისათვის კი ეს ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა....

დანამდვილებით არ ვიცი სტატიას გამოქვეყნება ეღირსება თუ არა,მაგრამ ამ ბოლო დროს სურვილი გამიჩნდა ჩემი მოსაზრება მსგავსი ამბებით დაიტენრესებული ადამიანებისათვის გამეზიარებინა.ამ ყველაფრის პუბლიცირებას ნამდვილად აღარ ვაპირებდი, თუმცა დღეს ერთ-ერთ ცენტრალურ ქართულ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,რის გამოც გადავწყვიტე საკუთარი გულისტკივილი მკითხველისათვის გამეზიარებინა.

პირველ რიგში იმის გამო, რომ არც ლიტერატორი ვარ და არც ჟურნალისტის გამოცდილება მაქვს , ყველა წინადადება თუ საკადრისად გამართული ქართულით ვერ მოგახსენოთ, წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

დამარხცებასა და წარუმატებლობას ქართველი კაცი რომ ვერსოდეს შეეგუება, ეს ეროვნული ხასიათის შეუცვლელი თვისებაა.ამიტომაცაა ალბათ დღეს, რომ მსოფლიოს " ნომერ პირველ" სპორტის სახეობად აღიარებულ -ფეხბურთში- ქართველების ბოლოდროინდელი წარუმატებლობა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივართა საზრუნავს აღარ წარმოადგენს.

ქართულ ფეხბურთში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ყოველი ცვლილების შემდეგ წარმატების ახალი იმედი უჩნდებოდათ ფეხბურთის მესვეურებს.პრაქტიკულად კი ქვეყნის გარეთ,სხვადასხვა უცხოურ კლუბში მოასპარეზე ქართველების წარმატებით თუ ვინუგეშებდით თავს.საკუთარი ეროვნული ჩემპიონატის მცირედი ხარისხით გაუმჯობესება ხომ აქამდე არ გვეღირსა,ეროვნული ნაკრების მიზერული წარმატებაც კი სანატელი დარჩა დღემდე.მრავალი საკადრო ცვლილების მიუხედავად ვერა და ვერ მოხერხდა სათანადო ინფრასტრუქტურისა თუ გამართული საფეხბურთო სისტემის ჩამოყალიბება(ჩემის აზრით რა თქმა უნდა). ობიექტური კრიტიკა ექსპერტების საქმეა ნამდვილად,მე კი მხოლოდ ერთი რიგითი გულშემატკივარის გადასახედიდან დანახულ რეალობაზე მინდა ყურადღების გამახვილება.

წლების წინ ერთგვარი ტენდენცია არსებობდა საქართველოში:სხვადასხვა ქალაქებსა თუ ადმინისტრაციულ ცენტრებში სპონტანურად შეიქმნებოდა საფეხბურთო კლუბები,ერთი სეზონის განმავლობაში გარკვეულ წარმატებას(ადგილობრივ დონეზე) მიაღწევდა გუნდი და..... მომავალი წლიდან ან სულ დაიშლებოდა ან სხვა რომელიმე ქალაქში გადაინაცვლებდა მთელი კოლექტივი. ადგილობრივი გულშემატკივარი, იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი რჩებოდა.მსგავსი პრობლემა, მესმის რომ ფინანსებთან და რთულ მენეჯმენტთან არის დაკავშირებული,მაგრამ შედეგი ჩემის აზრით ,უფრო მძიმე და სავალალოა.წარმოიდგინეთ, ლონდონის "ჩელსიმ" რომელიმე წარმატების შემდეგ რომ განაცხადოს -ფინანსური კრიზისი გვაქვს და მომავალი წლიდან გუნდი პრემიერლიგაში ვეღარ იასპარეზებს ,საერთოდ თუ არსებობაც არ შეწყვიტაო,რა რეაქცია მოყვება ყოველივე მსგავსს ბრიტანელი გულშემატკივრისაგან.ბევრი ალბათ ირონიით იტყვის: "სად "ჩელსი" და სად, ღარიბი ქართული საკლუბო ფეხბურთი",- მაგრამ პასუხი ისაა რომ ორივე მათგანს საერთო ერთი აქვს -ის, რომ ფეხბურთი მაყურებლისთვისაა შექმნილი და როგორც მომხმარებელი(უკაცრავად ვიწრო ფრაზეოლოგიური გამონათქვამისათვის), დომინანტიც ის უნდა იყოს,ჩვეულებისამებრ.ჩვენთან კი ეს საკითხი სხვაგვარადაა.

ათიოდე წლის,ყველაზე კრიზისულ და პრობლემებით სავსე პერიოდში, ჭიათურაში არსებული ს.კ. <"მაღაროელი" უმაღლეს ლიგაში აღზევდა და ჩემი თვალით მაქვს ნანახი მატჩიდან მატჩამდე გულშემატკივარი თუ ემატებოდა სტადიონს ,თორემ მხარდაჭერა გუნდს იმ სეზონის განმავლობაში არ დაჰკლებია.ჩემთვის უფროსი და საპატივცემულო თაობა ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა ადგილობრივი გუნდის უწინდელ წარმატებებს .მე,კი ერთი კარგად გასახსენებელი მაინც დამრჩა ყველაფრისდა მიუხედავად:-როცა ჭიათურის გუნდმა,ქართული ფეხბურთის ფლანგმანს, ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ თბილისის "დინამოს" პრინციპული და ლამის თანასწორი პაექრობა გაუმართა.

დღეს საქართველოს ჩემპიონატში მიმდინარე მოვლენებს სტატისტიკის სახით თუ გაეცნობა გულშემატკივარი.პირდაპირი რეპორტაჟი რაა,მოკლე ტურის მიმოხილვას ,კოლაჟის სახითაც კი ვეღარ ნახავს მაყურებელი.უფრო მეტიც,რამოდენიმე ხნის წინ სამტრედიის გუნდის მწვრთნელი ამბობდა თავის საგაზეთო ინტერვიუში,მატჩებზე ჩართეთ ტელეკამერები,თორემ მსაჯებმა ბოლომდე გაილაღესო.ეს ამბავიც ალბათ ქართული მენეჯმენტის (საფეხბურთო) "დამსახურებაა".

წამყვან ქართულ სატელევიზიო არხებზე, პრემიერლიგისა, თუ რომელიმე წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის ყურება ნამდვილად კარგია(თუნდაც იმისათვის, რომ ბავშვებს მაინც არ დაავიწყდეთ,რაა ნამდვილი ფეხბურთი),მარგამ საკუთარი ჩემპიონატში ცალი თვალით ხანდახან მაინც რომ ჩაგვაჭყიტონ,არ იქნებოდა ურიგო.ისე ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე ,ამ ხალხს უცხოეთის საფეხბურთო ამბები ასე რომ იზიდავს და საკუთარზე (ეროვნულ ჩემპიონატს ვგულისხმობ) ლამის კომენტარსაც არ აკეთებენ ,მე მგონი ვაჟა-ფშაველას "კოსმოპოლიტიზმი და პატრიტოზმი " ან საერთო არა აქვთ ,ან ძალიან უყურადღებოდ აქვთ წაკითხული.ქართულ კლუბებზე გამახსენდა,- "ზესტაფონი"-"კარპატის" თამაშზე ვიყავი,აფერუმ ზესტაფონს,მინდორზე თავდადება და ტრიბუნაზე მხურვალე გულშემატკივრობა არ განელებულა მთელი მატჩის განმავლობაში.თუმცა, წლების წინ რა აქტიურობაც მაქვს ნანახი ჭიათურის გუნდის თამაშებზე, მსგავს საფეხბურთო კონდიციამდე რომ მიიყვანა ადგილობრივი კლუბი,დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი მაყურებელი და მეტად ომახიანი გულშემატკივრობაც არ მოაკლდება აქაურობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემი უპირველესი გუნდია,ამიტომ ნაკრების სასექტემბრო მატჩზე აღმოჩენილი კურიოზი ,მინდვრის საფარის უხარისხობასთან დაკავშირებით,ჩემთვის სევდის მომგვრელი გამოდგა.ამ მოვლენის კულმინაცია კი ,ფედერაციის წარმომადგენლის სატელევიზიო გამოსვლა იყო,- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების კალენდარული მატჩისათვის სტადიონს მხოლოდ ქირაობს და მინდვრის საფარის ხარისხზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებსო. დალოცვილო,სტადიონის ხარისხი თუ არ გაინტერესებს,ადექი და ჭიათურაში "სპორტკომბინატ მაღაროელის " სტადიონი(ვიცი, რომ ეს ერთ დროს მშვენიერი სპორტული ნაგებობა დღეს ბატონ თემურ მაღრაძის სახელს ატარებს,მაგრამ მაინც ) დაიქირავე, ფეხბუთს მონატრებულ ხალხს ხომ მოიმადლიერებ,თან ნამდვილ ამბიუციურ გულშემატკივარსაც იხილავ.

ჭიათურაში,სამწუხაროდ სტადიონიც რეაბილიტაციას საჭიროებს და საფეხბურთო კლუბიც მძიმე დღეშია.თუმცა ,უფრო მძიმე საკითხავი ისაა,რომ ორიოდე წლის წინ კლუბი "მაღაროელი"(უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული) საერთოდ გაქრა,ლიკვიდირებულ იქნა.დღეს კი აქ მოასპარეზე გუნდი"ჭიათურა"-ს სახელით გამოდის.ოფიციალურად კი "მაღაროელის" ლოგოთი ფიქსირდება. სიმბოლიკას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არცა აქვს ,მარგამ სად წავიდა "მაღაროელი" ,ან "ჭიათურა" რატომ შეიქმნა თავიდან, სულ მცირე -ცნობისათვის მაინცაა საკითხავი.

წლების წინ, ჩემს ბავშვობაში, მახსოვს ერთ-ერთი პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჭიათურაში, ბორის პაიჭაძის სიტყვებით გაიხსნა:"ქართული ფეხბურთის განვითარება ჭიათურის მარგანეცითა და ფოთის პორტით იწყებაო". ამ სიტყვებში ჭეშმარიტების მარცალი რომ არსებობს,ერთი არაოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს(ვინმეს შეიძლება ირონიაც კი გაუჩნდეს,მაგრამ არა უშავს.გადაამოწმონ ბატონო). ქრონოლოგიურ სიზუსტეზე პასუხს თავს ვერ დავდებ,მარგამ ვიცი რომ 1978-79 საფეხბურთო სეზონში ჭიათურის მაღაროელმა "შავგულიძის" თასის (არსებობდა ეგეთი) გათამაშება მოიგო,იმავე წელს კი თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის თასი,რასაც ევროპის თასებზე ტრიუმფალური გამარჯვება მოჰყვა.დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ,კი ოთხმოცდაათიან წლებში,როცა ჭიათურის გუნდი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა ,შესარჩევ გათამაშებაში ეროვნული ნაკრები,ხან მეოთხეადგილოსან ბულგარეთს ამარცხებდა და ხანაც, იტალიას ამწარებდა სასურველი ფრით.ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ადგილობრივ მესვეურთ,თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, ლოკალურ დონეზე არსებული პოტენციალის განვითარების ამბიცია არ ექნა ,დიდ წარმატებაზე ფიქრი ცოტა ნაარდევია. დაბოლოს,დღეს ერთ ერთ-ერთ სპორტულ საიტზე არსებულმა ინფორმაციამ გამაოცა,-ეროვნულ სტადიონს "ჭიათურმანგანუმი" ეყოლებაო...... ჩემი კომენტარი ზედმეტია.

ერთ საათში საქართველო - მალტა დაიწყება .შედეგი წინასწარ. რა თქმა უნდა უცნობია,მარგამ მჯერა ქეცბაიას მსგავსი პროფესიონალი კაცების ამაგი უკვალოდ არ ჩაივლის.

ავტორი - optimus    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon