დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

დიდი დღესასწაული ზემო იმერეთში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში სტუმრობის შემდეგ რამდენიმე კითხვით მივმართეთ დეკანოზ მამა ამირანს (მოდებაძე).

- მამაო, გვიამბეთ პატრიარქის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

- დიდი დღესასწაულის მომსწრეა ჭიათურა- საჩხერის ეპარქია... პატრიარქი მეორედ ესტუმრა ჩვენს ეპარქიას.

პირველად, უწმინდესი 1990 წელს ჩამობრძანდა. მაშინ ჭიათურა და საჩხერე მიწისძვრისგან იყო დაზარალებული... დიდი გაჭირვება იყო...

დღეს, პატრიარქის ჩამობრძანება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავის საიუბილეო დღეებს დაემთხვა. მე მიხარია, რომ დავახვედრეთ განახლებული მონასტრები და ეკლესიები.

ყოველი ჩვენთაგანი დიდი სიყვარულით დახვდა სრულიად საქართველოს კა- თოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჩამობრძანებას... გულით გაიხარა სრულიად ზემო იმერეთმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია მეორე ჭიათურა-საჩხერის ეპარქიას სამი დღით 17, 18, 19 სექტემბერს სტუმრობდა.

- მამაო, რომელი ტაძრები მოილოცა პატრიარქმა ამ სამი დღის განმავლობაში?

- 17 სექტემბერს ჭიათურა-საჩხერის სამღვდელოება მრევლთან ერთად დახვდა მის უწმინდესობას ეპარქიის შემოსასვლელთან და მიაცილეს საჩხერემდე. ამ დღეს მან მოინახულა აკაკი წერეთლის სახლმუზეუმი სხვიტორში.

18 სექტემბერს მისი უწმინდესობა ესტუმრა ჭიათურას, სადაც აკურთხა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი. ამავე დღეს ჭიათურის საეპარქიო სასწავლო ცენტრის გახსნა აკურთხა. ასევე მოილოცა კაცხის მონასტერი, დაათვალიერა მამათა ლავრის მშენებლობა და კაცხის სვეტი.

19 სექტემბერს საჩხერეში წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარში უწმიდესმა წირვა ჩაატარა.

- დაგვლოცეთ მამაო!

- ღმერთი შეგეწიოთ, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა შეწეოდეს ჩვენს ეპარქიასა და სრულიად საქართველოს.

ესაუბრა მარეხ კუპატაძე

P.შ. ზემო იმერეთის მოლოცვისას პატრიარქმა მრავალი საღმრთო საქმე წაიმძღვარა. დალოცა მოსახლეობა, შეეწია ობოლთ და მიუსაფართ... საქართველოს პატრიარქმა დეკანოზი მამა ამირანი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ვულოცავთ!

გაზეთი "ჭიათურა დღეს" #5. 27 სექტემბერი, 2010 წ.

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon