დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

რატომ შეფერხდა გაზის მიწოდება ჭიათურაში

ჭიათურის რაიონს თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაზი არ მიეწოდებოდა,

გათიშვის მიზეზი გაზსადენი მილების რეაბილიტაცია იყო. ამისათვის სააქციო საზოგადოება "სოკარ ჯორჯიამ" გადაწყვიტა ამორტიზებული კომუნიკაციები თანამედროვე,პლასტმასის მილებით შეეცვალა,რაც შეუძლებელი იყო გაზის მიწოდების შეწყვეტის გარეშე.ესეც არ იყოს, მალე ამინდები შეიცვლება და სამუშაოების საშური დღეები სწორედ ახლაა, მითუმეტეს,რომ გაზიფიცირების პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ჭიათურის რაიონში. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გასულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე მნიშვნელოვან დაპირებას შორის `გაზი ყველა სოფელს~ პრიორიტეტი იყო, უკვე დროა ვიკითხოთ, რა კეთდება ამ მხრივ. ამ და სხვა საკითხთან დაკავ- შირებით სააქციო საზოგადოება "ჭიათურგაზის" გენერალურ დირექტორს, ბატონ მერაბ ტეფნაძეს ვესტუმრეთ.

- ბატონო მერაბ, რატომ შეფერხდა გაზის მიწოდება ჭიათურის რაიონში?

- სააქციო საზოგადოება "ჭიათურგაზის" არსებობის მანძილზე, 1972 წლიდან, გაზსადენი მილები მიწაშია დამონტაჟებული, მას შემდეგ საკმაოდ დიდი ხანია გასული, მილები დაზიანდა, ბუნებრივია გაზის დიდ დანაკარგთან გვქონდა საქმე. `სოკარ ჯორჯიამ~ გამოყო გარკვეული ფინანსები ქსელის რეაბილიტაციისათვის და საშუალება მოგვეცა ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები ჩაგვეტარებინა, ამისათვის დრო იყო საჭირო. დაზიანებული ტრასები თანამედროვე პლასტმასის მილებით შევცვალეთ, რომლის დაჟანგვის საშიშროება გამორიცხულია. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს პრობლემა ზაფხულში მოგვეგვარებინა, რადგან ზამთარში, მოსახლეობისთვის აირის გათიშვა ხანგრძლივი დროით არ შეიძლება. დღეს ქალაქის აირის ტრასების 80% აღდგენილია, დაგვრჩა მხოლოდ წინსოფლის კომუნიკაციები, სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს და მისი აღდგენაც მალე დამთავრდება.

- როდის მოგვარდება ჭიათურის რაიონში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები?

- ამჟამად პერევისისა და ითხვისის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც ფირმა "შუქურა" აწარმოებს. "სოკარ ჯორჯიამ" ჩაატარა ტენდერი, სადაც ფირმა `შუქურამ~ გაიმარჯვა და ამიტომაც გაზსადენის მშენებლობა მას დაევალა. მშენებლობის დამთავრებისთანავე ექსპლუატაციის მიზნით გადმოგვცემს ჩვენ. იცით, რომ გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულების ვადა 2013 წელია. 2013 წლისთვის ჭიათურის ყველა სოფლის გაზიფიცირება მოხდება, რისი წინაპირობაც უკვე არსებობს.

ესაუბრა თამარ გაფრინდაშვილი

P.შ. ამ რამდენიმე წლის წინ, როცა `ჭიათურგაზის~ აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები და პარალელურად მოსახლეობის გაზიფიცირება დაიწყო, რაიონის ხელმძღვანელობისა და `ჭიათურგაზის~ გენერალური დირექტორის ძალისხმევით, სხვა რაიონებისგან განსხვავებით გაზის მიყვანა მოსახლემდე საგრძნობლად იაფი იყო. აირის მოხმარების ფასიც მისაღები... მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოს მაშსტაბით და პარალელურად, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ყველაფერი და მათ შორის ბუნებრივი აირიც გაძვირდა... `სოკარ ჯორჯიას~ შემოსვლის შემდეგ, მათ მიერ გაზიფიცირებული აბონენტების აირის შეყვანის და მოხმარების ფასიც გაიზარდა... პარალელურად არ გაძვირებულა ძველი აბონენტების მიერ მოხმარებული აირი, თუმცა ხალხი ბრძენია და მაშინვე იგრძნო, რომ ძველი ფასი დიდხანს არ დარჩებოდა. ამბობენ, 1 ოქტომბრიდან აირის მოხმარების საფასური ერთნაირი იქნებაო ძველი და ახალი აბონენტებისთვის...

"ჭიათურგაზის" გენერალურ დირექტორს მხოლოდ იმიტომ არ დავუსვით კითხვა აირის გაძვირებასთან დაკავშირებით, რომ `წყაროზე~ ნათქვამის არ იყოს, კულუარებში ნათქვამი მართლდება ხოლმე და ჩვენც მეტი რა გზა გვაქვს, უნდა შევეგუოთ... ესეც არ იყოს, ერთ ქალაქში და ერთნაირ პირობებში ვცხოვრობთ და ეს დემოკრატიაა...

გაზეთი ჭიათჲრა დღეს #5 2010 წ 27 სექტემბერი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon