დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ინტერვიუ ფრაქციის ლიდერთან

მზად ვართ ამომრჩეველთა პრობლემების აღმოსაფხვრრელად.....


"ჩვენი რესურსის გამოყენებით, წლების განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი მოსახლეობას,ხალხმა ეს შრომა დამიფასა და დამიდგა გვერდში" - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამაზ სამხარაძემ. რას უნდა ველოდოთ ახალ უმრავლესობაში და რაზე გადაიტანენ ძირითად აქცენტს მომავალი წლის ბიუჯეტში. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი "ჭიათურა დღეს" უმრავლესობის ლიდერს თამაზ სამხარაძეს გაესაუბრა

- ბატონო თამაზ, თქვენ ამომრჩევლის სერიოზული მხარდაჭერით გაიმარჯვეთ 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში. რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

- ჩემთვის ქალაქი უცხო არ იყო. წლების წინ ვმუშაობდი ჭიათურის რაიონის გამგეობაში. ჯერ კიდევ 1991 წელს, როცა პირველი საკრებულოს არჩევნები იყო გავიმარჯვე. გავხდი საკრებულოს მდივანი, მერე რგანის საკრებულოს დეპუტატი, შემდეგ კი გამგებლის პირველი მოადგილე. გამგებლის მოვალეობას ვასრულებდი 1992 წელს, იმ დროს, როდესაც საშინელი მდგომარეობა იყო საქარ- თველოში. თარეშობდნენ სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები, იყო მხედრიონი, აფხაზეთის ომი... იქიდან მოყოლებული საზოგადოება ახლოს მიცნობს. შემდეგ გარკვეული პერიოდი მე გადავედი თბილისში, ვმუშაობდი საგადასახადო ინსპექციაში ვაკის რაიონში. 2004 წელს კი დავბრუნდი ჭიათურაში და გავაგრძელე მუშაობა. ამ წლების განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი მოსახლეობას. ხალხმა დამიფასა ეს შრომა და დამიდგა გვერდით. ეს იყო ჩემი გამარჯვება, როგორც ჩემს სოფელში დეპუტატად, ასევე ერთხმად ამირჩიეს უმრავლესობის ლიდერად. მადლობელი ვარ იმ ხალხის, რომლებმაც მე დამიჭირეს მხარი, რომლებიც სიმართლეს, შრომასა და თავდადებას უჭერენ მხარს.

- წინა საკრებულოში ნაციონალების სიით გასულმა საკრებულოს წევრებმა ერთად ყოფნა ვერ შეძლეს და როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, არამარტო ცალკეულ დაჯგუფებებად დაიშალნენ, არამედ ზოგიერთმა პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. ამ თვალსაზრისით, რას უნდა ველოდოთ ახლანდელ უმრავლესობაში?

- წინა საკრებულოც ნაყოფიერად მუშაობდა. შესაძლოა მოხდა, რაღაც გაურკვევლობა... ეს მათი საქმეა. უმრავლესობას ახალ საკრებულოსთან თითქმის ყოველ კვირაში გვაქვს შეხვედრა. თუ რაიმე პრობლემაა, ერთად განვიხილავთ. ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს. მე მიმაჩნია, რომ არავის აზრი არ უნდა დარ- ჩეს უყურადღებოდ. ჩემი სურვილია მქონდეს კონტაქტი ყველა დეპუტატთან და არამარტო მათთან, არამედ ოპოზიციასთანაც. ჩვენ ვუსმენთ ოპოზიციას და თუ მათი აზრი გასათვალისწინებელია, უნდა გავითვალისწინოთ. უმრავლესობაში ჯერჯერობით სიმშვიდეა და სიმშვიდე იქნება, მაგრამ გამონაკლისი ყველაფერშია... თუ ვინმე განაწყენდება და გაუჩნდება აგრესია, ამაზე თავს ვერავინ დავდებთ. ეს უკვე მათი პრობლემა იქნება.

- რა საკითხებით იყო დაკავებული უმრავლესობა ზაფხულის თვეებში?

- არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა საკრებულო, შეიქმნა კომისიები. ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო. საკრებულომ მა- ჟორიტარ დეპუტატებთან და პარტიების თავმჯდომარეებთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება შეხვედროდნენ მოსახლეობას არა მხოლოდ მაშინ, როცა არჩევნებია, არამედ მუდმივად. ჩვენ უნდა ვინტერესდებოდეთ მოსახლეობით. დავიწყეთ მოსახლეობის პრობლემების შესწავლა, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. ადგილზე გავეცანით ახალ პრობლემებს. შეხვედრისას გამოიკვეთა მთავარ პრობლემად გზა და წყალი. მართალია გვალვები იყო, მაგრამ მხოლოდ გვალვების გამო არ არის გამოწვეული სასმელი წყლის შეფერხება. მოსახლეობიდან წამოვიდა მესიჯი და მომდევნო წლის ბიუჯეტში ძირითად ორიენტაციას მივიტანთ წყლის პრობლემის მოგვარებაზე, გზების პრობლემაზე, ქალაქში მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვაზე, ამის პარალელურად ყურადღება აუცილებლად მიექცევა კულტმასობრივ და სპორტულ ღონისძიებებს. მოსახლეობა რა პრობლემებსაც დააყენებს, ჩვენ უპირობოდ დავუ- ჭერთ მხარს იმ პრობლემების აღმოფხვრას. მათ მიერ დასმული ნებისმიერი საკითხი გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი. ცენტრალური ხელისუფლებაც ამ პოლიტიკას ატარებს, გვავალებს ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან. გამგეობა და საკრებულო კი მზად ვართ ხალხის პრობლემის გადასაწყვეტად.

- როგორც ცნობილი გახდა, თქვენი სიით გასული საკრებულოს 2 წევრი სხვა ფრაქციაში გაერთიანდა. სანამ მათ ვკითხავთ ამის შესახებ, თუ შეიძლება, გვითხარით ეს მათი პოლიტიკური ორიენტაციის ცვლა იყო, თუ მაჟორიტარებისათვის ახლობელი პრობლემების უკეთ გადაწყვეტისთვის მოიმოქმედეს?

- მაჟორიტარი დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა გამოხატა სურვილი და შექმნეს ფრაქცია `მაჟორიტარი~. ეს სულაც არ ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. ჩვენ ამის გამო არ გვქონია პრობლემა, ისინი ახლაც თანამშრომლობენ ჩვენთან. ეს დემოკრატიაა...

საუბრა თამთა ასანიძე

  27 სექტემბერი, 2010 წ.  #5 გაზეთი ჭიათურა დღეს

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon