დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სიცოცხლე გალობს

"ნიჯარების დედოფალი" დავარქვი მაია ტყემალაძეს,როცა პირველად მისი საოცარი ნამუშევრები ვნახე

:ვიწამე ,რომ ადამიანი ,მართლაც უფლის ხატებად შექმნილა თავისი უკიდეგანო ფანტაზიით;რომ მართლაც ზეცით მოსული ნათელია ის მშვენიერება ,რასაც მაიკოს გონება და ფაქიზი თითები ქმნის.


ჭიათურაზე და თავის სოფელ ჭილოვანზე უზომოდ შეყვარებულს,არაერთი ლამაზი ლექსი და მოთხრობა შეუქმნია მათზე.მაიას ერთერთი მოთხრობა " ბატონების დედა" ახლახან გამოცემულ უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიაშიც შევიდა.

თავისი მშობლიური მხარის და ქვეყნის სიყვარულითაა,რომ შეუძლია ბუნებიტ ,ფაქიზს,ღვთის მოშიშს ,ირგვლივ მხოლოდ სიკეთე ,სიწმინდე მშვენიერება დაინახოს და თესოს.

მაიკოს ხელში ყველაფერი სულს იდგამს :ცისფერი ატლასის ნაჭრიდან "გამოპუწული" ძაფები,ხან ზღვსი ტალღებია ,ხან ცის ტატნობი.მზის სხივებად ქცეულა ნარინჟისფერი ატლასი;მისი სოფლის მინდვრებში მოგროვილი,იშვიათი ხოხბის საკენკარა (რომელსაც "ნატვრისა და ოცნებების ასრულების მცენარეს " უწოდებენ) მაიკოს ნაშრომებში ,ხან უვავილებად ქცეულა ,ხან ზღვის სანაპიროს ქვიშად.

ფერად -ფერადი მძივებით მოფუჩქულ საყვავილეებზე,დოქებზე,ჩაიდნებსა თუ ქოთნებზე ისეთი ლამაზი ყვავილებიწამოსკუპულან გაოცდებით.აქვეა ფაქიზად შესრულებული შანდლები. და ნიჯარები,ზღვისა, თუ ხმელეთის საოცარი ნიჟარები!...

მაიას ნამუშევრები უკვე თორმეტჯერ იწონებდნენ თავს სხვადასხვა ქალაქის საგამოფენო დარბაზებში და ყველგან ერთნაირი მოწონება დაიმსახურეს.

ახლახანს მაია ტყემალაძე ასოციაცია"ჭიათურელმა" , 2010 "წლის ჭიათურელად" აღიარა...


ვებ გვერდისათვის იზა სხირტლაძე



ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon