დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

"ოტია იოსელიანი ჩემთვის სამშობლოა"

შემოდგომის თბილ სიოს ეროვნული ფესვებიდან ამოფრქვეული საამო სურნელი მოჰქონდა და ქართული სიტყვა

არტახებიდან დახსნილივით ზეიმობდა.25 ნოემბერს,ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლაში გამართული უმშვენიერესი საღამოს ყველა მონაწილე ცდილობდა ,მართებული ქართულით ესაუბრა,რადგან ღონისძიების სტუმარი ენის, მამულის სარწმუნოების სადარაჯოზე სიტყვის მახვილით შემართული ჭეშმარიტი მამულიშვილი,უსაყვარლესი მწერალი ოტია იოსელიანი იყო.


ჰო,პატარა ქალაქს თვალისჩინივით მოსაფერებელი სტუმარი ჰყავდა.იმ დღეს ბევრს აუხდა ოცნება.ჭეშმარიტ,მართალ სიტყვას მონატრებულმა ადამიანებმა საკუთარი თვალით იხილეს ცოცხალი მწერალი.

სტუმრობამდე კი?!

მრავალ წარმატებას მიღწეულმა,აღსაზრდელების გულის მესაიდუმლე გულის მესაიდუმლე,უსათნოესმა პედაგოგმა ნანა ბურძენიძემ,ერთი წლის წინ,მესამეკლასელებს მშვენიერი მოთხრობა "ზღარბი და ჟირაფი" შეასწავლა.საოცნებო სტუმრის მოწვევის იდეაც მაშინ ჩაისახა.ჩანაფიქრი სკოლის დირექტორს,ირინა პაპიძეს გაანდო და მისი ყოველმხრივი მხარდაჭერით,პედაგოგების თანადგომით ნაოცნებარი ასრულდა.როდესაც ბატონ ოტიას მოკრძალებით გაუმხილეს სურვილი სკოლაში მოწვევის შესახებ,მუდამ მოუცლელმა და საქმიანმა მწერალმა უყოყმანოდ უთხრა:"ბავშვებისათვის თუნდ ცხრა მთას იქით წავალო".

და, მობრძანდა! ყველასაგან გამორჩეული.განუყრელი ჩიბუხით,ფიქრიანი მზერით,უთბილესი გულით,ვისთვის სალბუნი,ვისთვის მახვილივით სიტყვით....

თვალებგაცისკროვნებულები შესციცინებდნენ მეოთხეკლასელები სანატრელ სტუმარს,თრთოდნენ კიდეც.ხუმრობა ხომ არ იყო ,გაკვეთილზე მწერალი ოტია იოსელიანი ესწრებოდათ.პატარებმა, ასაკის შესაბამისად,მწერლის შემოქმედების შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს.საპატიო სტუმარს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს,მერე სულგანაბულები უსმენდნენ,ცდილობდნენ შეესრუტათ მისი ნაუბარი. და ბოლოს,როდესაც ავტორის ხელწერით დამშვენებულ,მათთვის განკუთვნილ,წიგნებს სათუთად შეეხენ, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა."დღევანდელი დღე უბედნიერესი იქნება ჩემთვის და ჩემი პატარებისათვის.მჯერა, მოგვიანებით ისინი თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს უამბობენ ამ უმშვენიერეს დღეზე"-აღნიშნა აღსაზრდელებივით თვალებგაბრწყინებულმა ნანა მასწავლებელმა.

საკლასო ოთახიდან ბატონმა ოტიამ დარბაზში გადაინაცვლა,მოლოდინით აღსავსე ადამიანები მას უდიდესი სიყვარულით შეეგებნენ.მწერლისადმი მიძღვნილ საღამოზე ისაუბრეს მის მიერ შექმნილი,ყველა პატარასათვის საყვარელი ნაირფერადი ზღაპრების,ცხოვრებისეული ცხოვრებისეული სიბრძნით გაჟღენთილი ნაწარმოებების,შესანიშნავი დრამატურგიის,პოეზიის შესახებ.იყო ლამაზი მოგონებები.ღონისძიება მრავლისდამტევი აღმოჩნდა და სტუმარ-მასპინძელთა გულებში საოცრად დათბა. მეოთხეკლასელებამა საყვარელ სტუმარს პატარა წისქვილი უსახსოვრეს,პედაგოგმა გურამ ბრეგვაძემ კი სკოლის სახელოსნოში თავისი ხელით,რუდუნებით გაკეთებული ჩიბუხი უსაჩუქრა.პოეტმა დარეჯან ხვედელიძემ საყვარელ მწერალს ლექსი მიუძღვნა.ბოლოს,საზოგადოების წინაშე თავად ბატონი ოტია წარსდგა.არავის უნდოდა სისადავით,უბრალოებით აღსავსე,დიდებულ სტუმართან განშორება. 

"ვასწავლოთ ბავშვებს,რომ სამშობლო უძვირფასესი საუნჯეა,ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა,ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს, და, რომ ,განათლების უპირველესი წყარო წიგნია.შთავუნერგოთ ბავშვებს წიგნის სიყვარული,ტრადიციების ერთგულება,ეროვნული საუნჯის გაფრთხილება"-ესაა ბატონი ოტიას შეგონება,ამას თვლის პედაგოგების,მშობლების,საზოგადოების წმიდათაწმიდა მოვალეობად...

საღამოზე დამსწრე საზოგადოების სახელით,მინდა მადლობა გადავუხადო მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს,პედაგოგებს, მეოთხეკლასელებს და მათ საყვარელ აღმზრდელს,უშრეტი ენერგიით აღსავსე ნანა მასწავლებელს,რომ დაუვიწყარი ლამაზი საღამოს თანამონაწილენი გაგვხადეს.

უდიდესი მადლობა თქვენ ბატონო ოტია!

გვიყვარს სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით აღსავსე თქვენი ბაჯაღლო გული,ლოცვისას ჩამოგორებული გულწრფელი ცრემლი,გვიყვარს თქვენი გონებიდან ნაჟური ქათქათა ფურცლებთან კალამმომარჯვებული სუფთა თითები,მშობლიური მიწით გაზიტნული თქვენი ნაჯაფი ხელებიც გვიყვარს...

თქვენისთანა კაცისათვის 80 წელი აბა რაა!ხომ გვყავდა საუკუნეს გადაცილებული ქალი-ლეგენდა-მარიკა ბარათაშვილი,რომელმაც 101 წლისამ შექმნა ლექსი შედევრი. იმ ასაკამდე თქვენ კიდევ ბევრი წელი გაქვთ.მამულიშვილთა გასახარად დიდხანს გეცოცხლოთ,გეღვაწოთ,ბევრი შედევრი შეგექმნათ,თქვენ მამულს სჭირდებით,ბატონო ოტია!

სამშობლო კაცით არის,სინდის-ნამუსიანი,გონიერი,ჭკვიანი,ნიჭიერი,მორწმუნე კაცით.საბედნიეროდ,ასეთი კაცები ჯერ კიდევ გვყავს.მათ შორის თქვენ ერთ-ერთი უპირველესთაგანი ბრძანდებით.ამიტომ აღმოხდა თქვენთან შეხვედრის მოლოდინით თვალებ გაბრწყინებულ პედაგოგს,ინგა ბარბაქაძეს:"ოტია იოსელიანი ჩემთვის,ჩემი სამშობლოა,მასთან შეხვედრაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდიო"


მაია ტყემალაძე




ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon