დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ზვიად სიჭინავამ ზემო იმერეთი ნახა და შეაფასა

მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი გახდა,

ჭიათურას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ სტუმრებია. ეს ცუდი ტრადიცია ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 2010 წლის ოთხ დეკემბერს დაარღვია.


სიჭინავასთან ერთად, ჭიათურაში, იმერეთის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი მანაგაძეც იმყოფებოდა. სიჭინავას თქმით, მისი ამ რეგიონში სტუმრობის მთავარი მიზეზი ინფრასტრუქტურის გაცნობაა - ის, თუ როგორ პირობებში ვარჯიშობენ მომავალი ფეხბურთელები. მანვე აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონიდან ყველაზე მეტი ბავშვი იყო ჩართული ფესტივალში, რომელიც ცოტა ხნის წინათ, თბილისში ჩატარდა. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან, ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების ლიცენზირებას იწყებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ბუნებრივია, ინფრასტრუქტურას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

ჭიათურის “თემურ მაღრაძის” სტადიონის გაზონი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და აუცილებლად საჭიროებს გამოცვლას, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჭიათურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ჩიკვილაძემ სიჭინავასთან საუბარში აღნიშნა, რომ რაიონის ხელმძღანელობა მზადაა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გაატაროს ღონისძიებები და ამ ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა განავითაროს. ფედერაციის პრეზიდენტი ჭიათურელებს დაჰპირდა, რომ შეძლებისდაგვარად გვერდით ამოუდგება მათ. სიჭინავამ ჭიათურაში ახლადაშენებული მინი-სტადიონიც მოინახულა, ამის შემდეგ, ნაგუთის სტადიონზე გადაინაცვლეს, რომელიც ჭიათურის საფეხბურთო სკოლას ეკუთნის. იქ იზრდება მომავალი თაობა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ სტადიონზე მინდვრის საფარი კატასტროფულ მდგომარეობაშია, რაც ბუნდოვანს ხდის იქ აღზრდილ მოზარდთა პერსპექტივას. ასეთ მოედანზე ბურთის დამორჩილებაც უძნელესია, რაიმეს დახვეწაზე საუბარი კი უკვე ზედმეტია

.

სიჭინავამ ზემოიმერლებს დაპირებები მისცა - მან თქვა, რომ თებერვალში ფეხბურთის ფედერაცია მინდვრის მოვლისათვის აუცილებელ ტექნიკას შეიძენს და ჭიათურელებსაც დაახმარს. სიჭინავამ ჭიათურის საფეხბურთო სკოლას 10 ბურთი აჩუქა, რაიონის ხელმძღვანელებს კი, ეროვნული ნაკრების მაისურები უსახსოვრა.

სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, 16 დეკემბერს თბილისში უეფას წარმომადგენელი ჯოზეფ მაფსუდი ჩამოდის, რომელთანაც ‘მიხეილ მესხის” სტადიონის სრულ რეკონსტრუქციაზე იქნება მსჯელობა. “მიხეილ მესხზე” ამჟამად დამონტაჟებული 25 000 სკამი მოიხსნება და სხვადასხვა რაიონებზე გადანაწილდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჭიათურის “თემურ მაღრაძის” სტადიონს 3-4 ათას სკამს გადასცემს საჩუქრად.

ჭიათურიდან სიჭინავა ტყიბულში გაემგზავრა. ამ დღეეებში კი, კიდევ რამდენიმე რეგიონს ეწვევა.

ნუკრი ლოლაძე

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon