დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

მარიკა ბარათაშვილი

მარიკა ბარათაშვილი დაიბადა 1908 წლის 7 აპრილს, ჭიათურაში.

იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1945 წელს დაასრულა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1965 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "საქართველოს ქალს" და ის ქართველ ბანოვანთა საყვარელ ჟურნალად, მათ ერთგულ მრჩევლად და მეგობრად აქცია.

მარიკა ბარათაშვილი უნაზესი და უფაქიზესი ლირიკოსი გახლდათ. ქართველ მკითხველს ხიბლავდა მოქალაქეობრივი ჟღერადობით და სიცოცხლის რწმენით, ჭეშმარიტი მელოდიურობით განმსჭვალული მისი ლექსები, რომელთაგან არაერთი სიმღერად გარდაისახა. "საპოვნელას" კი, ზღაპრული იმერეთის ფერადებით შექმნილ გაუხუნარ შედევრს მთელი საქართველო მღეროდა და მღერის, მღერის ისეთივე გზნებითა და გატაცებით, როგორც "სულიკოსა" და "ციცინათელას"...

ქალბატონ მარიკას უყურადღებოდ არც ნორჩი მკითხველები დაუტოვებია. პატარების საყვარელ წიგნებად იქცა მისი საყმაწვილო ლექსებისა და პოემების კრებულები "ნანული", "საქმის კაცი", "ყაჩაღანა", "თინა და ჭიანჭველები".

მარიკა ბარათაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო ეროვნული დრამატურგიის წინსვლასა და განვითარებას. მისი პიესები "ჩემი ყვავილეთი", "სართულები", "ფრთხილად, სასიკვდილოა!", "ჩქარი მატარებელი", "სიყვარულის წისქვილი" წარმატებით იდგმებოდა ქართულ თეატრებში. და მაინც, ყველაზე დიდი შემოქმედებითი გამარჯვება მწერალს "მარინემ" მოუპოვა, რომელიც უცხოეთის თითქმის ორასამდე თეატრის სცენაზე დაიდგა. ეს პიესა ითარგმნა და ცალკე წიგნებად გამოიცა ესპანურ, იტალიურ, უკრაინულ, ჩინურ, რუმინულ, ბულგარულ, რუსულ, პოლონურ, უნგრულ, ჩეხურ ენებზე, მისი მიხედვით დაიწერა ოპერა და მუსიკალური კომედია, შეიქმნა მხატვრული ფილმი "ჭრიჭინა", რომელიც დღემდე დიდ სიხარულს ანიჭებს მაყურებელს.

მარიკა ბარათაშვილი სრულიად სამართლიანად ატარებდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდებას. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები. მის არაერთ სამთავრობო ჯილდოს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ღირსების ორდენს.

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon