დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ღ ვ თ ი უ რ ი მ ა დ ლ ი ს გ ა მ ო ნ ა შ უ ქ ი

როდესაც ჩვენ ვხვდებოდით ეპარქიაში შემობრძანებისას ჩვენს სულიერ მამას,

"უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენ ვიხილეთ ნიშანი უფლისა, რომ ჭეშმარიტად, მისი შემობრძანება ზემო იმერეთში, იყო უდიდესი წყალობის გამოვლინება, არა მარტო ზემო იმერეთზე, არამედ სრულიად საქართველოზე, რადგანაც ერთმანეთის შესახვედრად, სულიერად შესახვედრად ემზადებოდნენ დიდი აკაკი და ჩვენი პატრიარქი დიდი ილია..."

მიტროპოლიტი დანიელი

რა ღვთიური მადლი აქვს!..

მისი ლოცვა-კურთხევა ყველაზე ნაყოფიერი და დამაპურებელი საგზალია, მისი ბუნჩულა ხელების შეხება მთელ არსებას გითბობს, გულიდან გამონაშუქი _ მზესავით გესალბუნება, გაღიმება-იმედით გმოსავს.

ქადაგებს და გარშემო საოცარი სიყვარული მეფობს, იმ დროს შენც ყველა და ყველაფერი გიყვარს, მიწიერი ტკივილები გიყუჩდება, სულიერად მაღლდები!

რა ღვთიური მადლი აქვს, რა უფლისეული ძალა! ბრძენია. კლდეა-მყარი, ძლიერი, ბობოქარი ქარიშხლისას რომ გიცავს, გეიმედება. ჩვილი ბავშვიცაა _ სპეტაკი, უმანკო, სულ რომ გინდა მოეფერო, სულ რომ ნატრობ, არაფერი ეტკინოს, არავინ და არაფერმა ავნოს...

ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი მწყემსი _ მამა ჰყავს. რა ბედნიერებაა, რომ მისი თანამედროვენი ვართ!

ისტორია ლამაზად შემოინახავს საოცრად ნათელ სამ დღეს, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი…ილია II ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას სტუმრობდა.

დიდი აკაკის კუთხის შვილები ფაქიზად გადაშლიან ისტორიის იმ გვერდებს, რომლებიც პატრიარქის ნაბიჯებს ადევნებული ხალხის აღმაფრენას, მხურვალე გულებიდან ამოფრქვეულ სიყვარულს ასახავს.

აკაკის მადლით

"აკაკი არის საქართველოს წინაშე ანთებული სანთელი, რომელიც არასდროს არ დაიშრიტება". _ ბრძანა პატრიარქმა.

სწორედ უფლის ნებით, "ანთებული სანთლის" გამონაშუქი გზით მობრძანდა უწმინდესი "საქართველოს ბულბულის" 170 წლის იუბილეზე და მოგვიტანა იმედი, ერ- თობა, უფლისეული სიყვარული.

მადლობა ცხუმ-აფხაზეთისა და ჭია- თურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს, რომლის გულისხმევითაც ზემო იმერეთის მკვიდრთ დაუვიწყარი დღეები გვერგო, მადლობა ყველას, ვინც მცდელობა არ დაიშურა, უძვირფასესი სტუმრისთვის იმერული, ალალი სიყვარული, სტუმართმოყვარეობა ეჩვენებინა.

აკაკის მადლით, მრავალი სიკეთე ამზიანებულა, კვლავაც მრავალი ამზიანდება.

უწმინდესის შემობრძანება ეპარქიაში 17 სექტემბერი.

ულამაზესი ცა-ფირუზი დაჰნათოდა საჩხერის თვალწარმტაც მიდამოებს, ჯვრისწერის მოლოდინში გაბრწყინებული ქალწულივით იღიმოდა შუადღის მზე, პატრიარქის ნატერფალების ამბორსაყოფად, მოლოდინით გარინდულიყო ხმელეთ-ზურმუხტი.

მოისწრაფოდნენ ადამიანები. როგორც ურწყულს წყარო, ისე მოწყურებოდათ უწმინდესის ხილვა, ვით ერთი ყლუპი უკვდავების წყალი, ისე უნდოდათ პატრიარქის დალოცვა.

იმ დროს, თითქოს მათი ბედ-იღბალი უწმინდესთან შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. ხატებით, ბაირაღებით, ჯვრებით უამრავი ადამიანი შეკრებილიყო სოფელ კორბოულის შემოსასვლელთან.


სწორედ აქ, ხალხი მოწმე გახდა ხილული სასწაულისა, რომელის შესახებ, ცოტა მოგვიანებით, მეუფე დანიელმა ბრ- ძანა: `"ვიდრე უწმინდესი სოფელ კორბოულში შემობრძანდებოდა, იმ მრავალ ათეულ ხატთაგან, რომელიც მრევლს და სასულიერო პირებს ხელთ ეპყრათ, ოთხ ხატზე: კაცხის მაცხოვრის ხატზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმ- შობლის ხატზე, მსწრაფლ- შემსმენელ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატზე და წმინდა გიორგის ხატზე ზე- თოვანი წვეთები გაჩნდა.

ხატები მთლიანად დაიცვარა და წვეთები ხატებს სხივებად ჩამოდიოდა. ჩვენ ვიხილეთ ეს, იხილა ჩვენმა პატრიარქმა.

ეს არის ნიშანი დიდი მადლისა, რომელიც გადმოდიოდა ჩვენზედა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ეს მადლი დავიტიოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ მადლმა თავისი ნაყოფი გამოიღოს?! ამისთვის საჭიროა:

პირველი: გავუხსნათ გული ამ მადლს, ამ ღვთის წყალობას. დავინახოთ, როგორი მოწყალეა უფალი ჩვენზედა, როგორ უხვად გვიგზავნის თავის სიყვარულს და ამისთვის საჭიროა განვიწმინდოთ ჩვენი გულები ავადმყოფობისგან, მცირედმორწმუნეობისგან, გულგრილობისგან, განკითხვისგან, აღვივსოთ სარწმუნოებით, დიდი იმედით და სასოებით, დიდი სიყვარულით და დიდი მიტევებით..."

მომხდარი სასწულით განცვიფრებული ადამიანებიდან ზოგიერთს წილად ხვდა ბედნიერება, ახლოს შეხვედროდა ეპარქიაში შემობრძანებულ პატრიარქს და მისგან ლოცვა-კურთხევა მიეღო, ბევრმა მხოლოდ შორიდან მოკრა თვალი უწმინდესს, მეტმა ნაწილმა ესეც ვერ მოახერხა, მაგრამ უნეტარესის ჩამობრძანებით მოტანილი მადლი ყველას სულებში განეფინა.


სადაც დაირწა პატარა აკვანი

უწმინდესმა ფეხი დააბიჯა სხვიტორის მადლიან მიწას, ადგილს სადაც დაირწა "უგვირგვინო მეფის" პატარა აკვანი.

ერისათვის სანთლად ანთილი ორი ადამიანის ნატერფალები ერთურთს შეერწყა.

"სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე-მოკლე პატრუქი, ნათელი-ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი."

აკაკის ეს სიტყვები როგორ ესადაგება ორ სხივოსან პიროვნებას, ორ ღვთიურ იმედს...

როგორც ყველგან, სხვიტორის მიწაზეც უდიდესი სიყვარულით შეეგებნენ პატრიარქს, რომლის უზადო ღიმილი ყველას სწვდებოდა, ყველას ათბუნებდა.

პატრიაქის დასახვედრად მომზადებული მშვენიერი ღონისძიების მონაწილენი გრძნობდნენ, უიშვიათესი სტუმარი სწვეოდათ და გულათრთოლებულნი "საქართველოს ბულბულის" ეზოს ბულბულისეული ტკბილხმოვანებით ავსებდნენ.

უნეტარესმა ფეხაკრეფით, გარინდულმა მოიარა აკაკისეული სახლის ოთახები.

მზერით ყოველივეს ეფერებოდა. "უგვირგვინო მეფის" საწოლთან შეყოვნდა, ჯვარი გადასახა.


ნეტავი რას ფიქრობდა აკაკის პატარა აკვანის ხილვისას?! იქნებ, წამიერად, თავის სანატრელ ბავშვობაში გადასახლდა უნეტარესი, ან, იქნებ, რუსთაველისადმი მიძღვნილი აკაკის ლექსის სტრიქონები აგონდებოდა, ეგრერიგად რომ ესადაგება თავად აკაკის: "შენ ნიშნად უკვდავებისა ერს მოვლენილხარ განგებით..."

და განა მარტო აკაკის?!

მგოსანმა, დიდი ხნის წინათ, ეს სიტყვები თითქოს წინასწარმეტყველებასავით აღმოთქვა ჩვენი უზენაესი პატრიარქისადმი.

ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის თავდადებული, ერის კეთილდღეობისთვის გულანთებული ორი უბადლო ერისშვილი, სხვადასხვა დროში მოღვაწენი, ერთმანეთის მსგავსნი, ერთურთს შეხვდნენ, ვით თანამედროვენი

მაია ტყემალაძე

გაზეთი "საშევარდნო" 2010 წლის ნოემბერ დეკემბერი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon