დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

დღევანდელ დღესა არ ძალმიძს არ ჟღერდეს ჩემი ფანდური

მოგვიყვანა ბევრ სტუმარი, მოგვიტანა ზღვა სიხარული

საჩხერის ხელისუფალთა და მათ გვერდით მდგომი კეთილი ნების ადამიანთა ერ თობლივი ძალისხმევით, დიდი მგოსნის _ "საქართველის ბულბულის" 170 წლის იუბილე უთუოდ ღირსეულად აღინიშნებოდა. მაგრამ ამ ღირსსახსოვარ თარიღს უწმინდესის სტუმრობამ სულ სხვაგვარი, ღვთიური მადლი მოჰფინა. ერის სულიერი მწყემსის ჩამობრძანებამ განაპირობა, რომ საჩხერეს ერთდროულად შვიდი ეპისკოპოსი და მრავალი მღვდელმსახური ეწვია. დიდი აკაკის კუთხეს ასევე მრავლად სტუმრობდნენ ცნობილი საერო მოღვაწენი. მათ შორის იყო მსოფლიში განთქმული ტენორი, უდიდესი ქველმოქმედი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი პაატა ბურჭულაძე.

უწმინდესის ჩამობრძანებამ ზღვა სიხარული მოიტანა, ყველას გული აამზიანა, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა გაიხარეს, მოულოდნელად ჯილდოები და საჩუქრები რომ მიიღეს. წმინდა ნინოს ეკლესიაში აღვლენილი წირვის შემდეგ, უწმინდესმა იქ შეკრებილ ადამიანებს საზეიმოდ ამცნო, რომ დეკანოზი დავით კაციტაძე ჯილდოვდებოდა მეორე დამ- შვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მამა დავითი 30 წლის განმავლობაში ერთგულად, უდრტვინველად ეზიდებოდა წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღოლის საპატიო, და მაინც, ძნელად ასაზიდ ტვირთს. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ყველამ, და განსაკუთრებით მამა დავითმა, გაიხარა. ასევე უდიდესი სიხარული განიცადა საჩხერის მა ჟორიტარმა დეპუტატმა, სამსონ ქუ თათელაძემ. საერო და საეკლესიო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის პატრიარქმა მას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. გულისამაჩვილებელი განცდა იყო, როდესაც ერის სულიერმა მწყემსმა, სამშობლოს დასაცავად გულანთებულ ვაჟკაცებს –საჩხერის სამ თო მომზადების სკოლის ჯარისკაცებსა და მათ მეთაურს ვერცხლის სამაჯურები და წიგნები უსახსოვრა. იმ დღეს ჯარისკაცების სული სულ სხვაგვარად გაფაქიზდა, მათ გულებში სხვაგვარი, უფლისეული სიყვარული ჩაბუდდა. ძალასთან დამყნობილი სულიერი სიფაქიზე ხომ დიდი გამარჯვების საწინდარია.

და კიდევ, როგორც აკაკი ბრძანებს: "ყველაზე დიდი ეკალი უთანხმოება არის, ის უთანხმოება, რომელიც ასუსტებს ხალხის ძალას". მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება იღვწის, რომ მომაკვდინებელი ეკალი ერის სხეულიდან როგორმე ამოიღოს და ადამიანები სიყვარულით შეაკავ შიროს.

ერის

სულიერი მწყემსი ჭიათურაში

18 სექტემბერი. საჩხერიდან უწმინდესი ჭია თურისკენ გამოემგზავრა. სამანქანო გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყვნენ ადამიანები, რომლებსაც მიეტოვებინათ ყველა საქმე და პატრიარქთან შესახვედრად დილაადრიან გამოსულიყვნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ჩიკვილაძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ უზენაეს სტუმარს ქალაქი საკადრისად დახვედროდა.

მღვიმევის უძველესი მონასტრის დაბლა, სამანქანო გზაზე, უწმინდესს მონასტრის მოძღვრები და იქ მოღვაწე დედები მოელოდნენ. მონაზვნები, მონასტრიდან თითქმის არ გამოდიან, მაგრამ ის დღე სხვაგვარი იყო, ისინი უსაყვარლეს პატრიარქს ხვდებოდნენ. იქვე, გზის ორივე მხარეს, ხატებით, ჯვრებით, ბაირაღებით, მრევლი ჩამწკრივებულიყო. და, აი, სანატრელი წუთები. პატრიარქი გამოჩნდა. სიხარულით აღმაფრენა. უწმინდესმა ირგვლივმყოფთ ჯვარი გადასახა და ყველანი დიდი სიყვარულით დალოცა. მრავალსაუკუნოვანი მონასტერი, ათასწლოვანი კლდეები, საზეიმო წუთების უტყვი მოწმენი გახდნენ. პატრიარქი განსაკუთრბული სიყვარულით მიეფერა, ლოცვა-კურთხევა მოჰმადლა მისთვის ძალიან ახლობელ დედებს, რომლებიც უწმინდესი პატრიარქის კურთხევით ჩამობრძანდნენ მღვიმევის დედათა მონასტერში და უდიდესი სიყვარულითა და მადლით აღავსეს ეს პატარა ქალაქი.

უკან დარჩა უძველესი მონასტერი. უწმინდესი ჭიათურის ცენტრს მიუახლოვდა. ირგვლივ გაბრწყინებული სახეები, სიხარულით ცრემლმოდენილი თვალებია. რამოდენა სიხარულის მატარებელი ყოფილა სხვა დროს მოწყენილ სახიანი ადამიანები, რამდენი ხალხი თავმოყრილა ჭიათურაში, სოფლებიდანაც მრავლად ჩამოსულან, ნებაყოფლობით მიუტოვებიათ ყველა საქმე და მის უწმინდესობას- თან შესაგებებლად ქუჩები გაუვსიათ, იჩქარიან იქით, სადაც ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ, ხალხის უსაყვარლესმა მღველმთავარმა (აწ გარდაცვლილმა), მეუფე კონსტანტინემ (მელიქიძე), რომელიც იმ დროს მარგვეთის ეპარქიას განაგებდა, ტა- ძრის ასაშენებელი ადგილი აკურთხა. მერე მეუფე დანიელმა იზრუნა, მცდელობა არ დააკლო ამ დიადი საქმის აღსასრულებლად. და, აი, კეთილი დასაწყისის კეთილი გაგრძელება, უწმინდესი ტაძრის საძირკველს აკურთხებს. აქ, ერის სულიერი მწყემსის ლოცვის მადლით, მორწმუნე ადამიანების ლოცვითა და მონდომებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უმშვენიერესი ტაძარი აიგება, სხვაგვარი მადლი დაივანებს ჭიათურაში, ჭეშმარიტი რწმენა კიდევ უფრო გაღვივდება, უწმინდესის ნატერფალები ამ ადგილს სამუდამოდ დარჩება.

პატრიარქმა ეკლესია-მონასტრების დახმარებისათვის, ეკლესიების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორს აკაკი გურჯიძეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმიდა გიორგის ორდენი გადასცა. იყო საოცარი წუთები. ყველას უნდოდა პატრიარქისთვის შორიდან მაინც შეევლო თვალი. ნაძვის ხეები მორ თული იყო ცოცხალი "სათამაშოებით" _ ბავშვებით, ყურძნის ტალავერზეც მიცოცავდნენ ონავრები. მათ, ამ მხრივ, დიდებთან შედარებით უპირატესობა ჰქონდათ. სიმაღლეზე მშვიდად მოკალათებულნი თავს მშვენივრად გრძნობდნენ, რომ პატრიარქს უცქეროდნენ, უსმენდნენ.

ჭიათურაში მისმა უწმინდესობამ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართმადიდებლური სკოლა აკურთხა. აღნიშნულმა სასწავლებლებმა მოსწავლე- თა პირველი ნაკადი წელს მიიღო. კეთილმოწყობილი, თანამედროვე ტექნიკური სა შუალებებითა და ინვენტარით აღჭურვილი, გაწკრიალებული შენობის, კეთილმოწყობილი ეზოს ხილვისას პატრიარქმა დიდი კმაყოფილება გამოხატა. სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანული წერეთელი ვერცხლის სამაჯურით დაასაჩუქრა, რითაც ძალიან გაახარა, დამოძღვრა მასწავლებლები და ღიმილით დასძინა, რომ მსგავს სკოლაში თავადაც დიდი სიამოვნებით ისწავლიდა. პატრიაქის წაბრძანების შემდეგ თვალებგაბრწყინებული პედაგოგები მისი უწმინდესობის ხელშენავლებ ნივთებს ეფერებოდნენ, ესათუთებოდნენ...

პატრიარქი-სოფელ კაცხში

უწმინდესმა, მისი მიბრძანებით, ცნობილი ისტორიული სოფლის, კაცხის მცხოვრებნიც გააბედნიერა, კაცხის სვეტის შემოგარენი, იქვე არსებული ფერდობები უცხო სტუმრებითა და ადგილობრივი მოსახლეობით იყო სავსე. მამა მაქსიმეს უზენაესი სტუმრის მისაღებად ძალა და ენერგია არ დაუშურებია. ირგვლივ საოცარი წესრიგი სუფევდა. ბუნება, ხალხი გარინდულიყო. სამანქანო გზის ორივე მხარეს ლამაზად დაეფინათ შემოდგომის ფოთლებით დახუნძლული კვინცხისა და მუხის ტოტები. ირგვლივ სიყვარული მეფობდა. უწმინდესმა მოილოცა კაცხის სვეტი, დალოცა ბერი მაქსიმე და მას საკუათარი პანაღია უსახსოვრა. დამოძღვრა, რომ პანა ღია სვეტის წინამძღოლებს გადასცემოდათ.

სვეტის მოლოცვის შემდეგ უწმინდესი კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარს ეწვია. ჩვეულებისამებრ, აქაც სიხარულით თვალებგაბრწყინებული ადამიანები შეეგებნენ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ამირან მოდებაძე პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

კალოშებით, ჩუსტებით, თოხებით, ჩეკიებით...

ესტონეთიდან რამდენიმე ხნით ჭიათურაში ჩამოსული, ყველასათვის საყვარელი ადამინი, პოეტი იზო ცარციძე, შვილიშვილებთან ერთად, პატრიარქის სტუმრობის თანამონაწილე გახდა და სამშობლოდან შორს, ტალინში, თან გაიყოლა უწმინდესის ლოცვა-კურთხევის მადლი. მისი შვილიშვილი, ნაბოლარა ელენე ბარათაშვილი ხომ, ორიოდე წლის წინ, საგანგებოდ ჩამოიყვანეს თბილისში იმისათვის, რომ პატრიარქს მოენათლა. ტელევიზორში რომ ხედავს უწმინდესს, "აი, ჩემი ნათლიაო!" სიხარულით ამბობს პატარა ელენე...

ქალბატონი იზო მისებური, კრძალული ემოციით ყვებოდა, რომ, თურმე, საღამოხანს ნაგუთში, ხარების სახელობის ტაძრის ზარების აჟღრიალებისას (უწმინდესის მობრძანებას რომ იუწყებოდა) ახლო-მახლო მცხოვრებ ადამიანებს, ზოგს ბაღ-ბოსტნებში მომუშავეს, ზოგს სამზარეულოში მოფუსფუსეს, ზოგს წიგნის კითხვაში გართულს, ყველაფერი მიეტოვებინათ და იმის შიშით, უწმინდესის უნახავი არ დავრჩეთო, კალოშებით, თოხებით, ჩეკიებით და ჩუსტებით გაქცეულან ტაძრისკენ და გულაფანცქალებულნი მიახლებიან სანატრელ სტუმარს. ტაძარში პატრიარქს უპოვარებისა და ავადმყოფებისათვის შემწეობა აღმოუჩენია.

ვით აზვირთებული ტალღები

მთელი დღის განმავლობაში, ვით აზვირთებული ტალღები, ხალხი ისე მიილტვოდა მისი უწმინდესობისაკენ. დაცვა ძლივს აკავებდა სიხარულმოზღვავებულ ადამიანებს. პატრიარქს სწადდა ყველა დეალოცა, ყველას მიფერებოდა, მაგრამ ერთი ადამიანი ათასებს როგორ გასწვდებოდა?!

მოსაღამოებულს, ჭიათურიდან საჩხერეში მიმავალ უზენაეს სტუმარს, მღვიმევის მონასტრის მრევლი, მონასტრის ასავლელთან, კვლავ დიდი სიყვარულით ელოდა. მრევლის უდიდესი სურვილი იყო უწმინდესი მონასტერში აბრძანებულიყო და ამ წმინდა ადგილზე მისი ნატერფალები დარჩენილიყო. მონასტრის მოლოცვის უდიდესი სურვილი უნეტარესსაც ჰქონდა, მაგრამ ძალზე გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, ეს ვერ მოხერხდა.

მღვიმევის მონასტრის დედები ყველგან თან ახლდნენ პატრიარქს. ჩვენი მონაზვნების ლოცვა, სითბო და სიყვარული ამ ქალაქს არასდროს მოკლებია. მაგრამ, იმ დღეებში ჩვენ ვიხილეთ უწმინდესის გვერდით განსაკუთრებულად გაბრწყინებული დედები.

დედა ეკლესიის, უწმინდესის, მეუფის ერთგულმა მრევლმა კიდევ ერთხელ გაიხარა, როდესაც პატრიარქმა მონასტერთან აიარა, სიყვარულით მომლოდინე ადამიანები დალოცა და მათ ჯვარი გადასახა.

ალალი გულებიდან ამოფრქვეული განცდები

პატრიარქის სტუმრობით გახარებული ადამიანების ალალი გულებიდან ამოფრქვეული განცდები რომ სრულად მოიძიო და აღწერო, ერთი დიდი წიგნი გამოვა, სიყვარულით ნასაზრდოები, ორიგინალური, ლამაზი წიგნი.

ახლა, მხოლოდ რამდენიმე ნაცნობის, რამდენიმე უცნობის განცდებს გაგანდობთ.

მაიაშუბითიძე: პატრიარქთან მიახლოების მოლოდინით ვთრთოდი, მთელი არსებით ვცახცახებდი. უფლის შემწეობით, როგორც იქნა მოვახერხე და ახლოს მივედი. დამლოცა, ხელზე თავისი მადლიანი ხელი შემახო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, რამდენ ხანს მოდიოდა მხურვალება იმ ადგილიდან, სადაც უწმინდესმა ხელი დამადო. გამოვბრუნდი და ბედნიერებისგან, გულამოსკვნილი ავტირდი, ცრემლები ღვარად მ ო მ დ ი ო დ ა . ძლივს დავმშვიდდი. სამი დღის განმავლობაში მხოლოდ თითებსა და მკლავის ზემოთა ნაწილს ვიბანდი. პატრიარქის ხელ შენავლებ ადგილზე წყალი არ მიმიკარებია. ვგრძნობ, იქიდან ახლაც მომიდის მადლი, ის ბედნიერი წუთები არასდროს დამავიწყდება.

უცნობმა, ხანშიშესულმა ქალბატონმა ხალხის მასა, როგორც იქნა, ჯიქურ, წვალებით გაარღვია. თუმცა რა, იქ დაცვა აღიმართა კედლად. იმარჯვა, დაცვასაც გაუძვრა და პატრიარქს მიეახლა: "ღმერთმა თქვენი თავი დიდხანს, ძალიან დიდხანს გვიცოცხლოს, უწმინდესო!" - მიმართა. მერე დაცვის ერთ-ერთ წევრს მიუბრუნდა: "შენც დიდხანს გაცოცხლოს უფალმა, ოღონდ, იცოდე, მარჯვეთ იყავი, ამას კარქათ მიმიხედე!" - მიანიშნა პატრიარქზე.‘` თუ არა, ვაი შენი ბრალი!~ - ეს უკვე შორს წასულმა მიაძახა.

დარეჯან ხვედელიძე: პატრიარქი ნაგუთში, ხარების სახელობის ტაძარში ვიხილე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კი დავინახე, მაგრამ მიახლოებაზე ვერც ვიოცნებებდი. როგორღაც ისე მოხდა, მასთან სულ ახლოს აღმოვჩნდი. დამლოცა, მარჯვენა ხელზე შემეხო. მთელი საღამო მკლავი მკერდთან მქონდა მიტანილი და დავცქეროდი. სასიამოვნო განცდებით აღვსილმა, იმ ღამით პატრიარქს ქვემოთ დაბეჭდილი ლექსი მივუძღვენი.

უწმინდესის მანქანასთან უამრავი ადამიანი გროვდებოდა, იქნებ აქ მაინც შევავლოთო თვალი. მაგრამ! ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა და ვინ საით მიდიოდა, ვეღარ გებულობდნენ. არეულობაში ერთ მანდილოსანს ფეხსაცმელი დაჰკარგოდა, თუმცა უკმაყოფილება სულაც არ ეტყობოდა. "ტუფლს რაღას დევეძეფ, უწმინდესმა მაკურთხა, მას ხელით შევეხე და ძალიან ბედნიერი ვარო" _ ამბობდა.

ერს, ვიდრე ასეთი სიყვარული შეუძლია, განადგურება არ ემუქრება, ერი, რომელმაც ეგრერიგად იცის ღირსეულის მონატრება, მოფრთხილება, მოფერება, არ დაიღუპება, ერს, რომელსაც საიმედო მართლა ეიმედება, მტერი ვერ დაამარცხებს...

დამშვიდობება

19 სექტემბერი. უწმინდესმა და უნეტარესმა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ტაძარი და ეზო ხალხის ვერ იტევდა. ყველას გული წყდებოდა, რომ უზენაესი სტუმარი აკაკის მშობლიურ კუთხეს ტოვებდა...

წაბრძანდა, მაგრამ დაგვიტოვა სიხარული, იმედი, რწმენით სავსე გულები, დაგვიტოვა მადლი, რომელიც ხილულად თუ უხილავად განეფინა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში. იმ მადლს ვერც ყინვა მოაშთობს, ვერც ნიაღვარი გადარეცხს, ვერც ქარიშხალი გაფანტავს.

გავა წლები და მომავალი თაობა კრძალვით გადაშლის ისტორიის იმ ფურცლებს, აკაკის საიუბილეოდ ჩამობრძანებული პატრიარქის სტუმრობას რომ ასახავს.

საიუბილეო დღეები გაგრძელდება

უწმინდესის წაბრძანების შემდეგ აკაკის საიუბილეო დღეები გაგრძელდა. ჩატარდა მრავალი საინტერესო ღონისძიება, აკაკის ძიძისეულ სავანეს, სხვიტორს, საჩხერეს მრავალი საპატიო სტუმარი კვლავ ეწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, მწერლები და პოეტები, ხელოვნებისა თუ კულტურის მოღვაწენი მოისწრაფოდნენ "საქართველოს ბულბულის" მშობლიური მიწისკენ და საიუბილეოდ მომზადებულ ღონისძიებებში თავადაც სიამოვნებით ერთვებოდნენ. თითქოს, ყველა ადამიანის გულში ჟღერდა აკაკისადმი მიძღვნილი ვაჟას სიტყვები: "დღევანდელ დღეს არ ძალმიძს, არ ჟღერდეს ჩემი ფანდური".

აკაკის 170 წლის უიბილე სრულიად საქართველოში აღინიშნა, დიდი ერისკაცი ერმა შეიყვარა. ერის სიყვარული რჩეულთა შორის რჩეულთა ხვედრია. ვიდრე საქართველო იარსებებს, აკაკის სახელიც იკაშკაშებს.

მასალა მოამზადა მაია ტყემალაძემ

გაზეთი "საშევარდნო" 2010 წლის ნოემბერ დეკემბერი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon