დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კიდევ ერთი სიახლე

შაბათი დღე იყო და ამის მიუხედავად, ჭიათურის მრავალპროფილიან სკოლა-ლიცეუმს მოსწავლეთა ხმები ავსებდა.

ასე პირველად როდი ხდებოდა. დასვენების დღეებში აქ ხშირად ნახავდით (და კვლავაც არაერთგზის ნახავთ) ინტელექტუალური ცოდნის მიღებით, ინგლისური ენის კარგად დაუფლების, კომპიუტერების შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.


სკოლა-ლიცეუმში, მისი დამაარსებლის _ ქალბატონ მზია ლეჟავას ინიციატივითა და მონდომებით მრავალი, იდეურად გამართული და საინტერესო პროექტი განხორციელებულა, მაგრამ პროექტი _ `ნათელი, მშვიდობიანი სამყარო~ ღისრსახსოვარია იმის გამო, რომ იგი სკოლის წარმატებული მოსწავლის ნათია კაპანაძისა და მისი მასწავლებლის მზია ლე ჟავას ერთობლივი პროექტია.

ნათია ამერიკიდან ერთი წლის წინ დაბრუნდა და თავისი ნათელი, ლამაზი იდეებით სურვილი გაუჩნდა, მრავალფერადი ფიქრებით რაღაც ახალი გაეკეთებინა მშობლიურ ქალაქ ში. მის სურვილს მზია მასწავლებელიც მზად დახვდა და დაიბადა სასიკეთო პროექტი, რომელიც განხორციელდა ჭიათურის არასახელმწიფო სკოლა-ლიცეუმის ბაზაზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქალაქის ყველა სკოლისა და სოფელ ზოდის საბაზო სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეები. ისინი უფასოდ ესწრებოდნენ ინგლისურის, კომპიუტერის გაკვეთილებს. პროექტის ორგანიზატორებმა თანამშრომლობისათვის მოიწვიეს ამერიკელი მასწავლებელი ემილ ანდერერი, რომელიც საჩხერის სოფელ კორბოულში ინგლისურს ასწავლის. ემილს მოეწონა პროექტის შინაარსი და მათთან სიამოვნებით თანამშრომლობდა.

პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდა სპიკერები, რომლებმაც ისწავლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისინი საუბრობდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებზე, მასპინძელ ოჯახებზე, ამერიკულ წეს-ჩეულებებზე, ტრადიციებზე, აკეთებდნენ შედარებებს ქართველი და ამერიკელი ახალგაზრდების მისწრაფებებზე, მათ დამოკიდებულებებზე განათლებისადმი

პროექტში ჩართულ მოსწავლეებს დიდი სიამოვნებით დაეხმარნენ დებატების ხელოვნების დაუფლებაში ჩვენს ქალაქში აღზრდილი წარმატებული ახალგაზრდა სტუდენტები: ნიკა გიგაშვილი, ნოდარ ჩაჩანიძე, თამარ და ნინო იაკობიძეები. მათ დიდი ენთუზიაზმით ასწავლეს მოსწავლეებს თუ რა სიკეთე მოაქვს განათლებული ადამიანისათვის ინტელექტუალურ დებატს, რამდენად საჭიროა იგი არა მარტო პოლიტიკაში ან სატელევიზიო გადაცემებში, არამედ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ადამიანებისათვის.

4 დეკემბერი წარმატებულად განხორციელებული პროექტის დამაგვირგვინებელი დღე იყო. სტუმართა შორის ბრძანდებოდნენ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები. ჭია- თურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ,გოგი ჩიკვილაძემ პროექტის ავტორებს და მასში ჩართულ მოსწავლეებს საზეიმო დღე მიულოცა, კვლავაც წარმატებები უსურვა და კეთილი საქმის ინიციატორებს საჩუქრად წიგნები გადასცა. ბატონი გოგის სახსოვარი ამერიკელ მასწავლებელს ემილ ანდერერსაც ერგო.

ნათია კაპანაძემ პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა. მოსწავლეებმა მადლიერება თბილი სიტყვებით გამოხატეს. აღნიშნეს, რომ სწავლების პროეცესში ბევრ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა მათთვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელი, ქალბატონი მზია ლეჟავა, რომელიც ცდილობს მრავალ ახალგაზრდას გაუზიაროს თავის ცოდნა და გამოცდილება, დაეხმაროს გზის გაკვლევაში, იმ დღესაც ყველას ჩვეული სითბოთი, სტუმართმოყვარეობით დახვდა. ყველას მიეფერა და აღნიშნა, რომ ქართველს, ვისაც საქართველო, ქართული ენა, მისი ფესვები და ტრადიციები უყვარს, სხვის ენასაც შეიყვარებს და სხვა ქვეყნის გამოცდილებებს გონივრულად გამოიყენებს სამშობლოს კეთილდღეობისათვის.

ღონისძიების ბოლოს სკოლის მოსწავლეთა ძალებით ლამაზი კონცერტი გაიმართა.

რუსუდან ჩხეიძე

გაზეთი "საშევარდნო" 2010 წლის ნოემბერ დეკემბერი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon