დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი

„ყვირილის შენაკადის ზევით ამ წყალზედ არის კაცხის ეკლესია მაცხოვრისა , გუმბათიანი, დიდ ფრიად, კეთილშენი, ზის არქიმანდრიტი“

ვახუშტი ბატონიშვილი

XI საუკუნის დასაწყისში სამების სახელზე აგებული ტაძარი მთელი არგვეთის საერისთავოს მშვენებას წარმოადგენდა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი ხუროთმოძღვრული სიდიადე.

აკადემიკოს ვ. ბერიძის მტკიცებით ტაძრის ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III- ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, მე–10 საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს 1010 – 1014 წელს. ეს ყოველივე დასტურდება ტაძრის ლიპარიდული წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კურაპალატი“. ტაძარს გარს უვლის ხუთკუთხა გალავანი, რომლის აღმოსავლეთ კუთხეში ძველი სამრეკლო დგას. ტაძარს სამი მხრიდან აკრავს გარსშემოსავლელი, რომელიც დაახლოებით 30 წლით გვიან მიუშენებიათ, შენობა მდიდრულადაა მოჩუქურთმებული.

ცნობილია, რომ თავდაპირველად მე–11 საუკუნიდან მე–16 საუკუნემდე კაცხის მონასტერი სამების სახელობის ყოფილა. სხვადასხვა წლებში ტაძრის შეკეთების დროს ბევრი რამ დაკარგულა თუ მოსპობილა. გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია პლასტიკური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რაც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.

კაცხის მონასტრის სახელთანაა დაკავშირებული ძველი ფეოდალური გვარის ბაღუაშების ისტორია. ამ ფაქტის შესახებ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული მე–11 საუკუნის წერილობით წყაროებში. ეს ცნობები საქართველოს მეფისა და ურჩ ფეოდალთა ურთიერთობას შეეხება. დაახლოებით ამ ხანებში შეუწირავს ლიპარიტს კაცხის ტაძრისათვის მათეს სახარების „თარგმანი“, რომელიც გელათში იყო დაცული, და რომელსაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცნობები აქვს შემონახული.

„მატიანე ქართლისა“ ცნობით კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებულნი ერისთავთ–ერისთავები რატი ბაღუაში, ლიპარიტ ბაღუაში (ბერობაში ანტონი), ეჭვგარეშეა, რომ ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები კაცხის ტაზრის არამარტო პატრონები, არამედ მისი მშენებლებიც იყვნენ. მათ მიერ აგებულ მრავალრიცხოვან ძეგლთაგან (წალკა, თრიალეთში ათზე მეტია წარწერით დადასტურებული) კაცხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი ტაძარი მათ სწორედ აქ უძველეს ბუდეში ააგეს.

გადმოცემით კაცხის მონასტერი ორჯერ დაუწვავთ და ისევ აღუდგენიათ, მტრის ნამუსრევი დღსაც ამჩნევია – ზოგიერთი ქვა თავის პირველ ადგილზე აღარ დევს.

კაცხის გუჯერებში მოპოვებული დოკუმენტებით ვლინდება, რომ მე –16 საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი აღადგინა მისმა ახალმა მფლობელმა აბულასხარ ამირეჯიბმა (1510–1535 წ.წ.) ამ დროიდან მოყოლებული კაცხის ტაძარი აწ უკვე მაცხოვრის სახელზე ნაკურთხი განახლებულ ცხოვრებას იწყებს.

მე–17–მე–18 საუკუნეებში კაცხი აბაშიძეთა მფლობელობაშია, აქვე ჰქონდათ მათ რეზიდენცია. ხოლო კაცხის მონასტერი აბაშიძეთა საგვარეულო სამარხი იყო. კაცხის მონასტერშია დასაფლავებული ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ გიორგი აბაშიძე „მალაქიად „ წოდებული, იმერეთის მეფე გიორგი V (1701–1707 წ.წ) , ვახტანგ VI-ის დროს მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე.

კაცხის სამრეკლოს აგების თარიღი უცნობია, თვისი ფორმით მას მე–17 – მე–18 საუკუნეს აკუთვნებენ, შესაძლოა მე–18 საუკუნის იყოს დღემდე შემორჩენილი კანკელიც, რომლის მრავალრიცხოვანი ხატებიც ფრიად დამახასიათებელი სტილიზირებული ასომთავრული წარწერებითაა აღჭურვილი.




გადმოცემით კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, აქ ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაცნიათ.

კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“ 1959 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ–ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა.

კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს. აქვე ინახებოდა ხელნაწერი „კაცხის გუჯრები“ რომელიც მონასტრის ქონების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენდა. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი, შემდგომ პერიოდში მრავალჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ აღდგენილიყო ტაძარში ღვთის მსახურება, მაგრამ უშედეგოდ. 2001 წელს დაზიანებული ტაძრის შეკეთება განახორციელა იბრაიმ აბაშიძის შთამომავალმა ქალბატონმა ნარგიზ აბაშიძემ. დღესაც აქტიური სამონასტრო ცხოვრებით ცხოვრობს კაცხი. კაცხის მაცხოვრის შობის ტაძართან შენდება სამონასტრო კომპლექსი.



ვებგვერდისათვის ნინო ტეტუნაშვილი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon