დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კაცხის სვეტი

„ . . . ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზე არს ეკლესია მცირე, არამედ ვეღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა . . .“

ვახუშტი ბატონიშვილი

თითქოს საგანგებოდ შეუქმნია ბუნებას ლამაზი ლანდშაფტიდან ცის ფონზე ამოზიდული კლდოვანი სვეტი, რომელიც შეუვალად მბრძანებლობს გარემოზე.

კაცხის„სვეტი“ წარმოადგენს ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას,, რომლის სიმაღლე 45 მ–ია. იგი ძირითადად შვეულადაა აღმართული თუმცა მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ბუნებრივი ტერასაა განთავსებული.

არქიტექტორული კომოპლექსი და ლანდშაფტური ძეგლი „კაცხის სვეტი“ მდებარეობს კაცხურის ხეობის ფერდობის ზედა ნაწილის კიდეზე, ჭიათურა, ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 3 კმ–ის მანძილზე. კომპლექსი აერთიანებს სვიმონ „მესვეტეს“ სახელობის ეკლესიას, საძვალეს, ძველ სამრეკლოს და ბერების საცხოვრებელ სახლს. მთლიანად კომპლექსი გალავნით არის შემოსაზღვრული.

ეჭვსგარეშეა, რომ კაცხის „სვეტი“ უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადღებას. მართებული უნდა იყოს მოსაზრება, რომ ქრისტიანობამდე „სვეტი“ წარმართული კულტის –ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაწარმოებში კაცხის „სვეტის“ შესახებ ამბობს: „ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა–როკვანი; ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა – გაათენიან. “ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი „სვეტზე“ ეკლესია ააშენეს და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელსაც პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვებათ. 1944 წლის 29–30 ივლისს კაცხის „სვეტზე“ ასულა პირველი ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და აკ. ბელიაშვილი და ჭიათურელი ახალგაზრდები შ. ფოფხაძე და პ. კუპატაძე. აი რას წერს მწერალი ლევან გოთუა ექსპედიციის შესახებ „ვახტანგი სვეტის თხემის ზოგად გეგმას იღებს, შუტუ უძველეს ეკლესიის დანგრეულ ქვაბულში გამოყვანილ საკურთხეველს ასუფთავებს, ალექსანდრე და პეტრე მცირე, უკეთ შემონახულ ეკლესიის დარბაზს ქვა მიწისაგან ათავისუფლებენ. მე კი, მათ ქვეშ დასავლეთის მხრივ გამოყვანილ ღია აკლდამას ვწმენდ. შესასვლელთან მუხლმაგარი მუხა ამოსულა და მის ფესვებს აკლდამაშიც შეუღწევიათ.

ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშით, მკვლევარის აზრით კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეების

ორი დარბაზული ეკლესია იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (V ს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები (VI–ს.) რომელსაც ქვემოთ თაღოვანი კრიპტა ქონდა. არქეოლოგ დ. ბერიკაშვილის მონაცემებით კაცხის „სვეტის“ თხემი შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით, რომელიც აქვე მოტეხილი ქვით იყო ნაშენი, შემაკავშირებელ მასალად კირხსნარი იყო გამოყენებული. გალავნის შიგნით მდებარეობდა მცირე დარბაზული ეკლესია, ორი ოთახისაგან შემდგარი სნეაკი და მარანი. შესაძლებელია გალავანს აღმოსავლეთიდან მცირე „აივანი“ ჰქონოდა „სვეტის“ თხემზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალ საყოფაცხოვრებო ხასიათისაა, იგი ძირითადად კერამიკით წამოდგება და პარალელებს გვიანდელი შუასაუკუნეების ძეგლებზე პოულობს, მსგავსი მასალების საფუძველზე „სვეტის“ კერამიკის თარიღი XVI – XVII ს.ს–ით განისაზღვრა. „სვეტზე“ მოპოვებული მასალა, კომპლექსის არსებობის ბოლო ხანებს უნდა მიეკუთვნებოდეს, თვითონ კომპლექსი რამდენადმე ადრეული უნდა იყოს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უფრო ძველი მასალებიც გამოავლინოს.

საყურადღებოა კაცხის „სვეტის“ მახლობლად მდებარე მღვიმეც, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამ მღვიმეში გარკვეული ნაგებობის კედლები იყო შემორჩენილი. ამ კედლების შიგნით კი, ძვლები და კერამიკა იყო ნაპოვნი. არქეოლოგთა მცირე დაზვერვამ დაადასტურა მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გამოქვაბულსი მართლაც არის შემორჩენილი კედლის ნაშთები, რომლებიც დაშენებულია კლდოვან დედაქანზე. ეს ნაგებობა თავისი ზომითა და ფორმით „სვეტზე“ მდებარე ეკლესიას უახლოვდება და არ არის გამორიცხული, რომ ისიც მცირე ზომის სამლოცველო ყოფილიყო.

1999 და 2005 წელს ასვლებში მონაწილეობდა ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე, ხოლო მას შემდეგ, რაც „სვეტზე“ რკინის კიბე დამაგრდა, კიდევ რამდენჯერმე ავიდა კაცხის „სვეტზე“ სპეციალისტებთან (თ. გაბუნია, მ. მახარაძე, დ. ბერიკაშვილი) ერთად მათი პირველივე ასვლის შემდგომ ეჭქვეშ დადგა: 1. ნახევრად კლდეში ნაკვეთი ნაგებობის ეკლესიობა 2. ქვით ნაგები ეკლესიის V – VI საუკუნეებით დათარიღების სისწორე და 3. კაცხის „სვეტზე“ მდებარე მცირე მონასტრის სირიული მესვეტეობასთან კავშირი. ეჭვები სრულიად გამართლდა 2006 წ. წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აი რას ვკითხულობთ მ. გაგოშიძის 2006 წლის ანგარიშში: „კაცხის „სვეტის“ თხემზე, რომლის არასწორი ზედაპირის ფართობი დაახლოებით 180 კვ/მ–ს შეადგენს, განლაგებულია ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ნაგებობა. „სვტის“ უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში ქვით ნაგები მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია (ზომები 4,5X3,5 მ). ეკლესიის ქვეშ კამაროვანი კრიპტაა გამართული, მასში შესასვლელი თაღიანი კარი დასავლეთ კედელშია გამოყვანილი. ეკლესია და კრიპტა მცირე ზომის სუფთად ნათალი შირიმის ქვის წყობითაა ნაგები და გვაგონებს ახლომდებარე ისეთ ძეგლებს, ქვათა წყობას როგორებიცაა: თირი და რგანი (ორივე X-ის II ნახ.) მაგრამ კაცხის „სვეტის“ ეკლესიის წყობის ნახაზი ამ ძეგლების ქვის წყობასთან შედარებით მეტადაა მოწესრიგებული. უფრო მკაცრადაა დაცული წყობის ხაზების ჰორიზონტალურობაც. რაც საშუალებას გვაძლევს კაცხის „სვეტის“ ეკლესია IX და უფრო X საუკუნისპირველი ნახევრით დავათარიღოთ. ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთით განსხვავებულია ქვათა წყობის ხასიათი, აქ ადგილზე მოტეხილი კირქვის სხვადასხვა ზომის ბლოკებია ნახმარი, რომელიც არეული წყობითაა ნაშენი. საფიქრებელია, რომ ეკლესიის ეს მონაკვეთი სავარაუდოდ XIII ს–ში შეაკეთეს.“

„სვეტის“ დასავლეთ კიდეში, იქ სადაც 1944 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი იყო მარანი, რომელიც 5 ქვისაგან შედგებოდა (ამათგან ორი კლდის ეროზიის გამო ჩაიშალა) გათხრებმა გამოავლინა კიდევ ერთი კარგად შემონახული მეექვსე ქვევრი. კაცხის „სვეტის“მცირე მონასტერი (სადაც სავარაუდოდ ორი ან სამი ბერი მოღვაწეობდა) დიდი მონასტრიდან გამოყოფილი მცირე სკიტეა და ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს (XII – XVII ს.ს.) რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული.

ცნობილია, რომ „სვეტის“ დასავლეთ ფერდზე მარნის ქვემოთ, დაახლოებით 6 მ–ზე კლდეში გამოკვეთილი სენაკი არსებობს, მაგრამ ამ სენაკში დაშვება და გამოკვლევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ვინაიდან ფერდობი თითქმის შვეულ კედელს წარმოადგენს და ალპინისტთა დახმარების გარეშე იქ ჩასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში ადგილობრივმა ბერმა, მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ) რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. ერთმანეთში შეწიაღებული ასო–ნიშნები დაგრძელებული დუქტუსით ხასიათდებიან. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება.

საინტერესოა წარწერის შინაარსი, რომელიც ამ მცირე მონასტრის მრავალ საინტერესო საკითხს ჰფენს შუქს. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც სამი სახლი აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის, ამგვარად საქმე ეხება „სვეტზე“ ბერებისათვის განკუთვნილ სამი სენაკის მშენებლობას; საყურადღებოა „სვეტის“ და სავარაუდოდ „სვეტზე“ არსებული ეკლესიის სახელობაც – „ძელი ცხოვრებისა“

წარწერა „კაცხის სვეტის“ თხემზე აღმოჩენილ ქვაზე: ქრისტე ღმერთო, მეოხებითა მშობლისა შენისათა, ძალისა ჯვარისათა, წმიდათა ზეცისა ძალთაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეიწყალე სული ფრიად ცოდვილისა გიორგისი, რომელმან აღაშენა სამნი ესე სახლნი, სადიდებლად, შეწევნად, დაყუდებულტა შენთა წმიდისა ძელისა ცხოვრებისა და განუსვენებლად მსახურთა მისთა. ამგვარად ახლად აღმოჩენილი წარწერით კაცხის „სვეტზე“ XIII საუკუნეში მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასტურდება. XVII საუკუნის დასაწყისში კაცხის „სვეტი“ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით (1696 – 1757 წ.წ.) XVIII საუკუნეში კაცხის სვეტი კარგა ხნის მიტოვებულია.

დღევანდელი მდგომარეობით აღდგენილია „სვეტის“ ეკლესია. სრულდება ბერების საცხოვრებელი სენაკების მშენებლობაც. აღდგენილია გალავნის ნაწილიც. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესაც ეკლესიისა და სენაკების მშენებელი გიორგი მოდებაძეა, იმ ფრიად ცოდვლი გიორგის მოსახელე, რომელმაც XIII საუკუნეში სამი სახლი ააშენა „ძელი ცხოვრებაზე“.

აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი აღნიშნავდა, რომ „კაცხის სვეტი მარტო ისტორიული ძეგლი კი არაა, ბუნების ძეგლიცაა, მთელი კომპლექსია და მთლიანად უნდა იქნეს დაცული, ათი კვადრატული კილომეტრი მაინც ხელუხლებელ ნაკრძალად უნდა გამოცხადდესო“.

ვებგვერდისათვის ნინო ტეტუნაშვილი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon