დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ინტერვიუ ამაგდარ მწვრთნელთან

თენგიზ ჯაოშვილის სახელობის ტურნირი ჭიათურაში მეცხრედ ჩატარდა.წლევანდელი ტურნირი გამორჩეული იყო მასშტაბურობითა და ორგანიზების მხრივ.




იაშვილის ქუჩაზე მდებარე მინი მოედანზე ოლიმპიური რინგი გაიშალა და კრივის მოყვარულმა ჭიათურელმა მაყურებელმა არაერთი ლამაზი ორთაბრძოლა იხილა.თენგიზ ჯაოშვილის სახელობის ტურნირის ერთ-ერთი  ორგანიზატორი ყოველთვის თემურ ლორთქიფანიძეა,რომელიც თენგიზ ჯაოშვილის პირადი მწვრთვნელი იყო.თემურ ლორთქიფანიძეს ყველაზე კარგად ახსოვს თენგოს პირველი ნაბიჯები კრივში.საუბარიც ამით დავიწყეთ...

...თენგო და მისი ძმა პეტრე, მათმა მამამ მოიყვანა პირველად კრივის დარბაზში.თენგო მეხუთე კლასში იყო,მას მაშინვე საოცარი ენთუზიაზმი,მონდომება შევატყვე.ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაბრწყინებული ანთებული თვალები.

თქვენი ინტუიცია გამართლდა და თენგიზ ჯაოშვილის წარმატებები კრივში მალე დაიწყო...

მეათე კლასში იყო,როცა პირველად გაიმარჯვა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე,რომელიც მოსკოვში ჩატარდა.თენგომ ყველა ბრძოლა ერთი ამოსუნთქვით მოიგო.სხვათაშორის ფინალში უზბეკ მოკრივეს სძლია,რომელიც შემდგომ სეულის ოლიმპიადის პრიზიორი გახდა.თენგომ 1991 წელს დონეცკში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.იგი არაერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი,როგორც იუნიორებში ასევე უფროს ასაკში.მონაწილეობდა მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე.მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან, თუმცა მეოთხედფინალში მსაჯთა არაობიექტურობის გამო გამოეთიშაჩემპიონატს

თენგიზ ჯაოშვილმა მიუხედავად ბევრი წარმატებისა საკმაოდ ადრე დაამთავრა სპორტული კარიერა....

მოგეხსენებათ მაშინ ძალზედ ცუდი პერიოდი იდგა.ჩვენს ქვეყანაში დიდი სიდუხჭირე იყო.თენგოს თბილისში შევხვდი,ვისაუბრეთ.თემური მასწავლებელო მოკრივისათვის ელემენტარული პირობები აღარ არსებობს და წარუმატებლობას მირჩევნია აქტიურ სპორტს შევეშვაო.ვეღარაფერი ვუთხარი.იგი ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.მის პიროვნულ თვისებებზე უამრავი რაიმეს თქმა შეიძლება.თენგო ძალიან კარგი ადამიანი იყო....

წელს თენგიზ ჯაოშვილის სახელობის ტურნირი მეცხრედ ჩატარდა,როგორ შეაფასებთ განვლილ ტურნირს?

სასიხარულოა, რომ რაც დრო გადის თენგოს ტურნირი მეტად მასშტაბური ხდება და ორგანიზაციული საკითხებიც იხვეწება.წელს, ოლიმპიური რინგი გაიშალა,16 რაიონის 120 მოკრივე გამოვიდა ტურნირზე.სპორტსმენებისათვის თასები,სიგელები და მედლები იყო დაწესებული.გათამაშდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის სპეციალური პრიზებიც.პირველ ყოვლისა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისათვის და საერთოდ ყველას ვინც თენგიზ ჯაოშვილის სახელს არ ივიწყებს

ამ ტურნირზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ,რომ ჭიათურის კრივის სკოლა განვითარების სწორ გზას ადგას.მიმდინარე ტურნირზე ყველაზე მეტი ჩემპიონის ტიტული ჭიათურელებმა მოიპოვეს.თქვენ ფაქტობრივად ჭიათურის კრივის სკოლის დამფუძნებელი ხართ და ეს თქვენი წარმატებაცაა..

ძალიან მიხარია, რომ ჭიათურის კრივის სკოლა საქართველოში ერთ-ერთი მოწინავეა.1975 წელს დავიწყე ჭიათურაში მწვრთნელად მუშაობა .ნელი ნაბიჭებით,მაგრამ მაინც წინ მივიწევდით.1985 წელს ჭიათურაში კრივის სპორტული სკოლა ჩამოყალიბდა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.1987 წელს რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მომანიჭეს,რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.მოხარული ვარ რომ ვინც დღეს ჭიათურის კრივის სკოლაში ,მწვრთნელად მუშაობს ყველა ჩემს ხელშია გამოვლილი.

მათ მუშაობას როგორ შეაფასებთ?

ისინი დღითიდღე უკეთ და უკეთ მუშაობენ.ეს შედეგებზედაც კარგად ჩანს.ორი ჭიათურელი მოკრივე საქართველოს ნაკრებშია,რომლებიც ამ დღეებში ევროპის ჩემპიონატზე გამოდიან - შალვა ღავთაძე და შოთიკო ვაშაძე.მათ წარმატებას ვუსურვებ.ჭიათურას ერთერთი საუკეთესო კადრები ჰყავს, როგორც მწვრთნელებში ასევე მოკრივეებში.მათ არაერთი წარმატება ელით.ჭიათურას ამჟამად აქვს მშვენიერი დარბაზი,რომელსაც თენგიზ ჯაოშვილის სახელი ჰქვია,ასევე ოლიმპიური რინგი.ერთი სიტყვით,ყველა პირობაა იმისათვის რომ წინსვლა გაგრძელდეს.


ესაუბრა ნუკრი ლოლაძე 2011 წელი 29 ივნისი ჭიათურა 

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon