დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ვერ მოვეფერეთ,როგორც გვწყუროდა...

ჭიათურში მისი სტუმრობის მოწმენი ორჯერ ვიყავით.პირველად 2001წ. აპრილში – კულტურის ცენტრში გავუმართეთ ლამაზი საღამო.მეორედ,

არც თუ დიდი ხნის წინ, ნოემბერში, მე5 საჯარო სკოლას სტუმრობდა.ძალიან შთამბეჭდავი, დაუვიწყარი დღე იყო.რამდენ ადამიანს მიანიჭა უდიდესი სიხარული.ყველას უნდოდ მასთან ახლოს მისვლა, ყველას სურდა მოფერებოდა–განსაკუთრებულს, გამორჩეულს თავისთავადს...

იჯდა სავარძელში განუყრელი ჩიბუხით ხელში,სვანური ქუდი შვენოდა.სასიამოვნოდ ჩამყუდროებულიყო.არა, არ მოდიოდა მისი ბაგეებიდან ჩვეული სიმკაცრე.სახე ურიმოდა, ალერსიანად იმზირებოდა. მოგვიანებით, სატელეფონო საუბრისას, გვითხრა: "მე,საერთოდ,მკაცრი კაცი ვარ, უხეშად თქმაც ვიცი, მაგრამ თქვენთან სხვანაირად განვეწყვე, სიმკაცრის არანაირი საბაბი არ მომეცითო..."ბოლოს დასძინა:"რაფერ მოახერხეთ, ეს რამოდენა რამე გიქნიათო". "რამოდენა რამეში" ალბათ იმ ალალ სიყვარულს გულისხმობდა , რაც ყველა განძზე უძვირფასესია, რითაც ხვავრიელად ვუმასპინძლეთ... მაშინ რას წარმოვიდგენდით, რვა თვის შემდეგ თუ მის ცხედარს ცრემლს დავაფრქვევდით...

გელათის მადლმოსილ ტაძარში დასვენებულს თითქოს მშვიდად ჩასძინებოდა.ოდნავ ბაგეგახსნილს რაღაცის თქმა ეწადა თითქოს.იქნებ გვლოცავდა?!

ოტია იოსელიანი!

სამშობლოს სუნთქვით მსუნთქავი, ერის ტკივილებით გატანჯული, მამულის სიყვარულით მასულდგმულებელი, მარადიული სამყაროს ბინადარი გახდა...


ჩოხოსნები საპატიო გუშაგად ედგნენ, მგალობლები უგალობდნენ და საქარტველოს ყველა კუთხიდან მოედინებოდნენაცრემლებული ადამიანები,რათა უკანასკნელი პატივი მიეგოთ ჭეშმარიტი მამულიშვილისათვის, რომელიც შესაძლოა ახლოს არც არასოდეს ენახათ, მაგრამ თავისიანად თვლიდნენ, რადგან, ალბათ, არ არსებობს ქართველი, ვისაც მწერლის მართალი სიტყვა გულს სალბუნად არ მოსდებოდეს, არა მგონია ქართველი, რომლის ოჯახის კარიც "დაჩის ზღაპრებისა" და ოტიას სხვა ნაწარმოებებისათვის ფართოდ გარებული არ იყოს...

"უსაყვარლეს ადამიანს და მწერალს ჭიათურელებისაგან"– ასე ეწერა მწვანე მცენარეებით შებურულ კალათას, რომელსაც თეთრფიფქინა ყვავილებში ჩაქარგული , სისხლისფერი ვარდების ჯვარი ამშვენებდა.გვირგვინიანი კალათა(რომელიც დიდი რუდუნებით, სიფაქიზით შექმნა ყვავილების მესაიდუმლე ნანული აბრამიშვილმა)თავით დაუდეს.ჭიათურა საჩხერის მწერალთა გაერტიანება ლამაზად მიეახლა და დიდი სინანულით გამოეთხოვა ოტია იოსელიანს. ორგანიზაციულ საკითხების მოგვარებაში თანადგომა გაგვიწია და დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ჩიკვილაძემ...


იყო გულწრფელი გლოვა და სრულიად საქართველოს საერთო ტკივილით გამოწვეული ამაღლებული განწყობა.

ერთგულ მეგობარსა და თანამოკალმეს გულაცახცახებულნი გამოეტხოვნენ გურამ დოჩანაშვილი,რეზო ჭეიშვილი, ზაალ ებანოიძე და სხვანი. მწერალს წესი ქუთატელ– გენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილმა)აუგო.გარდაცვლილს სულშიჩამწვდომი სიტყვებით გამოეთხოვა მეუფე იასაია(ჭანტურია)– ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი.ერთად იდგა ერი და ბერი.

გელათის ტაძრის სამრეკლოს მკვნესარე ზარები, ჩამორვენთილი სანთლები და...წყალტუბოში,სოფელ გვიშტიბში, ოტიას ხელით აგებული ოდა– სახლის ეზოში გათხრილი სამარე. ჰო, სხეულმა მშობლიურ გარემოში დაიბინადრა, სული კი?!მწერლის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გვჯერა, სული იქ დაიმკვიდრებს ადგილს,"სადაცა მართალნი განისვენებენ". ახლა იმქვეყნიური სამყოფიდან შეავედრებს უფალს ერსა და ერისშვილებს.

ჩვენ კი, ძალიან გვწყდება გული იმის გამო, რომ სიცოცხლეში ისე ვერ მოვეფერეთ, როგორც გვწყუროდა.

მაია ტყემალაძე

***

სოფელ გვიშტიბში

დარჩა ოტია,

აყრიან მიწას,

რაღა ვიდავო,

აწი მთაწმინდის

მძლავრი ტოტია

ოტიას სახლი

და კარ– მიდამო

ისე წევს თითქოს

რაღაც კვლავ ესმის,

კვლავ იკითხება

მის შუბლზე განსჯა,

გულგაუტეხელს,

სიტყვა ალესილს,

თითქოს რაღაცა

უთქმელი დარჩა.

სიკვდილი კვლავ სვამს

მძიმე წერტილებს,

ხშირად ცოცხლების

ფესვებსაც ჭრიან,

ხმა– ძმების წასვლით

გულდაწყვეტილებს

ხაფად ჩაგვძახის :

"ნაბიჯით იარ!"

არც გვიფიქრია –

რა შეჩერება!

მძიმედ მივკაფავთ

ეჭვებს და ბარდებს,

პოეტის ხვედრი

და შეცვენება,

როგორც სიკვდილი

ფეხდაფეხ დაგვდევს.


ამირან ტყემალაძე

ლექსი დაიწერა ოტია იოსელიანის დაკრძალვისას 2011 წლის 19 ივლისს

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon