დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

"მეძახის, მეძახის ჩემი ჭიათურა"

ზაფხულის მზის მცხუნვარებაა... ვარდებითა და მინდვრის ნაირფერადი ყვავილებით გამშვენიერებული ჭიათურის რიტუალების სახლი... პოეზიის შარბათით შეთრთოლებული გულები.აწ გარდაცვლილი, ლამაზი სე3მოქმედი ადამიანების ფესვებიდან გამოხმობილი მოგონებების კვალდაკვალ ადევნებული ლექსების სურნელოვანი სტრიქონები...

"მეძახის, მეძახის ჩემი ჭიათურა", ასე ერქვა სულის გამაფაქიზებელ საღამოს, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და ჭიათურა –საჩხერის მწერალთა გაერთიანების ინიციატივით მოეწყო.ირგვლივ ყველაფერი ბუნებრიობით,სიალალით, უფლისეული სიყვარულით სუნთქავდა. ძველი, საშუალო და ახალი თაობის შემოქმედი ადამიანები ერტმანეტს ენაცვლებოდნენ.იფრქვეოდა შთამბეჭდავი ლექსები, რომლებსაც საამო ქართული სიმღერები ენაცვლებოდა.როგორ მოგვნატრებია მსგავსი შეხვედრები!ამჟამინდელი, პრობლემებით სავსე ცხოვრების რიტმით დაქანცულ სულებს,მთლად დაედო ეს ერთი საღამოც კი.რა ცოტა ყოფნის სულს სალხენადაც და საწყენადაც.


საღამოს მონაწილენი დალოცა და წამატებები უსურვა მამა გაბრიელმა(ვაშაძე).ღონისძიებას ესწრებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ჩიკვილაძე, რომელმაც თანადგომა აღუთქვა ლამაზი ტრადიციების მქონე ჭიათურა საჩხერის მწერალთა გაერთიანებას.საღამოს სტუმართა შორის იყვნენ: ზურაბ კეტილაძე, ზურაბ კაპანაძე,ილია ჩიკვილაძე და სხვები. დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა ჭიათურის რიტუალების სახლში ლამაზი ტრადიციების ფუძემდებელი, არაერთი მშვენიერი სარამოს ინიციატორი, ჭიათურელების ისაყვარლესი ადამიანი მაია აბჟანდაძე. საღამო გაალამაზა ჩვენი ქალაქიდან წლების განმავლობაში შორს, ესტონეთში მყოფი უსაყვარლესი ადამიანისა და პოეტის იზო ცარციძის სტუმრობამ.

ვისურვებდი, მაღალსულიერებით გაჟღენთილი, მსგავსი საღამოები კიდევ ბევრი მოწყობილისყოს.

იზა სხირტლაძე

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon