დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

წიგნის სუნით გაჟღენთილი სიმღერა და ლექსი

ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის სული ამაღლებულისაკენ, დიადისაკენ მიილტვის. ამაღლებულ განწყობას შესაბამისი გარემო

ქმნის. სწორედ ასეთი გარემო სუფევდა ოცდარვა ივლისს ჭიათურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნის სუნით გაჟღენთილ დარბაზში ერთმანეთს შეხვდნენ სიმღერის, ლექსის, საერთოდ_ლიტერატურის ფასის მცოდნე ადამიანები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით მართლაც შესანიშნავი საღამო მოეწყო. ორი საათი ისე მიილია დაღლილობა არავის უგრვძნია.

პოეზიის ძნელად ასასვლელ აღმართზე მიმავალმა ახალგაზრდებმა ბექა ბრეგვაძემ, დავიტ ცერცვაძემ, ზურა ჭიოკაძემ, ნიკა ხვედელიძემ, გიორგი კასრაძემ საზოგადოებას საკუთარი ლექსები წარუდგინეს. მათთან ერთად თავისი ლამაზი შემოქმედებით დამსწრეთა წინაშე წარსდგა ლევანი ჯაჯანიძე, რომელმაც არამარტო საკუთარი ლექსები წაიკითხა, გიტარის თანმხლებით შთამბეჭდავად ააჟღერა ქართული და რუსული სიმღერები. საინტერესო იყო ჭიათურა – საჩხერის მწერლათა გაერთიანების ყველაზე უმცროსი წევრის სოფო ასანიძის მიერ წაკითხული ლექსი და სინამდვილიდან აღებული ჩანახატი და კიდევ, საღამოს ყველაზე პატარა მონაწილენი.

ახალგაზრდობის შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცეს ავტორიტეტულმა პიროვნებებმა. მსგავსი საღამოები კარგი სტიმული იმისა რომ ჩიათურა-საჩხერეში არსებული ლამაზი ლიტერატურული ტრადიციების გასაგრძელებლად ღირსეულად იღვაწოს მომავალმა თაობამ. ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა ანსამბლ `ძმების~ მიერ ეროვნული სულისკვეთებით შესრულებულმა სიმღერებმა. ანსამბლის წევრები: იოვანე, დავიტ ვაშაძეები და რევაზ, ირაკლი ჭანკვეტაძეები. ოთხივენი პატარაობიდანვე ერთად მოაბიჯებენ. ვიმედოვნებ სიმღერის და ლექსის სიყვარულით განმსჭვალული ახალგაზრდები ურტიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებენ და საზოგადოებას ბევრს საინტერესო ლამაზ საღამოს საღამოს უსაჩუქრებენ.

ღონისძიებაზე მშვენიერი ლექსები წაიკითხეს და თავიანთი შთაბეჭდილებები გამოთქვეს ჭიათურელმა პოეტებმა: დოდო აბაშიძემ, ანა წერეთელმა, დარეჯან ხვედელიძემ. პოეტ მაია ციკოლიას ლექსი გაახმიანა მისსივე შვილმა ქეთი მაჭავარიანმა.

საღამო შეაფასეს წიგნის სუნით გაჟღენთილ გარემოში წლების განმავლობაში მოღვაწე ქალბატონებმა: აზა ბიწაძემ, მარინა გოგოშელიძემ, ციცო ბაკურაძემ, მარიზი ბარელაძემ.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ღონისძიების ორგანიზატორებს მარინა გოგშელიძესა და მაია ტყემალაძეს.

ამ მშვენიერი საღამოს შთაბეჭდილებები სულიერ საგზლად ძალიან დიდხანს გაგვყვება.

დარეჯან ხვედელიძე

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon