დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

შეხვედრა პარლამენტში

2007 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით 15 სექტემბერი


დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. "რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს თავისი ქვეყნის პარლამენტისგან?" - სწორედ ეს კითხვა დაისვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. საკუთარი მოსაზრებები ქსელის მრავალმა მომხმარებლებმა დააფიქსირა და ყველაზე აქტიურებსა და კრეატიულებს დღეს, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები აკაკი მინაშვილი და გიორგი გაბაშვილი შეხვდნენ.


შეხვედრა პარლამენტში გაიმართა და აღნიშნული თემის ირგვლივ ღია დისკუსია მოეწყო. აქტივობის მიხედვით შერჩეულმა კონკურსანტებმა პარლამენტის წევრებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მოისმინეს პასუხები. საუბარი შეეხო პედაგოგთა სერტიფიცირების, შრომის კანონმდებლობის, უმუშევრობის და დასაქმების პრობლემის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის საკითხებს.


შეხვედრის დასასრულს პარლამენტის წევრებმა და მოქალაქეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა და მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაში ჩვენი თანაქალაქელი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელი, ვახტანგ კიკნაძე მონაწილეობდა.

დემოკრატიის საერთაშორისო დღე საქართველოს პარლამენტში 2008 წლიდან აღინიშნება.

მომზადებულია www.parliament.ge-სმიხედვით

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon