დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ლექსი რომ მოგწყურდება

შემოდგომის მათბუნებელი მზის ელვარებაა.საშევარდნოს კლდიდან ჩამოცურებული სიო ოდნავ ფერნაცვალ ფოთლებს საამოდ ეჩურჩულება.პატარა ქალაქი მზეზე გულს ითბობს.ლექსი რომ მოგწყურდება, ისეთი ამინდია


ჭიათურის ცენტრალური ბიბლიოთეკის შესასვლელთან ახალგაზრდების სიმრავლეა.ისინი ერთაად სხვა დროსაც ხშირად შეკრებილან,ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ პოეზიის წყურვილი მოუკლავთ,ლექსის შარბათით შემთვრალან,გიტარაც აუჟღერებიათ,ზეაწვდილი სასმისით უფალი უდიდებიათ და ქვეყნის სატკივარზე დაფიქრებულან,მადრამ ამ ვაჟკაცებს ახლა სხვაგვარი მოლოდინი აქვთ.მათმა მეგობარმა დავით დავით ზეციხელმა პატარა კრებული გამოსცა.გულიდან ამოფრქვეულ ტკივილსა და სიხარულს ლექსების თავისებური სამოსელი ჩააცვა."ეძღვნება მ.ა.–ს, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს"–ასე დაარქვა პატარა კრებულს , რომელიც ერთ–ერთი მონასტრის აღმშენებლობისათვის სეტანილი თავის შრომის საფასურით გამოსცა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის მესვეურთა ინიციატივით ახლა სწორედ ამ ლექსების კრებულის წარდგენაა დავით ზეციხელის მეგობრების, ახლობლების წინაშე.თან ლესქსების ავტორის დაბადების დღეცაა, მას 22 წელი შეუსრულდა,ძალიან ლამაზი თარიღი

წიგნის სუნით გაჟღენთილ ბიბლიოტეკას ადანიანები თანდათან ემატებიან.დავითის მეგობრებს შორის ვაჟები სჭარბობენ.საღამო მამა გიორგის(წერეთელი) ლოცვა –კურთხევით იწყება.პირველ ლექსს თვალებაციცინებული , მხატვრულად კითხულობს დავითის დაიკო ციცქნა ანა.ავტორი საზოგადოებას აცნობს ამა თუ იმ ლექსის დაწერის წინაპირობას და ჯერ ცოტა გაუბედავად, მერე უფრო რიხიანად კითხულობს საკუთარ ლექსებს .დროდადრო დავითს მეგობრები ენაცვლებიან.საღამოს ალამაზებს ლევან ჯაჯანიძის მიერ შესრულებული სიმრერები გიტარისა და ფორტეპიანოს თანხლებით.ღონისძების მთავარ მოქმედ პირს პოეზიის დზაზე პირველ ნაბიჯებს ულოცავენ და ლექსებს კითხულბენ :ბექა ბრეგვაძე,ბაჩანა ბაზღაძე,ნიკა ხვედელიძე,გიორტგი კასრაძე.ლექსების კრებულის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს გამოთქვამენ პოეტები:ანა წერეთელი,დოდო აბაშიძე;ბიბლიოთეკის თანამშრომლები – მარინა გოგშელიძე,ნიაზ აჭარაძე,ნათელა ტყემალაძე,ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ციური ცოცხალაშვილი,მოწვეული სტუმარი ია მოდებაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელიტ დავით ზეციხელს საჩუქრად ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი გადასცეს.სამახსოვრო საჩუქარინ მან ჭიათურა–საჩხერის მწერალთა გაერთიანებისაგანაც მიიღო.ამარლებული განწყობის გამო ყველა სიხარულს მოუცავს .დავითის დედა –ქალბატონი ბარბარე(თინიკო)ხვედელიძე ბედნიერების ცრემლს ვერ მალავს.ხმოვანდება მისი მოგონება შვილის შესახებ:"3 მარტი გათენდა–დედის დღე.დავითი მაშინ 10 წლისა იყო.დილაუთენია ადგა.თავისი საძინებლიდან გამოვიდა.მომეფერა,ჩამკოცნა,დედის დრე მომილოცა,დედიკო შენზე ლექსი დავწერეო,– მითხრა.გამოთქმით წამიკითხა ლექსი.თავისი დიდი გრძნობები ჩაექსოვა შიგ.შენ ჯერ არ ადგე საუზმეს მე გავამზადებო, მითხრა.ჩაი აადუღა,სუფრა გააწყო და მხოლოდ მერე "დამრთო ნება" ავმდგარიყავი.ვისაუზმეთ.ახლა ისევ დაიძინეო, მომეფერა.რაღა დამაძინებდა... ლამაზი მოგონებების შემდეგ ლექსს დავითის პატარა ძამიკო – ირაკლი კითხულობს.




უფლის, მოყვასის , სამსობლოს სიყვარულის გულანტებული საღამოს გმირი,ყველას მადლობას სწირავს და საკუთარი ხელრთვით(ავტოგრაფით)თავის პირველ წიგნებს ასაჩუქრებს.დავიტ ზეციხელმა კარგად იცის, რომ პოეზიის აღმართი ძალზე ძნელად ასავალია.მწვერვალამდე მიღწევა რჩეულთა შორის ურჩეულესთა ხვედრია.თავად?! მიაჩნია, რომ ჯერ აღმართის დასაწყისშია .წერს სადად, გასაგებად.ზოგიერტი მისი ლექსი ჩაგაფიქრებს ,ზოგიერთი ტკივილს , სევდას მოგგვრის,ცხოვრების ცხოვრების მარწუხები თავადაც კარგად უგრძვნია,ფაქიზი სიყვარულიც მიახლებია;მეგობრობა მისთვსი წმიდათაწმიდა გრძნობაა,უფალი უმთავრესი დასაყრდენი....

დავით ზეციხელისადმი მიძღვნილი საღამო საინტერესოდ სრულდება.ყველა გახარებულია, კმაყოფილია.ჰო,ლექსი რომ მოგწყურდება ისეთი ამინდია.მოსაღამოებულია,თუმცა შემოდგომის მათბუნებელი მზე კვლავ ელვარებს

მ. მაისელი









მ.ა.–ს

9აპრილის ბაღში დავალ 9–ჯერ მოვიგონებ,

მაგ წაბლისფერ თმების დალალს შენსკენ რომ მიხმობენ

მოგეხვევი მერე წავალ უსასრულოდ ვივლი.

ვეფერები პირველ მზის სხივს,თვალებს რომ მჭრის დილით.

ნაბახუსევს რა მიშველის შენი კოცნის გარდა,

იმდენს ვფიქრობ მე შენზე რომ შევიშლები ალბათ

ლურჯი ზეცაც მოიქუფრა, ჩემი ცოდვის ხილვით,

დღემდე ასე მივლია და აწიც ასე ვივლი









სიდუხჭირე

ხმელი პურიც არ მიგდია სახლში

ველოდები სადმე სუფრას გაშლილს.

შიმშილისგან ამომხდება სული.

მე მოვითხოვ უკანასკნელ სურვილს!!!!





შენ უშველე ანგელოზო წმინდავ,

გაჭირვება აღარ იყოს მინდა

ანუგეშებთ სამსხვერპლოზე პოეტს?

ჩემი სული ასე შვებას ჰპოვებს.



ერთი გროშიც არ ამძიმებს ჯიბეს,

ანგარიშზეც არაფერი მიდევს

და ვსაზრდოობ სიყვარულით მხოლოდ,

არ ვიფიქრებ არასოდეს ბოროტს



ანდა პური, რატომ მინდა ცხელი?

ანდა გაშლილ სუფრას რატომ ველი

განსაცდელი ,რახან მიყო ღმერთმა,

მორჩილებით მადლობები მეთქვას



დავით ზეციხელი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon