დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ქალი-ვით მაისი

ზამთრის იმ სუსხიან დღეს, ვინც ჭიათურის კულტურის ცენტრის დამთბარ–ჩამყუდროებულ დარბაზში ბრძანდებოდით,არ გაიოცებთ, თუ "დეკემბრის თბილ მზეს" ქვეყნის მანათობელზე კი არა, ყველასათვის უსაყვარლეს მანდილოსანზე,კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეზე ვიტყვი.

 ჰო,დეკემბრის ფერგამკრთალ დღეს ქალბატონი რუსუდანი ჭიათურის საპატიო სტუმარი ბრძანდებოდა და მართლაც მზესავით დაგვათბუნა,გულები დაგვიამა,ცივი დღე გაგვიაისა, გაგვიხალისა.



ღვთივმშვენიერი ნიჭი,უსაზღვროდ მოსიყვარულე გული, კეთილგონიერება, სისადავე და უბრალოება ქალბატონ რუსუდანს დიად სამოსელად შვენის.თუ არა ეს ძვირფასი სამოსელი,თუ არა ამაღლებული სული,სხვანაირად როგორ ააჟღერებდა ესოდენ უმშვენიერეს ჰანგებს?!.

ცნობილი კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამოს მოწყობისა დაჭიათურაში მისი მოწვევის იდეა კულტურის ცენტრთან არსებულ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მმართველს,თამარ ქადიძეს გაუჩნდა. „რაც სამუსიკო სკოლას ვხელმძღვანელობ, მიზნად დავისახე , ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობისათვის მიმეცა შანსი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებისა. ამის გამო ხშირად მქონია შეხება რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის შემოქმედებასთან. ვხედავდი,როგორი სიყვარულით სწავლობდნენ და ასრულედნენ ბავშვები მის სიმღერებს,ამიტომ გადავწყვიტე აღსაზრდელებთან შემეხვედრებინა ის ადამიანი, რომლის შემოქმედებაც საოცრად შერწყმულია ბავშვის სულიერ სამყაროსთან. ქალბატონი მაცაცო სიამოვნებით დამთანხმდა, რამაც ძალიან გამახარა.“–ეს სიტყვები ლამაზი იდეის ავტორს ქალბატონ თამარს ეკუთვნის.კულტურის ცენტრის დირექტორისა და სამუსიკო სკოლაში ფუტკრებივით მოფუსფუსე პედაგოგების თანადგომით ჩანაფიქრი განხორციელდა.

ფეხზე ამდგარნი,გულითადი სიყვარულითა და ტაშით შეეგებნენ დარბაზში მყოფნი ძვირფას სტუმარს.მშვენიერი ქალბატონის თვალებში სიხარულის ცრემლი აკიაფდა და იმ წუთიდანვე უშუალო,საოცრად ახლობლური დამოკიდებულება დამყარდა საპატიო სტუმარს, საღამოს მონაწილეებსა და დარბაზში მსხდომთა შორის.

ჟღერდა საამო მუსიკა, იღვრებოდა სასიამოვნო ხმები და ქალბატონი რუსუდანის მოგონებები საღამოს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.სანატრელი სიყვარული, სითბო, უშუალობა სუფევდა ირგვლივ და მაგონდებოდა მედეა კახიძის ლექსის საოცარი სტრიქონები:


„მე როცა ვუყვარვარ ვისმე,

ვმაღლდები ვით ცაში სამრეკლო;

მსურს ცისკის ზარებად დამრეკონ,

ვიცინი ისევ და ისევ.

ვუღიმი გამვლელს და გამომვლელს,

მე როცა ვუყვარვარ ვისმე.

მე თავი მგონია მაშინ

ყველა ტკივილების მომრევი,

ვარ ენატიკტიკა ბავშვი

და ყველა ლამაზი სიმღერა

მე ჩემი მგონია მაშინ.“

პოეტმა ამ სტრიქონებით,თითქოს ქალბატონი რუსუდანის სულის ამოძახილი გაახმიანა...

საღამოს მიმდინარეობისას კომპოზიტორს უყურადღებოდ,მოფერების გარეშე,არც ერთი შემსრულებელი–არც პედაგოგი და არც მოსწავლე, არ დაუტოვებია.განსაკუთრებული აღფრთოვანება კი მაშინ დაეუფლა,როდესაც სცენაზე ქართველი არისტოკრატის სინატიფითა და ჯოკონდასეული იდუმალებით წარსდგა მისი უახლოესი ნათესავი, მშვენიერი გოგონა მარიამ წერეთელი. სწორედ მარიამის მშობლების და ბებია–ბაბუის დიდ, ტრადიციულ, ცნობილ ოჯახთან სიახლოვით აქვს ქალბატონ რუსუდანს ჭათურასა და ჭიათურელებზე ულამაზესი მოგონებები. და, გულმა გული იგრძნო, სისხლმა–სისხლი,მოზღვავებულმა ემოციამ სტუმარი ფეხზე წამოაყენა, მთელი არსებით მიეფერა გოგონას, აკომპანირება თავადვე გააკეთა და მშვენიერმა დუეტმა მარიამისგან დაწყებული სიმღერა შთამბეჭდავად დაასრულა...

საღამოს წამყვანმა, ნონა თუთარაშვილმა ქალბატონ რუსუდანის უამრავ ჯოლდოზე, მის წარატებებზე ისაუბრა ,თუმცა ყველანი ვგრძნობდით კომპოზიტორისათვის ყველაზე დიდი ჯილდო და მიღწევა ის გულალალი,წრფელი სიყვარულია,რომელსაც სულფაქიზი არსების მიმართ ყველგან და ყოველთვის ხვავრიელად აფრქვევენ......

საღამო დასრულდა,მაგრამ სტუმარ–მასპინძლებს ერთმანეთი არ ეთმობდათ. ქალბტონი რუსუდანის უშუალობით გათამამებული ჭიათურელები–დიდები თუ პატარები, საამო სტუმრის მიმართ მოფერებას არ იშურებდნენ, წასავლელად არ ეთმობოდათ,გადაიღეს ბევრი სამახსოვრო ფოტო. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის,სპორტის,ჯანმრთელობის,სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ კაპანაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით, ქალბატონ რუსუდანს ჭიათურის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ალბომი უსაჩუქრა,რითაც სტუმარი ძალიან გაახარა...

უჩუმრად ვუცქეროდი სიყვარულით დათბუნებულ გარემოს და ჩემს არსებაში გულიდან გამოძახილი ლექსის სტრიქონები ხმიანდებოდა.თუმცა უბრალო ლექსია,მაინც მსურს, შობა–ახალი წლისათვის მოკრძალებულ ძღვნად მივართვა იგი ჭიათურიდან, სანატრელ მანდილოსანს.აი, ის ლექსიც.

ქალი – ვით მაისი

ქალბტონ რუსუდან სებისკვერაძეს

დეკემბრის ნაზი მზე

სულში ჩაბუდდა და

ირგვლივ დაიღვარა

სხივთა სითბო მისი.

გაქრა ზამთრის სუსხი,

ჩადგა ცივი ქარი,

თითქოს აღიმილდა

ჭრელჩითა მაისი.

ღრუბლებით მოღლილ ცას

დღემ ცრემლი მოწმინდა,

აჟღერდა მუსიკა –

გულჩვილი ბავშვი.

ქალი მზეს მოჰგავდა,

მზე ქალს ჩამოტრფოდა,

აისი ბრწყინავდა

მთრთოლვარე ხმაში.

ნარნარა ბგერები,

ფარვანას ფერები,

ვარსკვლავა თვალები,

გული – მომფერები...

დაისი – და, ისიც

ქალი – ვით მაისი

მოგვფინა ხალისი,

იმედი ხვალისი...

ნარნარა ბგერები,

ფარვანას ფერები,

დღე იყო მზისფერი,

დღე –მოსაფერები.

 

„ქალბატონო მაცაცო, ბედნიერი შობა–ახალი წელი გაგთენებოდეთ უსაყვარლეს ოჯახთან,ყველა კეთილისმსურველთან,სრულიად საქართველოსთან ერთად.გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს,რომ თქვენმა ლამაზმა შემოქმედებამ კიდევ დიდხანს გაამდიდროს ქართული მუსიკის სამყარო.იდღეგრძელეთ,იმზეგრძელეთ!“

ეს მილოცვა ჭიათურაში ქალბატონი რუსუდანის უშუალო მასინძლებს: თამარ ქადიძეს,ირაკლი გიორგაძეს ეკუთვნის.მეც სიამოვნებით ვუერთდები მათ სურვილებს და მშვენიერ მანდილოსანს ლამაზ მზისქვეშეთში ცხოვრებას, ღვთის წყალობას ვუსურვებ.

მაია ტყემალაძე

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon