დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

გროგოლ აბაშიძე

გამოჩენილი ქართველი მწერალი და აკადემიკოსი, გროგოლ აბაშიძე დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფ.ზედა რგანში 1914 წელს.

მისი ოჯახი რეპრესირებული იყო საბჭოთა მმართველობის დროს: მამა-გრიგოლ(ჯიბო)აბაშიძე საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული იყო "ხალხის მტრად" და გადასახლებულ იქნა.გადასახლებაში გარდაიცვალა პოეტის ბიძაც.გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ტერორისაგან თავის არიდებაში ეხმარებოდა ახალგაზრდა გრიგოლ აბაშიძეს და ამიტომ იგი თბილისიდან სასწავლებლად მოსკოვში იქნა გაგზავნილი,სადაც ორი წელი დაჰყო

გრიგოლ აბაშიძის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია.ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949),"თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959),რომლებშიც პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს

გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე.იყო ჟურნალ "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან - თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი.

დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon