დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

რა უცნაური ზღვაა ცხოვრება

გაზაფხულის სუნთქვა მიაქვს,სადაც მიდის,მერცხალივით აჭიკჭიკდება ხოლმე,ვისთანასც მიუხარია,გულს თუ ატკენენ,მაშინვე ლამაზი თვალები დაენისლება."რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი…"საყვარელი პოეტის ეს სიტყვები მის სულში ხშირად ხმიანდება და ეძებს იმ "რაღაცას"-


დიდს,ამაღლებულს…კითხულობს ბევრს,წერს,ოცნებობს;დადის ტაძარში,ლოცულობს და სულიერ ტკივილებს მოძღვარს ანდობს.

ხატია სამხარაძე!

იგი ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.სულ მალე სკოლის მერხს უკან დატოვებს და…ამის გაფიქრებაზე გული უჩქარდება,მიზნისკენ მიმავალი გზა თანდათან მოკლდება.;ჩემი ყოველი დღე ჩემს მიზანზე ფიქრით იწყება.თუ არაფრისკენ ისწრაფი,თუ მიზანი არ გაქვს,თუკი არაფრისთვის იბრძვი და არაფერში გჭირდება დრო მაშ,ან გათენებას რა აზრი აქვს!”-ამბობს ხატია.

მისი მიზანი?ჯერ კიდევ პირველი კლასიდან ოცნებობს,გახდეს ჟურნალისტი.ხშირად წარმოიდგენს,ჩამწერით ხელში საყვარელ რესპოდენტთან მიდის.კითხვები?-უამრავია.საყვარელი რესპოდენტი?!ასეთებიც ბევრია,მაგრამ ხატიას ოცნებაა,ბრაზილიელ ფეხბურთელს რონალდინიოს შეხვდეს და ინტერვიუ მისგან აიღოს.კითხვები უკვე მომზადებული აქვს.ხომ არ გაოცდით?პოეტური ნაზი გოგონა,რომელიც წერს ლექსებს,ჩანახატებს,სათუთად ეფერება ყვავილებს,ეტრფის ამომავალ მზეს,საოცრადაა შეყვარებული ფეხბურთზე და რონალდინიოზე…

ხატიას ძალიან უყვარს ქართველი კლასიკოსები,განსაკუთრებით- მთის არწივი."ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეზე,ჩარგალში რომ ვიყავი,მას შემდეგ მგონია,ვაჟა ჩემი უახლოესი ნათესავია.სკოლაში,მისი სურათის სიახლოვეს რომ გავივლი,შევყოვნდები ხოლმე და ყოველთვის სასოებით ვუცქერი…" - ახმიანებს ფიქრებს ხატია.წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ გოგონას,რომელიც ხშირად ფიქრობს: "რა უცნაური ზღვაა ცხოვრება!"

ხატიას კიდევ უფრო კარგად გაეცნობით,როდესაც მის ლექსებს წაიკითხავთ.

მ.მაისელი






უფლის ხატება რონინებს გულში

აისის ფრთებზე ჩვილ მზეს რომ ვხედავ,

ზოგჯერ ოცნებით ფრენასაც ვბედავ,

რა უცნაური ზღვაა ცხოვრება,

ხან გიმტრობს,ხანაც დაგემოყვრება.



ცხოვრება მართლაც ზღვისებრ ვრცელია

ხან მუქია და ხან ცისფერია,

ხან გეფერება,როგორც ფერიას,

მახეს რომ გიგებს?!-ლუციფერია.



როცა დაჰბერავს ცხოვრების ქარი,

აბობოქრდება ზღვად ნიაღვარი,

თავგზას აგიბნევს ავი ავდარი-

ამ დროს?!.-სიმშვიდეს ჰბადებს საყდარი



იქ- წმინდა ადგილს მზე დაივანებს

სანთლის ლიცლიცი ტკივილს გიამებს

ლოცვად ჩურჩული რწმენით აგავსებს,

ღვთისმშობლის მზერა გიყუჩებს დარდებს…



აისის ფრთებზე ჩვილ მზეს რომ ხედავ

ზოგჯერ ოცნებით ფრენასაც ბედავ

უფლის ხატება რონინებს გულში,

მზე იღვენთება ძველ საკვამურში.





იმ კალამს თვალი შევავლო

შოთა,ილია,აკაკი

ვაჟა,გალა და დავით

ნეტამც კვლავ ბევრი შეიქმნას

ლექსი მელნიალ კალმით



მინდა ვუმღერო გაზაფხულს

მეც განვადიდო ხელი

ტანჯულს ცრემლი რომ მოწმინდა

და განანათლა ბნელი.



მსურს, მუხლმოყრილმა დავლოცო

ვინც ერს თვის კალმით არგო,

ვინც ლექსი ხნულად გაავლო

მზის თავთუხებად ჩარგო.



მივეალერსო ობოლ ნუკრს,

დავკოცნო ნაზი ია,

ნამად დავადნე ველ-მინდვრებს

სანახებს მთა-გორიანს.



ნეტამც,მივაგნო ნატერფალს,

სად ერის გმირნი ვლიდნენ,

იმ კალამს თვალი შევავლო,

რითაც შედევრებს ქმნიდნენ.



ბუმბერაზობა ამ მწერლებს,

ნუთუ აკვნიდან დაჰყვათ?!

თუ ამა ქვეყნის რაობამ

შექმნა ქართველთა ხატად?!



ჩემი ცრემლები ყოფილა

ქარი ქრის…წვიმს, წვიმს, წვიმს! მაგრამ?!. არა თურმე არ წვიმს, პირიქით, მზიანი, თბილი ამინდია.ქუჩაში მივდივარ და გაღიმებულ ხალხს ვხედავ,მოთამაშე ბავშვებს,მოალერსე წყვილებს ვუცქერი;ვხედავ დიდ კაშკშა მზეს,რომელიც ულამაზესად მიღიმის და ჩამომძახის,რომ მშვენიერი ამინდია,მაგრამ მე მისი არ მესმის,ჩემს თვალებს ბინდი ეფარება…

რას ვამბობდი?!.ქარი ქრის…წვიმს, წვიმს, წვიმს, მაგრამ არა,არ წვიმს,პირიქით-მზიანი,მშვიდი,თბილი ამინდია,ქუჩაში მივდივარ და დროდადრო,გაღიმებულ ხალხს ვხედავ.

მაინც წვიმს,კოკისპირულად წვიმს!თუმცა?!.არა ეს წვიმა არ არის,ეს ჩემი ცრემლებია,უბრალო ცრემლები კი არა,გულისტკივილია,სინანულია და ბევრი, ბევრი, ბევრი იმედგაცრუებაა…მეგონა წვიმდა,თურმე ჩემი ცრემლი ყოფილა,მეგონა ქარმა დაუბერა,თურმე ჩემი გამალებული სუნთქვა ყოფილა…

კოკისპირული წვიმა!ნუთუ შენც ტირი,ნუთუ ეს შენი ცრემლებია ღმერთო?!.ძლიერი ქარი!იქნებ ესეც შენი ტკივილიანი ამოოხვრაა, უფალო?!შენ ხომ ჩვენი ცოდვებისათვის ჯვარზე გაგაკრეს!ლურსმები სხეულზე ულმობლად დაგაჭედეს,სისხლმა იდინა თბილმა,ძალიან გტკიოდა,ჩვენი ცოდვებივით გტკიოდა,დაითმინე,ადამიანების ხსნისთვის დაითმინე!ახლაც ჩვენი ცოდვებით დღენიადაგ გაჭედებთ ახლ-ახალ უამრავ ლურსმანს,უსაშველოდ გტკივა,მაგრამ ითმენ.თუმცა მაინც მგონია,რომ დროდადრო ტირი,ჩვენს გამო ტირი.მეც მინდა, ღმერთო, შენთან ერთად ვიტირო,ატირებული ცის ქვეშ გავილუმპო,ატირებული გულითა და იმედის მოლოდინით ყველაფერი დავითმინო,ავიტანო!..

მივდივარ უსასრულოდ და ვტირი…ისევ კოკისპირულად წვიმს,ყინავს კიდეც.წვიმის წვეთები იყინება,ჩემი ცრემლებიც ყინულის ლოლოებად იქცევა და დედამიწა ლოლოებიან უცნაურ საყინულეს დაემსგავსა.

გავითოშე! ვეღარ ვსუნთქავ!გავწამდი!მომეშველე ღმერთო!!!და?საოცრება დაბინდული თვალები იწმინდება.რა კრიალა ცა და კაშკაშა მზე ყოფილა!მზეზე უამრავი ყინულის ლოლო ლღვება და სასიამოვნოთ თბილი წვიმა მოდის!

ვთბები! ო ! რა საამოდ ვთბები!

მადლობა! უფალო!

ხატია სამხარაძე

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon