დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კავსაძე ანზორ გიორგის (გიგუშას) ძე

ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი, კავსაძეთა მომღერალი გვარის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. დაიბადა 1930 წლის 7 აგვისტოს, ჭიათურაში.

მათი გვარის წარმომავლობა ქართლიდანაა. პაპა, ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე, 1912 წელს მიიწვიეს გუნდის შესაქმნელად ჭიათურაში, სადაც ცოლ-შვილით დასახლდა. ანზორის მამა და ბიძა -გიგუშა დათაშკა - თითქმის იქ გაიზარდნენ. დედა ჭიათურელი ქალი იყო, ალექსანდრა ნოშრევანის ასული ლეჟავა, საოჯახო ანსამბლში სახელოვან მამამთილთან ერთად მღეროდა. ჭიათურის გუნდში კი იგი თავის მეუღლესთან - გიგუშა კავსაძესთან ერთად მღეროდა. გიგუშა 1941-ში ფრონტზე გააგზავნეს და ქერჩში დაიღუპა.


პირველი სიმღერები, რომლებიც ბაბუა სანდრომ ასწავლა, იყო “მე პაწია მერცხალი ვარ” და “ცის კიდური” - მისი საავტორო სიმღერები. 7 წლის ანზორი სამუსიკო სკოლაში შეიყვანეს, მაგრამ ზარმაცობდა - ძირითადად ფეხბურთით იყო გატაცებული და მუსიკა აღარ აინტერესებდა. “ბაბუაჩემმა გუნდი რომ წაიყვანა 1937 წელს მოსკოვში დეკადაზე, ის გუნდი თითქმის მთლიანად დათაშკას მომზადებული იყო. ის ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. კარგადაც მღეროდა. მამაჩემი და დათაშკა მღეროდნენ დუეტში “ზამთარს”, “მეტივურს”, ძალიან უხდებოდა მათი ხმები ერთმანეთს”, - იგონებს მოგვიანებით. ანზორ კავსაძემ სკოლა ჭიათურაში დაამთავრა.

სიმღერით კარგად მღეროდა, კარგი სმენა ჰქონდა, ცოტას ფორტეპიანოზეც უკრავდა, სკოლაში გუნდი ჰყავდა. 1947 წელს, სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში ჩამოვიდა და ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში მივიდა, მაგრამ ნოტები არ იცოდა და არ მიიღეს... წავიდა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. “გეპეიში“ სწავლამ ანზორს ბევრი რამ მისცა - ისწავლა წიგნზე მუშაობა. მუსიკოსმა დეიდამ ურჩია საგუნდო-სადირიჟო კურსებზე ჩაებარებინა, რომელიც მე-2 სამუსიკო სასწავლებელთან იყო გახსნილი. 6 თვე ისწავლა ამ კურსებზე, გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა და მალე ნიჭიერთა ათწლედშიც ჩაირიცხა. 1951 წელს ანზორმა “გეპეიში“ სწავლას თავი დაანება, განსხვავებული საგნები ჩააბარა და კონსერვატორიაში ჩაირიცხა. ფრიადოსანი იყო, მეორე წელს ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს, მესამე წელს - სტალინის სახელობისა. მეორე კურსიდან რადიოს კაპელას ხელმძღვანელობდა. 1956 წელს კონსერვატორია დაამთავრა და ასპირანტურაში ჩააბარა (ოდისეი დიმიტრიადის კლასი). იგი საოპერო სტუაშიც დგამდა სპექტაკლებს, გრიგოლ კილაძესთანაც მუშაობდა. მოგვიანებით მას 40-მდე ოპერის ზეპირად დირიჟორობა შეეძლო. 1956 წელს ანზორ კავსაძე სახელმწიფო ანსამბლში აიყვანეს მთავარ დირიჟორად (ხელმძღვანელი ვალერიან ცაგარეიშვილი იყო). 1957 წელს უკვე დეკადაზე გაიყვანა ანსამბლი და დიდი წარმატებაც ხვდა წილად. დისციპლინირებული ადამიანი იყო, ვერ იტანდა დაგვიანებას, უწესრიგობას, უპასუხისმგებლობას... პირდაპირსა და უკომპრომისოს, ბევრი გადაემტერა. ანზორ კავსაძე სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობდა 1975 წლამდე. ქორეოგრაფი ჯერ ჯანო ბაგრატიონი იყო, მერე რეზო ხონელიძე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ანსამბლში მღეროდნენ ილია ზაქაიძე, ჰამლეტ გონაშვილი, როსტომ საგინაშვილი, შალვა კოვზირიძე, ჯემალ ცხვედიანი, ვანო მჭედლიშვილი, ზინაიდა ბერსენაძე, მიხეილ შავიშვილი... გასტროლები ძალიან ხშირად ჰქონდათ - ყოველ წელიწადს - 90 კონცერტს ატარებდნენ ხოლმე - ასეთი იყო მაშინდელი საბჭოური გეგმა. გერმანიის გასაბჭოების 25 წლისთავთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ბერლინის ოპერის თეატრშიჰქონდათ კონცერტი. მერე იყვნენ პოლონეთში, ბულგარეთში, ჩოხოსლოვაკიაში, რუმინეთში, საფრანგეთში, ამერიკაში... ანსამბლიდან ანზორი საკუთარი განცხადებით წამოვიდა. ანზორ კავსაძეს აქვს დამუშავებული და საავტორო სიმღერები: “იამა გშობა” (დაწერა ქალიშვილი რომ შეეძინა), “სიმღერა კოსმონავტებზე”. თავად არ მღეროდა, მაგრამ ყველა ხმის მღერა შეეძლო. მას ფილმებიც აქვსმუსიკალურად გაფორმებული. ყველა კუთხის სიმღერები უყვარდა, მაგრამ ქართლ-კახური და სვანური - განსაკუთრებით. გალაქტიკაში “ჩაკრულო” სწორედ მისეული შესრულებით გავიდა. ანზორ კავსაძეს პარალელურად გუნდები ჰყავდა რაიონებშიც: გურჯაანში 15 წელი ხელმძღვანელობდა გუნდს, ზუგდიდში კი 18 წელი "ჩელას" კონსულტანტი იყო. ზუგდიდში იმუშავა 90-იან წლებამდე. ანზორ კავსაძე გარდაიცვალა 2007 წელს.


მომზადებულია www.folk.ge-ს მიხედვით

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon