დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

ზღაპრის მსგავსი სინამდვილე...

სიკეთე - სულიერი საზრდელი

კეთილმა მეზღაპრემ (ძალიან,სულ ძალიან რომ სურდა ბოროტზე კეთილის გამარჯვება) ოდესღაც შეთხზა ლამაზი ზღაპარი.მერე მას ბევრი

მიმდევარი გამოუჩნდა და ხშირად გამოგონილ,ზოგჯერ მართლა მომხდარ საამო ამბებს რუდუნებით თხზავდნენ მეზღაპრენი, იმისთვის,რომ ფერდიდებული სიკეთის აზეიმებით თაობებს ნოყიერი სულიერი საზრდელი ჰქონოდათ.


ამბავი,რომელსაც ახლა წაიკითხავთ,ზღაპარივით ფერდიდებული სინამდვილეა...

იყო და არა იყო რა,იყო...

ჰო,ერთ ულამაზეს სოფელში დაიბადა მუსიკოსი ბიჭი.მას, სულ პატარაობიდანვე, ცისარყელას საოცარ ფერებად ჩაუსახლდა მუსიკის უმშვენიერესი ჰანგები.ბიჭისთვის მზის სხივებიც ულამაზეს ხმებად იღვრებოდა,წყაროს რაკრაკიც უწყვეტი,საამო სიმფონია იყო,მოჟღურტულე ჩიტებიც მისთვის ფრთოსან,უჩვეულო ორკესტრს ქმნიდნენ...

ბიჭისათვის გასაოცარი ჰანგები მისი სოფლიდან იღებდა სათავეს. სოფელს ერქვა უჩვეულო სახელი – დარკვეთი და მის საზღვართან დარი-ავდარი მართლა იკვეთებოდა.ზოგჯერ,დარკვეთში რომ კაშკაშა მზე იყო,მის მიღმა წვიმა მოშხაპუნებდა,სოფელში ცას რომ ღრუბლის მშრალი საბანი ეხურა,დარკვეთის იქით-აქეთ თოვლის ფიფქა პეპლები მოფარფარტებდნენ...

იზრდებოდა ბიჭი და მუსიკის ჰანგებიც მისთვის უფრო და უფრო ახლობელი,ხელშესახები,მშვენიერი ხდებოდა.პატარა მეოცნებე ხშირად წარმოიდგენდა: ულამაზეს ნათელ, ბრდღვიალა ჭაღებიან დარბაზში იდგა თეთრქათქათა (ზოგჯერ შავად მბზინვარე), ცოცხალი არსებასავით მეტყველი ფორტეპიანო და ბიჭს თავისკენ უხმობდა. ისიც, ოცნებობდა, კრძალვით მიახლებოდა ინსტრუმენტს, გულაფანცქალებული შეხებოდა უმტვერო კლავიშებს,რომლიდანაც ცისარტყელას გასაოცარ ფერებად დაიღვრებოდა სულშიჩამწვდომი ჰანგები.მართალია ბიჭს შინ ძველი,დედისეული პიანინო ჰქონდა,მაგრამ ეს არ იყო მთავარი.``გული გულობდა`` და ნათელი მომავლის იმედი სხივოსნობდა მუსიკოსის არსებაში...

თვე თვეს მიჰყვებოდა,წელი წელს.ბიჭის ოცნება ფრთებს ისხამდა.ის ჯერ პატარ-პატარა დარბაზებში უკრავდა,მერე თანდათან იზრდებოდა მსმენელი აუდიტორია. აღტაცებით,დიდი ოვაციებით უკრავდენენ ტაშს.ნოტები არ სჭირდებოდა,მუსიკის ენა ბიჭის არსებასთან შერწყმულიყო... მის ასაკთან შედარებით დიდი აღიარებაც მოდიოდა.

საყვარელი,მზრუნველი პედაგოგების რჩევით,კეთილი ადამიანების თანადგომით,ბიჭმა დატოვა უსაყვარლესი სოფელი,პატარა ქალაქი და ფუტკრის სკასავით მოზუზუნე დედაქალაქს შეერწყა მისი ნაბიჯები.ვარსკვლავივით გაცისკროვნებული თვალებით გამოდიოდა ყოველ კონცერტზე,საათობით უჯდა დამეგობრებულ ფორტეპიანოს.წარმატებას წარმატება მოჰყვებოდა.თუმცა?! იყო უსახსრობით გამოწვეული დუხჭირი დღეები, უკიდურესიც...

ცხოვრება ზოგჯერ ავი დედინაცვალივით დუღდა,ზოგჯერ ნამდვილი დედასავით თბუნდებოდა,დუღდა მუსიკოსის დედის გულიც, გალიაში მომწყვდეული ჩიტივით იქით-აქეთ აწყდებოდა.ხან უჩუმარ, მწველ ცრემლში, ხან იმედში ჰპოვებდა შვებას.ოჯახში მხოლოდ მას ჰქონდა სამსახური და სოფლის სკოლის მასწავლებლის მწირი ხელფასი ვერ სწვდებოდა უამრავ რამეს. არადა,მუსიკოს ბიჭს უკვე საზღვარგარეთაც იწვევდნენ, უსახსრობა კი მარწუხებივით უჭერდათ.კაფანდარა ქალი მხურვალედ ევედრებოდა დედაღვთისმშობელს მისი შვილისათვის შემწეობას.ზოგჯერ მართლა ზღაპარივით ხდებოდა. დიდი ნერვიულობისა და უიმედობის შემდეგ ღრუბელი იფანტებოდა და კეთილი ადამიანების ჩარევით ბიჭი საწადელს აღწევდა.

ერთხელ?! . ერთხელ სავალალო მდგომარეობაში ჩავრდა მუსიკოსი.იგი დედაქალაქში,ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.თანხის გადაუხდელობის გამო შესაძლო იყო უბინაოდ დარჩენილიყო და წინსვლის ნაცვლად მის ნიჭს ფრთები შეკვეცოდა. არა და, უკვე მიწვეული იყო ჩეხოსლოვაკიაში,პოლონეთსა და ისრაელში... აფორიაქებულ დედას მოსვენება დაჰკარგვოდა.კეთილმა ფერიამ ურჩია, საპატრიარქოში მისულიყო,უწმინდესი უთუოდ დაგეხმარებათო.იმედი ჩაისახა.დედა–შვილი საპატრიარქოს გზას გაუდგა...

,,უწმინდესის ნახვა ყველას უნდა!“

–უწმინდესის ნახვა გვინდა!–უღონოდ აღმოხდა საპატრიარქოში მისულ ქალს.

–უწმინდესი ნახვა ყველას უნდა!–ოდნავმჩენი ღიმილით უპასუხა დამხვდურმა.

–გვიჭრს, იქნებ?!.იქნებ როგორმე შევძლოთ შეხვედრა!–ისევ მოეჭიდა ხავსს.

–ქალბატონო,უწმინდესთან, მეტწილად, გაჭირვებულები მოდიან!–თუმცა თანაგრძნობა უჩანდა ხმაში,სჩანდა,დამხვდურს დახმარება არ შეეძლო.

„წარმატებები... “უბინაოდ დარჩენა...“ „უსახსრობა...“ ,,ნიჭიერთა ათწლედი...“ სათქმელს თავს ძლივს უყრიდა უცებ იმედგაცრუებული დედა.

და მაინც,ტკივილი ყურად იღეს.სარკმელიდან თავგამოყოფილმა კეთილმა ქალმა გამამხნევებლად გაუღიმა .ურჩია:,,მოდით, სცადეთ,რუსთაველის გამზირზე,პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში მიბრძანდით,იქნებ იქ დაგეხმარონ...“

კვლავ ჩაისახა იმედი.დედა–შვილი მინიშნებული მისამართისაკენ გაეშურა.ფეხით მიუყვებოდნენ მიხვეულ–მოხვეულ ქუჩებს.ისე ცხელოდა,სუნთქვა ჭირდა.ცრემლები ეძალებოდა ქალს,უმალავდა ბიჭს ცრემლებს.დედის უსათუთესი გული გრძნობდა,მისი პირმშო ქვეყანას აღიარებას მოუტანდა ,ამიტომ სურდა ,,რკინის ქალამნები’’ ჩაეცვა. მუსიკოსი კი ფიქრობდა: ,,მართალია!უწმინდესის ნახვა ყველას–გაჭირვებულსაც და დალხინებულსაც სურს.მასთან შეხვედრის მდომებმა რომ თავი მოიყარონ,საპატრიარქოდან რიგი ჭიათურამდეც კი ჩააღწევსო.პატრიარქი ამდენთან შეხვედრას როგორ შეძლებსო.იგი ყველა ჩვენგანს ლოცვით გვეხმარება,თავის ტკივილებს,უმძიმეს ტვირთს არავის ახვევს,მხოლოდ უფალს ეჩურჩულებაო ლოცვით,ამაზე. კარგად ახსოვს მუსიკოსს, მის ქალაქს, ჭიათურას რომ სტუმრობდა უწმინდესი.ზღვა ხალხით ავსილიყო ქალაქი.ყველას სურდა,თუნდ შორიდან მაინც მოეკრათ თვალი უსპეტაკესი,მადლიანი სახისათვის, ან თუნდ,სამოსელისათვის შეევლოთ მზერა. პატარა მუსიკოსი მაშინ ძალიან ბედნიერი იყო.მისი უწმინდესობისათვის,გუნდთან ერთად იმღერა კიდეც.და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი– ერთ–ერთ ფოტოში იგი პატრიარქის გვერდით აღმოჩნდა...

ფიქრებში ჩაფლულნი მიაბიჯებდნენ საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისაკენ.ბევრი კითხვა–კითხვის შემდეგ,როგორც იქნა,სასურველ ადგილს მიაკვლიეს.დედის ფაქიზ არსებაში ისევ იბრძოდა იმედ–უიმედობა.გულს ბაგა–ბუგი გაჰქონდა.საქველმოქმედო ფონდში ძალზე სანდომიანი ქალბატონი დახვდათ (მოგვიანებით გაიგეს,რომ იგი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ცაგარელი ყოფილა).თუმცა დამხვდურის,კეთილი,გამამხნევებელი ღიმილი იგრძნო,გულაჩვილებული დედა მაინც დაბნეულად,ნაწყვეტ–ნაწყვეტ ჰყვებოდა მისვლის მიზეზს.

,,დაბრძანდით,ქალბატონო,დაწყნარდით,ცოტა დაისვენეთ და ისე მიამბეთ,“ –ისევ უღიმოდა დამხვდური. მერე მეორე ოთახში გავიდა და იქედან,ცოტა ხანში, სახეგაბრწყინებული გამობრძანდა: ,,გაგიმართლად,თქვენ ახლა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე,ბატონი ლაშა ჟვანია შეგხვდებათ!’’-აღმოთქვა კმაყოფილმა.

ბატონი ლაშა–მშობლიური მზრუნველობით აღსავსე...

მერე ყველაფერი მართლა ზღაპარივით მოხდა.ბატონმა ლაშამ გულდასმით მოისმინა მუსიკოსის, ივერი კეკენაძის წარმატებების შესახებ,მყისვე იგრძნო,სერიოზულ ნიჭთან ჰქონდა საქმე და ბიჭს გულთბილად მიმართა:

–გინდა უწმინდესის ნახვა?

–დიახ,ძალიან!–მოკრძალებით თავი დაუქნია მუსიკოსმა.

–დაუკრავ მისი უწმიდესობისათვის?–

–კი,უდიდესი სიამოვნებით!–ჩუმად აღმოხდა.თვალებში მოკაშკაშე ცის ყველა ვარსკვლავი აუბრწკიალდა...

,,ნუთუ შესაძლებელია ჩემმა შვილმა უწმინდესთან,უწმინდესისათვის დაუკრას?!“ –ფიქრობდა და გული უფრთხიალებდა დედას.

პარასკევი იყო,ნაშუადღევი.საღამოთი ,საამო ემოციებით აღსავსე ქალმა ასეთი გზავნილი მიიღო:,, მის უწმინდესობას ვესაუბრე და კვირას,საღამოს მივიყვან ივერის მასთან.ლაშა.“ეს თავბრუდამხვევი მოულოდნელობა,უდიდესი სიხარული იყო.ეს პატარა გზავნილი უდიდესი საჩუქარი გახლდა.

... კვირას, საღამოთი,ისე ახლობლურად,ისე მამაშვილური მზრუნველობით აღსავსე მიუძღოდა სულ ახლადგაცნობილ ბიჭს მისი კეთილისმსურველი,ეს მზრუნველობა ისეთი შესაგრძნობი ჩანდა, ,, თქვენი შვილიაო?“–ეკითხებოდნენ კიდეც ბატონ ლაშას საპატრიარქოში შემხვდურნი.

ძალიან ახლობელი, თან მიუწვდომელი...

რუდუნებით უკრავდა ბიჭი მისი უწმინდესობისათვის.დასრიალებდნენ თითები კლავიშებზე და მუსიკოსისათვის მთელი სამყარო ერთ უზარმაზარ, სხივმფინარე მზედ ქცეულიყო.ეს მზე მას პატრიარქმა აჩუქა. ცისარტყელას ფერები უხვად იღვრებოდა ირგვლივ.იქვე იყო დედა,რწმენაში გაძლიერებული (სამი დღე, უწმინდესთან შეხვედრამდე, წყლისა და პურის მეტი საზრდელი არაფერი მიეღო),სიხარულის ცრემლები უჩუმრად , ღვარად სდიოდა.

საოცარ მადლს ასხივებდა პატრიარქი.პირველთოვლივით უსპეტკესი, კამკამა, თან უბრალო, თან ახლოს მყოფი, შინაურული, თან ძალიან დიადი,ცისიერამდე მიუწვდომელი, ამაღლებული იყო.მისმა უწმინდესობამ დალოცა ბიჭი, მოეფერა,საჩუქარიც უსახსოვრა.ეს იყო ყველა დღეზე გამორჩეული,დაუვიწყარი ,უბედნიერესი დღე დედა–შვილის ცხოვრებაში.

,,უწმინდესის სახით ჩემს ოჯახში მზე შემობრძანდა!“

,,ვიცოდი, ვგრძნობდი,რომ არსებობდა ადამიანის ხორცშესხმული ღვთიური მადლი, არსებობდა ყველასათვის მათბუნებელი მზე, სხვებთან ერთად, ეს მზე ჩემიც იყო,მეც უშურველად მათბობდა. ასევე, არსებობდა ფარდა...უკეთილესი ადამიანის, ბატონი ლაშა ჟვანიას ხელმა (დალოცვილი იყოს მისი ხელი და გული უსაყვარლეს დედასთან, ძვირფას მეუღლესა და შვილებთნ, ყველა კეთილისმსურველთან ერთად) ეს ფარდა გადასწია და ჩემს ოჯახში სამუდამოდ დაივანა მზემ.მისი უწმინდესობის სახით ჩემს ოჯახში უქრობელი მზე შემობრძანდა!’’–იტყვის მოგვიანებით მუსიკოსის დედა–ქალბატონი მარინა.

ჰო,ღვთის შვილთა შეწევნით,ბიჭს აღარ ემუქრება თბილისში,ნაქირავები ბინის დატოვების საშიშროება.ჰო,მუსიკოსი კვლავ განაგრძობს თავდაუზოგავ შრომას,რომ ნიჭმა მეტი გასაქანი ჰპოვოს. თანადგომა და!... მუსიკოსს ექნება შესაძლებლობა მიიღოს უცხოელი ქვეყნების მიწვევები,იქ გამართულ კონკურსებში თავი ისახელოს პატარა საქართველოს ღრმა ფესვები დაანახოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ...

უწმინდესთან შეხვედრისას კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი მოხდა.იმ დროს საპატრიარქოში ბრძანდებოდა თბილისის ბაირონის სახელობის სკოლის დირექტორი,ქალბატონი ინესა მერაბიშვილი,რომელმაც ივერი კეკენაძის ნიჭით აღფრთოვანებულმა,იგი ბაირონის სკოლაში,ბაირონის ენის დასაუფლებლად უსასყიდლოდ მიიწვია...

დ ე დ ა შ ვ ი ლ ო ბ ა

უსაოცრესია დედაშვილური გრძნობა!

შეუცნობელი ფენომენია დედაშვილური დამოკიდებულება.საოცარი ემოციებით აღვსილმა მუსიკოსის დედამ, ენითგამოუთქმელი მადლიერების გამოსახატად ვერაფერი მოიფიქრა და...უფალს შეჰღაღადა,თავისებური ლოცვის სიტყვებით შეავედრა მაცხოვარს მისი შვილის თანამდგომნი.უწმინდესის მშობლების ნათლით გაბრწყინებული სახეებიც დალანდა თითქოს,ზეციურ სამყოფს... ბატონ ლაშას დედას კი?! ,,ის ხომ საოცარი შვილის დედაა,სულაც რომ დავმუნჯდე,სათქმელს უთუოდ მიმიხვდება,“ გაიფიქრა და თითების ცახცახით აკრიბა ტელეფონის ნომერი,შეეცადა სამადლობელი ეთქვა...გაუგო დედამ,დიდი აკაკის კუთხეში, საჩხერის მადლიან მიწაზე გაზრდილი ქალბატონი იქით მიეფერა.მიხარია ჩემი მიწა–წყლის შვილის ასეთი წარმატება , ლაშა აღფრთოვანებულიაო ივერის ნიჭით.ლაშას ადამიანად ჩამოყალიბებაში,მეც არაერთი დაბრკოლება შემხვედრიაო.“–ისეთი კეთილხმოვანებით ესუბრებოდა უცნიბი მადნილოსანი!ეს უსათუთესი,დედობრივი მადლმოსილებით აღსავსე ხმა არც არასდროს წაიშლება ქალბატონი მარინას მეხსიერებიდან...

დაე,ღვთისნიერი დედების გულმოდგინებამ,სასოებით ლოცვამ,ზოგჯერ ვეფხვისებრ გამძვინვარებამ,დაე,დედის ,,დედაკაცობის“ ძალით,უფალმა გადაგვარჩინოს მრავალტანჯული ქვეყანა!კვლავ მომავლის გმირი წინაპრების მსგავსნი,მრავლად,მრავლად!

ივერი კეკენიძე კი?კვლავაც საათობით უკრავს გატაცებით.ბინის დატოვება აღარ ემუქრება და მშვიდად გრძნობს თავს.ზოგჯერ,კვირა დღეს,როდესაც კონსერვატორიის შენობა მშვიდი ძილით ისვენებს,ივერი მის კედლებს შეაფხიზლებს ხოლმე.გუშაგებმა იციან ბიჭის ლტოლვა მუსიკისაკენ და კარს ფართოდ უღებენ.მერე გაოცებული არიან,ხანგრძლივად,შეუსვენებლივ რომ მეცადინეობს 14 წლის ბიჭი...

მოკრძალებული სამადლობელი

საქართველოსა თუ საზღვარგარეთ ივერის ბოლოდროინდელ წარმატებებზე ამ წერილში არაფერს ვწერ (ამის დროც დადგება).მადლობის უთქმელობა კი არ იქნება. არის ფაქტები,რომლებსაც ადამიანები არასდროს ივიწყებენ.

სამადლობელი შეიძლება ერთი ამოსუნთქვით ამოძახილი გულწრფელი ,,მადლობა“ იყოს,თვალებში მოზღვავებული სიყვარულიანი გამოხედვითაც შეიგრძნო,ღაწვზე ჩამოგორებულმა ობოლმა ცრემლებმაც გვამცნოს,მორცხვად შემოხედვამაც.. თუმცა?! მეტწილად,სიკეთის მქმნელნი (მით უფრო,ბატონი ლაშა) სამადლობელს არასდროს არავისგან ითხოვენ...

ზემოთ აღწერილი ამბის გახმიანების სურვილი იმის გამო გამიჩნდა,რომ იმედდაკარგულ ადამიანებს რწმენა გაუღვივდეთ, ყველაფერი არც ნაცნობობით გვარდება,არც ფულით იყიდება,რომ საქართველოს მადლმოსილ მიწას,საბედნიეროდ,ჯერ კიდევ ჰყავს მადლიანი შვილები,მადლმოსილი დედები,რომლებიც (უფლისადმი სასოებით) მხრებით უჩუმრად ზიდავენ უმძიმეს ტვირთს,უდრტვინველად უმკლავდებიან ავი ძალების შემოტევას,უჩუმრად დებენ ქვაზე მადლს. მათ,გათოშილი,უმწეო ბარტყის გათბობაც შეუძლიათ და გამძვინვარებულ მხეცებთან პირისპირ შებმაც. ისინი უჩუმრად აგროვებენ ხელთუქმნელ საუნჯეს,კარგად უწყიან,უფალთან მწიკვიც რომ არაფერი იკარგება.

ეს გულწრფელი წერილი მოკრძალებული სამადლობელია (ივერისა და მისი ყველა გულშემატკივარისაგან) მისი უწმინდესობისადმი,ბატონი ლაშა ჟვანიასადმი,ქალბატონი ნინო ცაგარელისადმი,საპატრიარქოში მყოფი კეთილი მანდილოსნისადმი (რომლის სახელიც კი არ ვიცით),უიმედო დედა–შვილს სწორი გეზი რომ ააღებინა,და ყველასადმი,ვისაც სიკეთის ქმნა ძალუძს.

დაე,სიკეთეს,სიყვარულს,ურთეთთანადგომას ემძლავრებინოს ამქვეყნად!!!

მაია ტყემალაძე

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon