დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

აფთიაქში

აფთიაქში

ახალგაზრდა მამაკაცი:- გამარჯობა,  გოგონა!

ფარმაცევტი :   - გამარჯობა!

ახალგაზრდა მამაკაცი:- რა ღირს?

ფარმაცევტი:      - როგორ?

ახალგაზრდა მამაკაცი:- რა ღირს?

ფარმაცევტი: - გააჩნია,  რას კითხულობთ.

ახალგაზრდა მამაკაცი: - არა, თქვენ ვერ გამიგეთ, გოგონა! უბრალოდ მაინტერესებს, რა ღირს.

ფარმაცევტი:- მესმის, მაგრამ აქ უამრავი პრეპარატია. გააჩნია, თქვენ რა გნებავთ.

ახალგაზრდა მამაკაცი: - იცით, მე უბრალოდ მაინტერესებს, რა ღირს!

ფარმაცევტი : - კი მაგრამ,ასე აბსტრაქტულად?

ახალგაზრდა მამაკაცი: - აბსტრაქტულად? თუნდაც! იქნებ მითხრათ, რა ღირს.

ფარმაცევტი:   - არ მესმის ნამდვილად. იქნებ დამიკონკრეტოთ რა გაინტერესებთ.

ახალგაზრდა მამაკაცი:  - დიახ, მართალი ხართ! მე მაინტერესებს, რა ღირს?

ფარმაცევტი: - ხომ გიპასუხეთ უკვე? გააჩნია,რისიშეძენა გსურთ.

ახალგაზრდა მამაკაცი- გოგონა, რატომ ვერ გამიგეთ? მე ჯერ ფასი მაინტერესებს და შემდეგ შევიძენ!

ფარმაცევტი: - მემგონი, უკვე საკმარისია!  გადააჭარბეთ კიდეც! ხომ ხედავთ, რიგიც კი დადგა! იქნებ, გამოატაროთ. მობრძანდით, ქალბატონო! გისმენთ.

შუახნისქალბატონი: - ჩვენ ერთად ვართ.

ახალგაზრდა მამაკაცი:- ჩემი სიდედრია, გოგონა, და ჩემთან ერთადაა.

ფარმაცევტი:  - მაშინ სხვები გამოატარეთ! თქვენ მოიფიქრეთ, რა გნებავთ და მერე    მობრძანდით.

ახალგაზრდა მამაკაცი:- გოგონა, სიდედრთან ერთად ვარ და იქნებ მიმიხვდეთ!..

ფარმაცევტი:  - როგორ, მე რამეს ვერ ვხვდები?

ახალგაზრდა მამაკაცი:- დიახ, იცით, მინდოდა, ფასი მეკითხა და მერე შევიძენდი.

ფარმაცევტი: - კონკრეტულად რა გნებავთ, ბატონო?

ახალგაზრდა მამაკაცი (ღიმილით): - თქვენ კიდევ ვერ გამიგეთ. სიდედრთან ერთად ვარ და ჯერ იქნებ ფასი მითხრათ.

ფარმაცევტი:-  ზუსტად თუ არ მითხარით, რა გნებავთ, როგორ გიპასუხოთ?!

ახალგაზრდა მამაკაცი: - კარგი. მოდით,ასე მოვიქცეთ: კალამი და ფურცელი მომაწოდეთ, დაგიწერთ და იქნებ ამით ამოვწუროთ.

ფარმაცევტი: - კი ბატონო, ინებეთ.

ახალგაზრდა მამაკაცი: - გმადლობთ. აი,  რას ვითხოვ.

ფარმაცევტი (ხმამაღლა) - „სიკო“?! სამი ლარი!

ახალგაზრდა მამაკაცი (გაბრაზებით): - გოგონა, რას აკეთებთ?!  ხმამაღლა რომ მდომოდა, მე ვერ გეტყოდით?!

ფარმაცევტი(ხმადაბლა): - პრეზერვატივი თუ გინდოდათ, პირდაპირ ვერ მითხარით?

ახალგაზრდა მამაკაცი: - კარგი, კარგი... უკვე აზრი არ აქვს. ფული ინებეთ და ერთი შეკვრა მომეცით. ახლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.

ფარმაცევტი - რა არის გასაგები?

ახალგაზრდა მამაკაცი- ის, თუ რატომ ხართ ჯერ კიდევ გაუთხოვარი!

ფარმაცევტი  (გაბრაზებით): -  ვინ გითხრათ?! ორი თვის წინ გავშორდი მეორე ქმარს!

ახალგაზრდა მამაკაცი: - მით უარესი!  ჩემთვის ყველაფერი ნათელია!

ფარმაცევტი: - რა არის ნათელი?

ახალგაზრდა მამაკაცი: - ის, რომ ინტიმი არ გესმით, გოგონა, ინტიმი!

ფარმაცევტი: - რა?!მე რამე არ მესმის?!

ახალგაზრდა მამაკაცი: - არა უშავს... მნიშვნელობა მაინც აღარ აქვს...  იქნებ, ჩემი ნივთი მომცეთ და გაგეცლებით.

ფარმაცევტი: - ინებეთ!

ახალგაზრდა მამაკაცი: - გმადლობთ!

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon