დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

რაგბი , მზე და ლაზი მარიამი


აქ მიძალების ამბავია ერთი . უფრო სწორად განწყობის , წერის სურვილის , თუ ზაფხულის მცხუნვარე მზის მონატრება რომ მოგეძალება კაცს და წერას გაგაბედინებს.

ხშირად ამბობენ :- ცხოვრებაში, ერთი უბრალო , არაფრით გამორჩეული შემთხვევა ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენსო ადამიანისთვის . მგონი ასეცაა .

მგონი ცხოვრება ასეთი უბრალო, თითქოს ჩვეულებრივი , მაგრამ მნიშვნელოვანი შემთხვევებით ხდება ფასეული და საინტერესო .

ერთი ჩვეულებრივი დღე , არაფრით გამორჩეული : ზაფხულის კვირა დღე ...

ბანკომატიდან ბარათი გამოვაძრე და ის იყო ორსაფეხურიან კიბის ბოლო საფეხურს ჩამოვცდი, უცნობმა გამაჩერა .

აშკარად უცხოელის იერით. ჩემთვის რთულად გასაგები პრონონსით , და დამტვრეული ინგლისურით რაღაცას მეკითხება ...

მიჭირს ზუსტად გავიგო რა უნდა . სულ ცოტა ნელ ტემპში გამიმეორე თქო, ვთხოვე : ...

katskhi pillar ...

კაცხის სვეტი ახსენა აშკარად . - ტურისტი ხართ ? - ვეკითხები კუნაპეტივით შავ უცხოელს, -ახალგაზრდა კაცს. ჩაცმულობაზე ეტყობა , რომ მოგზაურია. - კიო - მპასუხობს. - მე და ჩემი ცოლი ვართო და ხელით იმ ხელით ბანკომატისკენ მანიშნებს, ორიოდე წამის წინ მე რომ დავტოვე. ახლა იქ ჩემსკენ ზურგით , რუკზაკმოკიდებული , სპორტულად ჩაცმული , მომცრო ტანის გოგო დგას ...

... show the road to katskhi pillar ...

- კაცხის სვეტი გვინდა ვნახოთ და როგორ მოვხვდეთო .- ძლივს გავარკვიე შავი უცხოელის აქცენტიანი ინგლისური .. - ცოტას ვფიქრობ და ახალგაცნობილს ვათვალიერებ : - დამტვერილი ტანსაცმელი, ცოტა ვულგარულ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს. ბოტასები, თითქმის ტალახიანი, შავი გაბურძნული წვერი და ინგლისური საშინელი აქცენტით :- ძალიან საინტერესოს კი ხდის ახალგაცნობილს ...

- ავტოსადგური სადააო, მანდედან ადვილად წავალთო სვეტისკენ, - ვიღაცას ურჩევია ...

ახლა ჩემი გამოცდა და „ტაჯვა“ იწყება. ღარიბი ინგლისურით ვცდილობ მარტივად ავუხსნა როგორ შეილება სვეტის მონახულება ... ტაქსი ვურჩიე, უფრო კომფორტულად და დროულად მოივლით , თქო ... სადაურობა ვკითხე. თურქები აღმოჩნდენ...

აქ როგორ მოხვდით , კაცხის სვეტზე რა გსმენიათ თქო? - კითხვები მივაყარე...

ძალიან შემთხვევითო... საქართველოში ხშირად ვახერხებთ მოგზაურობასო ... კაცხის სვეტი, კი ახლახანს ვიპოვეთო ინტერნეტით...

- აქამდე არც ვიცოდითო. - ბანკომატს მოშორდა და ის მომცრო ტანის გოგო შემოგვიერთდა. - ჩემი ცოლიაო. - ეს შავი უცხოელი მეუბნება და ოქროსფერთმიან, ფიფქივით თეთრ გოგოს მაცნობს. მეც ვესალმები და ხელს ვართმევ. გოგო მიღიმის და საუბარს აგრძელებს. იგივეს მეკითხება აშკარად . დღეს თბილისში უნდა ჩავასწროთო საღამომდე, თან სვეტის ნახვა გვინდაო . თითქმის ყველაფერი გასაგებია ჩემთვის.

ერთი რამ მაფიქრებს საშინლად:- ეს ოქროსფერი , უძიროდ ლურჯ, თუ ზღვისფერთვალება, ფიფქივით ნაზი არსება, ამ კუპრივით შავი , დაუვარცხნელ , დაუბანელ, „მოხეტიალე „ მოგზაურის ცოლი როგორ გახდა? გოგო თავისას აგრძელებს. ერთ დღეში მოუხიბლავს აქაურობას. თან წუხს ყველაფრის ნახვას ვერ ვასწრებთო. მღვიმევში ვიყავითო , ძველი „პიონერთა სასახლ“ -ის მიდამოც გვინდა ვნახოთო.

ზურგით ვტრიალდები და ხელით ვაჩვენებ თუ სადაა ყოფილი სასახლე. ვპირდები :- შემდგეგში რო ჩამოხვალთ საბაგიროთი გამგზავრებთ და ყველაფრის ნახვასაც მოასწრებთ - თქო.

აქაური ლანდშაფტი მოსწონთ აშკარად. - საინტერესოაო - ამბობენ .

რახან ქალაქის შუაგულში ვართ , ვსარგებლობ და ვუხსნი : - ხელმარცხნივ , თეთრი და ამაყად ასვეტილი , - ეს ადგილობრივი გამგეობის შენობაა.

მის პირდაპირ კი, ისტორიული , ბევრის მნახველი , ოდითგან მანგანუმ-ბიზნესის ცენტრალური ოფისი.

მშვენიერიაო ეს ყველაფერი ! - მიქებენ. მსიამოვნებს.

ამასობაში ჩემი რჩევა მოიწონეს და ტაქსს ვურეკავ:- კაცხისკენ უნდა გავამგზავრო. მეპატიჟებიან. შენც წამოდიო. უარზე ვარ .

მართლა არ მცალია . გოგო ისევ რაღაცას წუხს : - სიტყვა „ Payments“ -ს ახსენებს ხშირად.

მივხვდი რისი თქმაც უნდა :- საზღვრიდან მოყოლებული ყოველ ნაბიჯზე გადასახადიაო. არ შეიძლება ერთი სრული ტური შედგეს. ერთი გადახდით აქაურობა მოვიაროთო.

ვეთანხმები . აქაურობის საინტერესო ადგილებს ერთ დღეშიც ვერ მოივლის ტურისტი.

სხვაგვარადაა ეგ ამბავი. მოსაგვარებელია, თქო :- ჩემს აზრს ვუზიარებ. მისმენენ.

აშკარად მოეწონათ დრო, რომ დავუთმე და ცოტა ვიზრუნე კიდეც მათზე .

სახელი რა გქვიაო :- რამდენადაც გავარკვიე , ფიფქივით თეთრი გოგოს , შავტუხა ქმარმა მკითხა.

- Mine? ShoTa - თითით საკუთარ თავზე ვინიშნებ და თან ვამოწმებ სწორად გავიგე თუ არა შეკითხვა.

- Mashota? - ცუდად გაიგო ჩემი სახელი თურქმა.

- D’ont! My name is Shota ... - ლამის დავუმარცვლე ...

არველაძე გაგიგიაო? - სიხარულით სახე გაუბრწყინდა ჩემ სტუმარს. ძმები იყვნენო. მთელი თურქეთი იცნობდაო .

მანევრირებს. ფეხით ბურთის დარტყმის იმპროვიზაციას ცდილობს .

ახლა როგორ მინდა არველაძეზე, ოღონდ აჩიზე მეც ვუთხრა :- ვუთხრა , რომ ეს კაცი ლამის ჩემი თაობის სიმბოლოა: - ტრამვებითა და უიღბლობით

გატანჯულმა საკუთარი ნიჭის ნახევარიც რომ ვერ დახარჯა და კარიერა შუა გზაზე დაასრულა .

თუმცა , ვიცი რომ ლექსიკა არ მეყოფა ინგლისურში და საუბრისგან თავს ვიკავებ .

ქალაქში ყველაზე საინტერესო და ხშირი მოვლენები სად ხდებაო ? რით ერთობიანო აქაურები? შენ რით ხალისობო უფრო ხშირად ? - გოგო მეკითხება , იღიმის და გარემოს ათვალიერებს ისევ . ზუსტად არც ვიცი რა ვუპასუხო. რით დავიწყო? ან რა უნდა მოვასწრო იმ სამიოდ წუთში , ვიდრე ტაქსი მოვა .

დალაგებული წინადადებით მინდა ვუპასუხო , ის რაც წამიერად მახსენდება :

- წარმოგიდგენიათ ასეთ პატარა ქალაქს საკუთარი რაგბის გუნდი ყავს. შეჯიბრზე , რომ რეგულარურად გამოვდივართ , თქო :- ცოტა ტრაბახიც მინდა შევაპარო .

- იცით რა რთული და ძვირია გუნდი ფორმაში გყავდეს მთელი წლის მანძილზე? ურთულეს დატვირთვებს უძლებენ , თქოო ... დაინტერესდნენ.

ცოტა გაკვირვებული მიყურებენ . არ მინდა დავაბნიო .

რაგბი ხო იცით რაც არის მეთქი? - Yes, Yes - დაბეჯითებით მპასუხობს გოგო და მიღიმის :

- This is a Georgian dansing, Georgian folk, it’s not? - თან ამატებს : - ალბათ , ამიტომაცაა ასეთი სიამოვნებით რომ საუბრობ მაგდენსო.

„რაგბი ქართული ცეკვააო? რაგბი ქართველების ფოლკლორიაო?“ - ახლა მე დავიბენი. ხო არ დავეთანხმო და გავეცალო ? დავემშვიდობო ?

შუაგზაზე მიტოვება გამოვა , არ ივარგებს ...

“ All Blacks” არ გსმენიათ? ახალი ზელანდია…

რაგბი მაგათი თამაში და ფოლკია დღეს, ჯერ - ჯერობით... – „ RugbyBall I Mean“ : - ძალიან ვცდილობ გამოვძვრე დაბნეულობიდან ...

ქმარი ხმას არ იღებს. ისევ ამ შავტუხას „ფიფქია“ ცოლი აქტიურობს : -როგორ არ ვიციო, ხელს და ფეხს , რომ ხმარობენ ოვალური ბურთით თამაშისასო ...

აგაშენათ ღმერთმა . გავარკვიეთ...

სახელებს ვეკითხები . ბიჭმა აშკარად თურქული წარმოშობის სახელი მითხრა, ცოტა რთულად დასამახსოვრებელი .

Mariam, my name is Mariam - ახლა გოგო მაცნობს თავის სახელს და მიღიმის, თუმცა მარიამის ღიმილს ვეღარ ვხედავ. თვითონ მარიამსაც ვეღარ ვხედავ .

შუადღის მზე ზენიტზე ისე ამოიწვერა, სხივი პირდაპირ თვალებში მირტყამს და მზერას მიშლის.

„ მარიამი ხარ, გოგო ?“ - ვამბობ გულში და უამრავი ფიქრი მაწყდება ერთად .

სიცხის ასარიდებლად ჩამოფხატულ კეპზე ორივე ხელს ვიჩრდილავ, იქნებ რამე გავარჩიო .

ახლა ორივეს ერთდ ვხედავ. მომღიმარ მარიამს და მის თავზე შარავანდედივით დაკიდებულ მზეს.

- „და მუსლიმებსაც გაქვთ ეგ სახელი?“ - ვერ ვითმენ, რომ არ ვკითხო ...

- კიო, - ეს ხომ ინტერნაციონალური სახელიაო , - აშკარად ჩემს გაკვირვებაზე ეცინება თურქ მარიამს .

ტაქსიც მოვიდა . მოკალათდნენ. გაყოლას მთხოვენ. ახლა მით უფრო უარზე ვარ. მიზეზებს ის უამრავი ფიქრი დაემატა , რაც ამ სამიოდე წუთის საუბარმა გამიჩინა :

- თეთრი, ღია ფერის კანი, ლურჯი თვალები, სახელი მარიამი და ეროვნება თუქრი?

ადრეულ ბავშვობაში წამიკითხავს : - ქართველები ღია ფერის კანით და ლურჯი, ზღვისფერი თვალებით გამოირჩეოდნენ .

იქნებ მართალია, იქნებ ეს თურქი მარიამი მართლა ლაზია და არც იცის .

აბა , რატომ სთქვა რაგბი ქართველების ფოლკიაო , რაგბი ქართული ცეკვააო? იქნებ გენეტიკამ უკარნახა ...

დამემშვიდობნენ. ტაქსი კაცხისკენ დაიძრა. მარტო დავრჩი ქალაქის შუაგულში . თუმცა რატომ მარტო?

ეს უამრავი ფიქრი? ვგდავარ და ვუყურებ :- მარცხნივ თეთრი და ამაყად ასვეტილი , მერიის შენობაა. მარჯვნივ კი - ისტორიული , ბევრის მნახველი , ოდითგან მანგანუმ-ბიზნესის ცენტრალური ოფისი.

ადრეული წლების ნეგატივი გამახსენდა :- მე , ჩემი ქალაქი და პატარა საქართველო . მკაცრად ჩაკეტილი სივრცე . როგორ შეიცვალა ყველაფერი დღეს .

სრულიად უცხო ტომის შავტუხა კაცის მანევრი მიდგას თვალში , ამ ათიოდე წუთის წინ ფეხით ბურთის დარტყმელს რომ ბაძავდა და

მარიამის ხმა ჩამესმის : - what a main, daily, important and interesting events of your city are ? ...

და ის უმთავრესი ნათქვამი , თამომწონედ რომ ამტკიცებდა : „რაგბი , ეს ხომ ქართული ცეკვააო.“..

... სადღაც რომ მეჩქარებოდა? საათს დავხედე . უკვე დავაგვიანე ( როგორც ყოველთვის).

იქვე ვდგავარ სადაც ტაქსი დამშორდა. უაზროდ მეცინება , ოღონდ არ ვიცი რაზე.

სახეს ვიჩრდილავ და მზეს ვუყურებ .

ძალიან ლამაზია , თუ შეძლებ და თვალს გაუსწორებ , აგვისტოს მცხუნვარე მზე ...

აშაკრად სასიამოვნო განწყობაზე ვარ .

მზეს ვუყურებ და ახლა უკვე ჩემს თავზე მეღიმება ...

ალბათ , სადღაც შორს დიონისოსაც გაეღიმა ...

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon