დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

გადასახადი და კერძო ბიზნესი

სასაქონლო კოდექსში შესულმა ნორმებმა, თუ ცვლილებებმა, რომელიც მეწარმეებს სასაქონლო ზედნადების წარდგენასა და ყოველდღიურად აღრიცხვის წარმოებას ავალდებულებს.

საგადასახადო ნორმების დაცვა, თუ თვალდახუჭული ბიუროკრატი?!

მაგალითად, თებერვლის თვეში თბილისში დაკეტილი მაღაზიები არავის არ უკვირდა და აქციებზე, პროტესტის დასაფიქსირებლად, მიმავალი მეწარმეების თავშეყრის დანახვა.

პროტესტი ქუჩის აქციებში გადაიზრდებოდა, რომ არა ფინანსთა მინისტრის დროული ზომები. ის ქალაქის მერთან ერთად ეახლა მეწარმეებს და დამშვიდებისკენ მოუწოდა. მიბაძვით არა, მაგრამ ქუთაისის საგადასახადო თანამშრომლებით შევიწროებულმა ჭიათურის მეწარმეებმაც, იმავე თვეში ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია ორჯერ გამართა. რაიონის გამგებელი, გოგი ჩიკვილაძე მათ კანონის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. საქმის შესწავლით დეპუტატი მამუკა გოგატიშვილი დაინტერესდა და გადაწყდა, რომ საქმის შესწავლის პროცესში რაიონის გამგეობის იურისტებიც ჩაერთოთ. სანამ მათ კომპეტენტურ დასკვნებს გაგაცნობდეთ, მეწარმეების ზოგად სურათს დაგიხატავთ, რომლებიც დროულ და შედეგიან “განსასჯელს” ელოდებიან.

მოთხოვნა ყველასი ერთია: დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი. გაირკვეს რა იგულისხმება პატარა მაღაზიებში, რომელთაც არ ევალდებულებათ საკასო აპარატი და ზედნადები.

საგადასახადოს ინსპექტორები დაექვემდებარონ კანონს და დაიცვან ეთიკა. ანუ მეწარმე გაანათლონ და არა ატერორონ!

დაბნეულობა იმანაც გამოიწვია, რომ გაურკვეველი იყო, მოხვდებოდნენ თუ არა, ამ დაბეგვრის არეალში ისინი, რომლებსაც, მაგალითად, სოფლიდან ქალაქში ჩამოაქვთ პროდუქტი და ხელზე ყიდიან, ან მაღაზიებში აბარებენ. ეს თავიდან არ ყოფილა დაზუსტებული, შემდეგ დაზუსტდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადაზიდვა, როცა ის არ არის გადამუშავების პროცესამდე მისული, ამ ტი პის დოკუმენტაციის წარმოებისგან თავისუფალია.

მეწარმეთა აზრით, თუ საგადასახადო ამტკიცებს, რომ საგადასახადო ნორმები გამარტივდა და ლიბერალური გახდა, მათ ბიზნესს ხომ უნდა შეეტყოს?

მცირე მეწარმეები საგადასახადო ნორმებში კარგად არ არიან ჩახედული , საგადასახადო ნორმების დაცვა, თუ თვალდახუჭული ბიუროკრატი?! ბუღალტერიის, დოკუმენტაციის წარმოებაში, აქედან გამომდინარე, საგადასახადოს ინსპექტორს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც გეგმის შესასრულებლად, მათზე გავლენა მოახდინოს და ჯარიმა გამოწეროს. მცირე მეწარმეებისთვის ყველა სიახლის გაცნობა დაკავშირებულია, როგორც დროის, ასევე ფინანსურ დანახარჯებთან.

ფინანსთა მინისტრი განმარტავს:


საგადასახადო კოდექსის 143 -ე მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც მისდევენ საცალო ვაჭრობას ბაზრობებზე, მცირე მაღაზიებში, სავაჭრო ჯიხურებში ან გარე ვაჭრობებზე.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება ისედაც არსებობდა. 2010 წლის პირველი თებერვლიდან მუხლი ძალაში ახალი რედაქციით შევიდა, რაც ითვალისწინებს მომხმარებლის (მყიდველის) უფლების დაცვას, რათა მყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა, არ იქნეს უგულვებელყოფილი.

დაჯარიმებულ მეწარმეებთან დიალოგი შედგა. მათი რიცხვი საკმაოდ ბევრია, რამდენიმე მათგანს გავესაუბრე, მაგრამ როცა ავუხსენი, რომ ინტერვიუ გაზეთში დაიბეჭდებოდა, ყველამ უკან დაიხია და მთხოვა სახელის და გვარის აფიშირება არ გამეკეთებინა.

მეწარმე:

პროდუქტის მაღაზია ახალი გახსნილი მქონდა, საშუალოდ ორიათას ლარს ვაბრუნებდი. მეწარმის საბუთი კედელზე გამოვაკარი, "კასა" შეგნებულად არ შევიძინე. ტელევიზიით მოვისმინე ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ 10- 12 კვადრატული მეტრი ფართის პატარა მაღაზიებს, ჯიხურებს საკასო აპარატი არ მოეთხოვებათო. ქუთაისის საგადასახადოს თანამშრომლებს, როგორ არ მივუდექი, რა არ ვუთხარი, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. მაღაზია მეორე კვირაში დავხურე. 500 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს, როგორ გადავიხდი არ ვიცი, ოჯახში მე და მეუღლე ვართ. ისიც ინვალიდი მყავს. თავს როგორ გავიტანთ არ ვიცი. ნასესხები, პროცენტიანი ფულით დაწყებულმა საქმემ დამღუპა.

მეწარმე:

სალარო აპარატი გაფუჭებული მქონდა, მეუღლემ ცენტრალურ აფთიაქში გასაკეთებლად წაიღო, მე მაღაზია დავკეტე და მის მოსვლას დაველოდე. ჩემდა მოულოდნელად, ორი საგადასახადოს თანამშრომელი თავზე დამადგა და მაღაზია იძულებით გამაღებინა. სასწრაფოდ 500 ლარიანი ჯარიმა გამიფორმეს...

მეწარმე:


როცა პირველად დამაჯარიმეს, შეგნებულად ისარგებლა. ერთი კლიენტი არ მყავდა გასტუმრებული, როცა საგადასახადოს აგენტმა (ქუთაისის წარმომადგენელმა), 10 თეთრიანი ნივთი აიღო და ამიშარდა, ჩეკი დროზე არ ამომირტყიო. ისე ახსნა-განმარტების გარეშე გამიფორმა ჯარიმა. მეორედ ზედნადები მომთხოვეს. დისტრიბუტორებს ეს საკითხი ჯერ კიდევ არ აქვთ მოწესრიგებული.ბოლოს და ბოლოს საქართველოში ათასობით მაღაზიაა და დარწმუნებული ვარ ყველანაირად მოწესრიგებული არც ერთია. იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ. არა, უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის ერთი მთლიანი სისტემა, რომელსაც ჯერ-ჯერობით ასე აწყობს და მანამ იქნება, სანამ სათავეში შეცვლას არ მოინდომებენ.

მოკლედ, მეორე ჯარიმა 1500-იც ისე ამომიწერეს.

მესამედ სახლიდან გამომიყვანეს, მაღაზია გამაღებინეს. ვიცოდი, გარკვეულ შემთხვევაში ინსპექტორმა წერილობით უნდა მოგვმართოს და თუ საჭიროა, სასამართლოს დადგენილებაც უნდა წარმოგიდგინოს. ჩვენ მაღაზიაში შექმნილი გარემოებების გამო ვართ, თუ არა, დი პლომი და სამსახურები რამდენიმე წლის წინ ყველას გვქონდა. მოკლედ, მაღაზია დამილუქეს. მითხრეს, სადაც გინდა სამართალი იქ იკითხე, ჩვენ რაც დაგვავალეს, ის უნდა გავაკეთოთო და წავიდნენ. ამჟამად, მაღაზია ხედავთ ღია მაქვს. ჯარიმის ფურცელს ველოდები და შედეგიც გააზრებული მაქვს. უბრალოდ, ერთს გთხოვთ, ჭიათურა ქუთაისელების გუბერნია ხომ არ არის, ჩამოვიდნენ, ფული "შეგვაწერონ" და წავიდნენ. ან მარტო მე ხომ არა ვარ დაზარალებული. ყველა მეწარმე ზამბარაზეა გაჭიმული, როგორი მოწესრიგებული ბუღალტერიაც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც ეშინიათ. ესენი პირდაპირ რომ გითხრათ ფულს "გვაწერენ". დავალება არ ვიცი ვისია, მაგრამ შემსრულებლები კი მართლა გაწვრთნილები ჰყავთ (იღიმის). პირადად ჩემი და ვიცი, ყველას აზრი ჩემსას დაემთხვევა, რომ ქალაქის მუნიცი პალიტეტმა, გამგებელმა, საკრებულომ და დეპუტატმა ჩვენი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანონ.

პატარა ბუკლეტების ან პატარა დოკუმენტის სახით ყველა სავალდებულო ნორმები მეწარმეს დაურიგდეს. კანონის შესაბამისად წინასწარი გაფრთხილება მოხდეს. როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს:

კანონის დამრღვევი ყველგან უნდა დაისაჯოს.

რა, საგადასახადოს ინსპექტორები არ არღვევენ თავიანთ კანონს, ეთიკას? ხოდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. მადლია, ერთი იურისტიც მოგვიჩინონ, რომ ჩვენ აქეთ-იქეთ სიმართლის ძებნაში არ ვირბინოთ... მივბაძოთ თბილისს. ჩვენ ხომ, ისედაც ათასნაირ გადასახადს ვიხდით. განა ეს ბიუჯეტში არ მიდის? მე თუ დავკეტე, ყველამ თუ დაკეტა (რასაც ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდა მოსალოდნელია) და სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავიხვეწეთ, ბიუჯეტს ვინ შეავსებს? ერთად ვიფიქროთ ამაზე და გამოსავალსაც ადვილად ვიპოვნით.

ლელა ჩაჩანიძე

ინფორმაციის წყარო: ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ "გზად ჭიათურისაკენ". N3

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon