დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

სოც. მომსახურების სააგენტო

ჭიათურაში ისევე, როგორც მთელ საქართველოში არსებობს სოციალური სააგენტო, რომელიც გულისხმობს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესწავლას.

ქალაქში მოქმედი სოციალური მომსახურების სააგენტომ რეორგანიზაცია განიცადა, რის შედეგადაც კადრების განთავისუფლება მოხდა, ცალკეული დარღვევების გამო. უფრო დაწვრილებით, რომ გაგვეგო სააგენტოში შექმნილი მდგომარეობა, ვესაუბრეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ჭიათურის განყოფილების უფროსს ბ-ნ ზურაბ ჯაფარიძეს.

ბ-ნო ზურაბ, რა კრიტერიუმებით შეირჩა სოციალურ მომსახურების სააგენტოში სამსახურიდან განთავისუფლებული კადრები?

პირველ რიგში ჭიათურაში, აუცილებლად უნდა აღდგენილიყო სამართლიანობის პრინცი პი, რომ მოსახლეობას აქვს პრეტენზია, იმისა, რომ სოციალური დახმარება იმ ოჯახებს აქვთ, რომელთაც კანონით არ ეკუთვნით. აღმოვაჩინეთ დარღვევები, რომელიც ძველი კადრებისაგან იყო დაშვებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კადრები განთავისუფლებულნი უნდა ყოფილიყვნენ სამსახურიდან.

რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი კადრები?

ჩვენმა სააგენტომ გამოაცხადა ვაკანსიები, რის შედეგადაც ჩატარდა ტესტირება. ჭიათურიდან 28 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც პირველ ტურზე 10 ახალგაზრდა შეირჩა. მეორე ტურში 10-დან მხოლოდ 6-მა გაიარა წარმატებით. ამჟამად, ჭიათურის მასშტაბით, ჩვენ გვყავს 7 აგენტი, რომელნიც აგრძელებენ დღეს მუშაობას.

როგორ შეხვდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სააგენტოში სოციალური მომსახურების სააგენტო და ჭიათურა მომხდარ საკადრო ცვლილებებს და არის თუ არა წესები გამკაცრებული?

გარკვეულწილად მოსახლეობაში შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გაღიზიანება, მაგრამ ისინი, ვინც ნორმალურად უყურებენ ნებისმიერ ცხოვრებისეულ საკითხს, შეხვდნენ დადებითად. შესაბამისად ის, რომ ა დ ვ ი ლ ა დ ი ნ ი შ ნ ა ვ დ ნ ე ნ სოციალურ დახმარებას, ამან მოსახლეობის დიდი ნაწილი გააღიზიანა. მე მინდა ვთქვა, რომ არაფერი არ არის გამკაცრებული, უბრალოდ ჩვენ გვაქვს კანონები და დებულებები, რ ო მ ლ ე ბ ი ც სრულდებოდნენ დარღვევებით ძველი კადრების მიერ. დღეს კი ეს კანონები თავისი წესითა და დაცვით სრულდება. მის გამო, გაღიზიანებული იყო მოსახლეობა. მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილებას გამოიწვევს.

დღესდღეობით არსებობს, თუ არა რამე პრეცენდენტი დარღვევებისა, რომელიც რეორგანიზაციამდე ხდებოდა?

არანაირი პრეცენდენტი არ ხდება, მაგრამ იყო რამოდენიმე შემთხვევა ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებთან. შეეცადნენ კორუფციულ გარიგებაზე წასულიყვნენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ვიცი დღესდღეობით სააგენტოში მუშაოებენ ახალგაზრდები, რომლებიც 27-28 წლის არიან და მათ კარგად აქვთ გათავისებული, რომ მათი მომავალი და ხვალინდელი დღე, მათ ნამუშევარზეა დამოკიდებული. ამის გამო, ისინი კი არ მიდიან გარკვეულ კორ უ ფ ც ი უ ლ გარიგებებზე, არამედ ცდილობენ, თავიანთ ქალაქს, რაც შეიძლება მეტი გაუკეთონ. ამიტომ ასეთი გარიგებები არ ხდება, ასე ვ თ ქ ვ ა თ , ყველაფერი განულებულია. ამასთანავე, მოსახლეობა ხვდება უკვე, რომ არ შეიძლება ამ აგენტებისათვის ქრთამის შეთავაზება. იყო რამოდენიმე პრეცენდენტი, როცა შეურაცყოფა მიაყენეს აგენტებს, მაგრამ ეს ყოველივე მოგვარებულია და ჩვენ სააგენტოში ყველანაირი პირობებია ნორმალური მუშაობისთვის.

ჭიათურის მუნიცი პალიტეტში სულ რამდენი ოჯახი ღებულობს სოციალურ დახმარებას?

სულ ჩვენს სააგენტოში დაახლოებით 7000-ი სოციალურად დაუცველი ოჯახია დარეგისტრირებული, თუმცა, ეს ციფრი ყოველთვიურად შეიძლება შეიცვალოს.

სოციალურ დახმარებისათვის სულ რა თანხას რიცხავს სახელმწიფო ჭიათურის მუნიციპალიტეტში?

თუ ჩვენ მოთხოვნას ვაკეთებთ, სახელმწიფოდან პრობლემა არ არის. მაგალითად: თუ ერთ თვეში ჩვენ 100 სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავს და ამას მეორე თვეში 50 ოჯახი დაემატა, ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის მოთხოვნას და სახელმწიფო შესაბამის თანხას გვირიცხავს.

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ახლო მომავალში?

ჩვენ გავაფორმეთ ერთწლიანი ხელშეკრულება ახალ თანამშრომლებთან და აქედან გამომდინარე, თუ ამ დროის მანძილზე ვერ დააკმაყოფილებენ საჭირო პირობებს, დათხოვილნი იქნებიან მომავალი წლიდან.

ეს რაც შეეხებოდა საკადრო ცვლილებებს, მაგრამ, თუ იქნება ცვლილება კანონში, რის მიხედვით ინიშნება სოციალური დახმარება?

კანონში მზადდება გარკვეული ცვლილებები, რომელზედაც ჩვენ საუბარი შეგვიძლია მას შემდეგ, რაც ეს კანონი დამტკიცდება და ძალაში შევა.

ქეთი ტყემალაძე.

ინფორმაციის წყარო: ახალგაზრდული თავისუფალი გაზეთი "ჭიათურა დღეს" დამფუძნებელი ა(ა)იპ "გზად ჭიათურისაკენ". N3

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon